რა წერია ედვარდ სნოუდენის მოგონებების წიგნში. მთავარი
17 სექტემბრიდან ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის მოგონებების წიგნი გაიყიდება. სნოუდენი 2013 წელს აშშ-დან გაიქცა და გაასაჯაროვა ამერიკელ და უცხოელ მოქალაქეებზე თვალთვალის სისტემა, რომელიც NSA-მ (ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ) და CIA-მ (ცენტრალური დაზვერვის სააგენტო) შექმნეს. ახლა ის რუსეთში ცხოვრობს, რომელმაც მას თავშესაფარი და ცხოვრების უფლება მისცა. წიგნში „Permanent Record“ („პირადი საქმე“) სნოუდენი პირველად, დეტალურად ყვება მოვლენების საკუთარ ვერსიას. ზოგიერთი დასავლური გამოცემა წიგნს გამოქვეყნებამდე გაეცნო და სნოუდენთან ინტერვიუც ჩაწერა. აი, რა შეიტყვეს მათ.
CIA-მ საყოველთაო თვალთვალის შესახებ თავად განაცხადა, მაგრამ ვერავინ შეამჩნია
სნოუდენის მიერ მსოფლიო მედია საშუალებებისთვის გადაცემული უამრავი მონაცემიდან, ყველაზე მეტი ყურადღება მიიქცია ცნობამ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) მუდმივად უთვალთვალებს თავისი კომპიუტერებიდან მილიარდზე მეტ ადამიანს მსოფლიოს ათობით ქვეყანაში. ამისთვის, იუტას შტატში არსებულ უდაბნოში მონაცემთა გიგანტური საცავი ააშენეს. სნოუდენის მტკიცებით, ამის შემდეგ მალევე, აირა ჰანტმა, რომელიც CIA-ში ტექნოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ღია კონფერენციაზე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სპეცსამსახურებს შეუძლიათ წვდომის მიღება ნებისმიერ ინფორმაციაზე ადამიანის შესახებ, მათ შორის საუბრების მოსმენა და გეოგრაფიული მდებარეობის დადგენა მაშინაც კი, როდესაც სმარტფონი გამორთულია. სნოუდენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ამ სიტყვებით არავინ დაინტერესდა: YouTube-ზე გამოქვეყნებული ამ ჩანაწერისთვის განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია.
NSA-ს თანამშრომლების საყვარელი საქმე „სექსუალური თვალთვალი“ იყო
„ის ყველაფერი, რაც ჩემი თვალით ვნახე, ყველაზე მეტად სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანებს მაგონებდა“, - წერს სნოუდენი სპეციალურ საძიებო სისტემაზე XKEYSCORE, რომლითაც NSA ადამიანებს უთვალთვალებს. მისი საშუალებით აგენტებს შეუძლიათ წვდომის მოპოვება წერილებზე, ჩატებზე, ყველას გამოსახულებაზე ვინც ინტერნეტში ჩართულია, მათ შორის ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და აშშ-ის პრეზიდენტზე.
სნოუდენის თქმით, XKEYSCORE-ის გამოყენების პირადი გამოცდილება აძლევს შესაძლებლობას თქვას, რომ თითქმის ყველა ადამიანი, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, უყურებს პორნოს. იმავდროულად, NSA-ს თანამშრომლები რეგულარულად ერთობიან ყოფილი თუ პოტენციური პარტნიორი ქალების „სასიყვარულო თვალთვალით“ („LOVEINT“ - სიტყვებისგან „love„ (სიყვარული) და „intelligence“ (დაზვერვა)). მოპოვებული ინტიმური ფოტოები, სნოუდენის თქმით, ერთგვარი შიდასაოფისე ვალუტა იყო: მასში უცვლიდნენ თანამშრომლები ერთმანეთს პატარ-პატარა მომსახურებას. ამ პრაქტიკის არსებობის შესახებ მანამდეც იყო ცნობილი, მაგრამ „პირადი საქმის“ ავტორი ამტკიცებს, რომ NSA-ში ის დიდი ხნის წინ გადაიქცა რუტინად. პრინციპში, ეს იყო კიბერსტალტინგი მსოფლიოს უმსხვილესი სადაზვერვო სამსახურის ტექნიკური დახმარებით.
თუმცა, თავად სნოუდენი ამტკიცებს, რომ პირადად მისთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო მომენტი, როდესაც ის ერთ ინდონეზიელ ინჟინერს უთვალთვალებდა, რომლის მუხლებზე ჩამომჯდარი პატარა შვილი უდარდელად აჭერდა ხელს კლავიატურას. სნოუდენის თქმით, გლობალური თვალთვალის გასაჯაროვების გადაწყვეტილება წლობით მწიფდებოდა, მაგრამ ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ყველაფერი რაც ხდებოდა მისთვის აბსტრაქტული აღარ გახლდათ.
საიდუმლო ცნობებს სნოუდენი რუბიკის კუბში მალავდა
ფილმის „სნოუდენი“ მთავარი გმირი, რომლის როლსაც ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ასრულებს, რუბიკის კუბს იყენებს NSA-ს შენობიდან საიდუმლო ინფორმაციის გასატანად. ამ სცენის ფილმში ჩართვა თავად სნოუდენის წინადადება იყო, მაგრამ ადრე ის აცხადებდა, რომ ეს აზრი მას მოუვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ოფისში ეს სათამაშო ყველას ჰქონდა, და არასდროს დაუდასტურებია, რომ მას თავისი მიზნებისთვის იყენებდა. „პირად საქმეში“ სნოუდენმა კი ეს ფაქტი დაადასტურა.
აღმოჩნდა, რომ ყველას ერთად რუბიკის კუბი შემთხვევით არ ჰქონდა, სნოუდენი ჩუქნიდა მათ თანამშრომლებს და ასწავლიდა როგორ უნდა აეწყოთ ის სწრაფად. ამის გამო კოლეგები ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას პირადად მას, ის კი იმავდროულად, მეხსიერების ბარათს შენახული მონაცემებით თავის კუბში მალავდა.
გაქცევამდე ცოტა ხნით ადრე სნოუდენი კინაღამ გაშიფრეს
გაქცევამდე სნოუდენი დოკუმენტებს ძველი კომპიუტერის სკანერზე იღებდა, რომლის გატანაც შესაძლებელი იყო ოფისიდან. დერეფანში ის ხელმძღვანელმა გააჩერა და დაინტერესდა, თუ რას აკეთებდა. სნოუდენი წერს, რომ მან შეხედა უფროსს და გულწრფელად უთხრა, რომ „საიდუმლოებს იპარავდა“. ორივემ გაიცინა და სნოუდენმა გზა განაგრძო.
იმ მომენტისთვის მისი ნერვები ზღვარზე იყო. ის წერს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებს წარმოიდგენდა, რომლებიც ჩასაფრებულები ელოდნენ მის დაჭერას. მაგრამ ისინი არ გამოჩნდნენ, სნოუდენმა კი ამასობაში გაქცევის გეგმა შეიმუშავა: ყველა თანხა მოხსნა საბანკო ანგარიშებიდან და შეინახა ის საიდუმლო სეიფში, შეატყობინა ხელმძღვანელობას, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა შვებულება ავადმყოფობის გამო, იყიდა ბილეთი ჰონგ-კონგზე ნაღდი ფულით და გაუჩინარდა.
სნოუდენი ამტკიცებს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან არ თანამშრომლობს
სნოუდენის თქმით, მასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ტყუილი არის ის, თითქოს მან თავიდანვე რუსეთში გაქცევა დაგეგმა, ასევე ის, რომ დაკავშირებული იყო რუსულ და ჩინურ სპეცსამსახურებთან. ასეთი დასკვნა იმან გააჩნია, რომ აშშ-დან ის ჰონგ-კონგში გაფრინდა, ამის შემდეგ კი მოსკოვში აღმოჩნდა. როგორც სნოუდენი ამტკიცებს, მისი დღევანდელი ადგილმდებარეობა - აბსოლუტური შემთხვევითობაა. ის ათობით ქვეყანას სთხოვდა თავშესაფარს, მაგრამ აშშ-სთან კონფლიქტს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება არ მოერიდა.
ის არ მალავს, რომ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები მის გადაბირებას შეეცადნენ, მაგრამ ამტკიცებს, რომ ჰონგ-კონგიდან გამგზავრების წინ თავისი ნოუთბუქი გაწმინდა და გაანადგურა კრიპტოგრაფიული გასაღები, რომლითაც მას ამერიკული სპეცსამსახურების დოკუმენტებთან წვდომა ჰქონდა. როდესაც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა მას თანამშრომლობა შესთავაზეს, მან შესთვაზა მათ, რომ გაეჩხრიკათ მისი ჩანთა და დაპირდა, რომ იქ ვერაფერ საინტერესოს ვერ იპოვნიდნენ.
კითხვას, გრძნობს თუ არა ის რუსეთში თავს უსაფრთხოდ, სნოუდენი პასუხობს, რომ დიახ, გრძნობს, რადგან ვერ ხედავს მიზეზებს იმისა, თუ რატომ უნდა გადასცეს ის რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის - ის ხომ „რუსეთში ადამიანის უფლებების ისტორიაში ერთადერთი ნათელი წერტილია“. ამასთან, მას მიაჩნია, რომ აშშ-ში დაბრუნება დღეს თავისუფლებისა და სიცოცხლის შენარჩუნების თვალსაზრისით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე 2013 წელს იყო, რადგან მისი თქმით, ყველა ბრალდება თითქოს მან ეროვნულ უსაფრთხოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, გაქარწყლდა, ხოლო მისი ქმედების დადებითი ეფექტი, უფრო თვალსაჩინო გახდა. სნოუდენი დღემდე დარწმუნებულია, რომ სწორად იმოქმედა და მისი ერთადერთი ნამდვილი შეცდომა არის ის, რომ სპეცსამსახურებზე მუშაობა 11 სექტემბრის ტერაქტების გამო დაიწყო და პატრიოტულ ტალღაზე ამერიკულ მთავრობას თავისი გამოყენების საშუალება და ტოტალური თვალთვალის სისტემის აშენების შესაძლებლობა მისცა.
მოსკოვში სნოუდენმა ცოლი მოიყვანა
ფული, რომელიც სნოუდენმა საბანკო ანგარიშებიდან მოხსნა და საიდუმლო სეიფში შეინახა, მისი მეგობარი გოგო, ლინდსი მილსისთვის იყო განკუთვნილი. სნოუდენის თქმით მას დღემდე რცხვენია იმის, რომ არ გააფრთხილა თავისი გოგო და უბრალოდ გაქრა, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდიოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში FBI მას თანამონაწილეობაში დაადანაშაულებდა.
მათ ერთმანეთი გაცნობის ვებგვერდზე ნახეს, როდესაც სნოუდენი 22 წლის იყო. მაშინ მან გოგოს პროფილის ფოტო ათიდან ათი ქულით შეაფასა, გოგომ კი ის - მხოლოდ 8 ქულით. როდესაც სნოუდენი გაიქცა ლინდსიმ ის ახალი ამბების გამოშვებებში ნახა, შემდეგ კი ერთ დღესაც სნოუდენის მოსკოვის ბინის კართან აღმოჩნდა. სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ის სილის გაწნას ან რაღაც მსგავსს ელოდა, მაგრამ საბოლოოდ 2017 წელს ისინი დაქორწინდნენ. „მე არ ვიმსახურებ ისეთ შესანიშნავ ადამიანს, როგორიც ის არის“, - უთხრა სნოუდენმა The Guardian-ს.
ახლა სნოუდენი შედარებით მშვიდად ცხოვრობს, ვიდრე მოსკოვში ჩასვლის პირველ წლებში, როდესაც ის ელოდა, რომ ნებისმიერ მომენტში მოიტაცებდნენ ამერიკელი აგენტები და თავს გრძნობდა ადამიანად, რომლის გაქრობაზეც მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ხელისუფლება ოცნებობდა. ახლა ის მშვიდად მგზავრობს მეტროთი, ხვდება მეგობრებს კაფეებში, იყო სანქტ-პეტერბურგსა და სოჭში, თუმცა რუსებთან მეგობრობას შეგნებულად გაურბის და ამერიკელებთან ურთიერთობა ურჩევნია.
სნოუდენი აკრიტიკებს რუსეთში თავისუფლების დეფციტს და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ცუდ სიტუაციას. ამასთან, დასავლეთის მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სნოუდენის წიგნი 2013 წლით სრულდება, ხოლო რუსეთში ცხოვრების დეტალებს ის ფაქტობრივად არ ეხება.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 04:20
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ ამაღამ ვუტევთ და ვანადგურებთ მათ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან არის დაკავშირებული - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მთლიანად გავაკონტროლებთ მას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, აშშ ჰორმუზის სრუტეს გააკონტროლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანთან ომი „ძალიან სწრაფად“ მიიწევს წინ, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების მის მიერ ნავარაუდევმა ვადებმა უკვე გადაიწია.
14 ივლისი 2026, 03:44
მსოფლიო
CNN: ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის (IRIB) ცნობით, ორშაბათს ირანმა ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.
14 ივლისი 2026, 03:37
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით ირანთან კონფლიქტში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს „იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით“ ირანთან კონფლიქტში და ამასთანავე, რეგიონში მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა დაასახელა.
14 ივლისი 2026, 01:59
მსოფლიო
POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება
უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.
14 ივლისი 2026, 01:48
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს.
14 ივლისი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.
14 ივლისი 2026, 00:15
მსოფლიო
ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს
სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.
14 ივლისი 2026, 00:04
მსოფლიო
CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.
13 ივლისი 2026, 23:53
მსოფლიო
იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა
უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
13 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:37
მსოფლიო
Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა
უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:18
რეგიონი
მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.
13 ივლისი 2026, 21:38
საზოგადოება
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.
13 ივლისი 2026, 21:36
მსოფლიო
The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს
წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
13 ივლისი 2026, 21:25
რეგიონი
სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.
13 ივლისი 2026, 21:23
მსოფლიო
მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია
ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.
13 ივლისი 2026, 21:16
მსოფლიო
კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება
მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13 ივლისი 2026, 21:16
სამართალი
პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.
13 ივლისი 2026, 21:07
ეკონომიკა
13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.
13 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.


