imedi /  17 სექტემბერი 2019, 22:50 / სანდო წყარო

აშშ-ის მთავრობამ ედვარდ სნოუდენს მოგონებების წიგნის გამო უჩივლა

ედვარდ სნოუდენი

ედვარდ სნოუდენი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენს სასამართლოში უჩივლა, - წერს CNN. მიზეზი სნოუდენის  ახალი წიგნია.

როგორც იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები განმარტავენ, წიგნში ავტორსა და ძალოვან უწყებებს შორის არსებული „გაუთქმელობის შეთანხმება“ ირღვევა. თუმცა, დეპარტამენტის სარჩელი არა წიგნის გამოცემის შეზღუდვას, არამედ ამ წიგნიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის მათთან გადარიცხვას ეხება, რადგან როგორც სარჩელშია ნათქვამი, ავტორი ვალდებულია მათ გადასახადი გადაუხადოს. 

ედვარდ სნოუდენის წიგნს, რომელიც მემუარული ჟანრისაა, „პირადი საქმე“ ეწოდება და ის დღეიდან, 17 სექტემბრიდან 20 ქვეყანაში გაიყიდება.

სნოუდენი 2013 წელს აშშ-დან გაიქცა და გაასაჯაროვა ამერიკელ და უცხოელ მოქალაქეებზე თვალთვალის სისტემა, რომელიც NSA-მ (ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ) და CIA-მ (ცენტრალური დაზვერვის სააგენტო) შექმნეს. ახლა ის რუსეთში ცხოვრობს, რომელმაც მას თავშესაფარი და ცხოვრების უფლება მისცა. მანამდე სნოუდენმა თავშესაფარი საფრანგეთს სთხოვა

ყველა სიახლე

თორნიკე შენგელია

18 ოქტომბერი 2019, 14:47

სპორტი

ევროლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიამ გამორჩეული მატჩი ჩაატარა

საკალათბურთო ევროლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიამ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. „ბასკონია“ სტამბულში „ფენერბახჩესთან“ 7-ქულიანი სხვაობით, 80:87 დამარცხდა. 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი 24 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.ევროლიგის მომდევნო შეხვედრას „ბასკონია“ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.

რას-ელ-აინი სირია

18 ოქტომბერი 2019, 14:44

მსოფლიო

Reuters: დროებითი ზავის მიუხედავად თურქეთის მხრიდან სროლა ისმის

სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ რას-ელ-აინში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების მიუხედავად სროლა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ცეცხლი თურქეთის ტერიტორიიდან, ქალაქ ჯეილანპინარიდან გაიხსნა. მოყვა თუ არა სროლას მსხვერპლი ან ნგრევა, ჯერჯერობით უცნობია.

სალომე ზურაბიშვილი  მუნ ჰი-სანგი

18 ოქტომბერი 2019, 14:40

საქართველო

ზურაბიშვილი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სეულში მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მუნ ჰი-სანგის შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ- საგანმანათლებლო სფეროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა.

ნათია მეზვრიშვილი

18 ოქტომბერი 2019, 14:35

საქართველო

ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები,- ამის შესახებ ქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

18 ოქტომბერი 2019, 14:29

საქართველო

ჯორჯიან მანგანეზი: მაღარო სადაც მუშა დაიღუპა 2 თვის წინ შემოწმდა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო. შსს-მ გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ჭიათურის მაღაროში მუშა 17 ოქტომბერს დაიღუპა.

ლედი გაგა

18 ოქტომბერი 2019, 14:17

ტაბლოიდი

ლედი გაგა კონცერტის დროს სცენიდან გადავარდა. ვიდეო

ცნობილი მომღერალი ლედი გაგა კონცერტის დროს სცენიდან გადავარდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, გაგა გულშემატკივართან იყო ჩახუტებული, როვა კაცმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ორივე სცენის ქვემოთ გადაცვივდნენ. ინციდენტი ლას ვეგასის საკონცერტო დარბაზში მოხდა და პოპვარსკვალავი მძიმე ვარდნის მიუხედავად სცენას მალევე დაუბრუნდა.

ნიკოლას მადურო

18 ოქტომბერი 2019, 14:06

მსოფლიო

გაერომ ვენესუელა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ვენესუელა 2020-2022 წლების ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩია. ვენესუელას მხარი 193-დან 105-მა ქვეყანამ დაუჭირა. Washingtonpost-ის ინფორმაციით, ამ ფაქტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ვენესუელის არჩევას თვალთმაქცობა უწოდა.

ირაკლი მირცხულავა

18 ოქტომბერი 2019, 13:58

ძალოვნები

ირაკლი მირცხულავა: მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ზრდაში

„მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი მირცხულავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა. მირცხულავამ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს კონფერენციისგან და გახდება საპროკურორო საბჭოს წევრი.

კარლეს პუჩდემონი

18 ოქტომბერი 2019, 13:28

მსოფლიო

კარლეს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა

ბელგიური მედიის ინფორმაციით, სამართალდაცმველები პუჩდემონს დაკითხავენ, შემდეგ კი საქმე სასამართლოს გადაეცემა. სასამართლო პუჩდემონს ესპანეთის მიერ მასზე გაცემული ორდერის შესახებ შეატყობინებს, შემდეგ კი კატალონიის ყოფილ ლიდერს ან ექსტრადირებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დააპატიმრებენ, ან გაათავისუფლებენ, როგორც ეს ორი წლის წინ მოხდა.

აშშ უკრაინა

18 ოქტომბერი 2019, 13:18

მსოფლიო

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების მიზეზები დაასახელა

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარება კორუფციის შესაძლო შემთხვევებისა და სხვა ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო შეაჩერა. ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მალვეინიმ განაცხადა. მისი თქმით, მედიამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა მის სიტყვებს, თითქოსდა დახმარების შეჩერება 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვის გამო შესაძლო გამოძიებას უკავშირდება.

შსს

18 ოქტომბერი 2019, 13:08

საქართველო

შსს მშობლებს მოუწოდებს ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებული ვიდეობის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

შსს მშობლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების გასაჯაროებისგან, რომელზეც მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის სწავლების ნიშნები იკვეთება. სოციალურ ქსელში 11 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აწევინებენ მცირეწლოვან გოგოს სავარაუდოდ მარიხუანას.

მაიკ პომპეო

18 ოქტომბერი 2019, 12:48

მსოფლიო

მაიკ პომპეო თურქეთში ვიზიტის შემდეგ ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთში ვიზიტის შემდეგ ისრაელს ეწვია. ადგილობრივი მედიის ინფრომაციით, პომპეო ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, რომლის დროსაც მხარეები სირიაში განვითარებული მოვლენებს განიხილავენ და ირანის საკითხს შეეხებიან.

დევდორაკის გვირაბი

18 ოქტომბერი 2019, 12:45

საქართველო

დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილია გვირაბის კუთვნილებისა და მოწყობილობების მიმდინარე ინსპექტირება.

ჩინეთი იუანი

18 ოქტომბერი 2019, 12:40

ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 27 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

2019 წლის მესამე კვარტალში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6,0% შეადგინა, პირველი სამი კვარტლის ჯამში კი ეკონომიკა 6,2%-ით გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი მონაცემები ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო ბიურომ გამოაქვეყნა.

მამუკა ხაზარაძე

18 ოქტომბერი 2019, 12:35

საქართველო

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა. როგორც წინა შემთხვევებშიც, ახალ ჯგუფშიც სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები. ესენი არიან: კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი; ნატალია ბარათელი - ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი, განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი;

რაიკერსის კუნძული

18 ოქტომბერი 2019, 12:26

მსოფლიო

ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხე დაიხურება

ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხის დახურვა გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს. კუნძულ რაიკერსზე არსებული ციხის სანაცვლოდ მანჰეტენის, ბრუკლინის, ბრონქსისა და ქუინსის რაიონებში მცირე ზომის ოთხი ციხე აშენდება. რაიკერსის ციხის დახურვის თარიღად 2026 წელი სახელდება.

18 ოქტომბერი 2019, 12:15

მსოფლიო

მედია: საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობას გეგმავდა

საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობას აპირებდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა. ფრანგული რადიოს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული 30 წლის კაცი პარიზში ცხოვრობდა.

 ლონდა თოლორაია

18 ოქტომბერი 2019, 12:02

საქართველო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ახალი საგამოძიებო ფუნქცია დაემატება

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განმარტებით, ახალი ფუნქცია, რომელიც აპარატს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ან მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიან და მიუკერძოებულ გამოძიებას გულისხმობს. ამჟამად საგამოძიებო დეპარტამენტის კვალიფიციური კადერებით დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისი სამსახური მუშაობას 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს.

ელიზაბეთ რუდი

18 ოქტომბერი 2019, 11:44

საქართველო

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით USAID-ი ახალ ოთხწლიან პროგრამას იწყებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს. ახალი ოთხწლიანი პროექტი „ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა“ 9 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობას ითვალისწინებს.

18 ოქტომბერი 2019, 11:43

საქართველო

გახარია სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას შეეხო.