imedi /  17 სექტემბერი 2019, 10:00 / სანდო წყარო

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები გამოითხოვა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა საირუს ვენს უმცროსმა 2011 წლიდან დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები გამოითხოვა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობთ წერს.

შესაბამისი მოთხოვნა გაეგზავნა კომპანია Mazars-ს, რომელიც ტრამპის, მისი ოჯახისა და ბიზნესის ფინანსურ დოკუმენტაციას ამზადებდა. კერძოდ, პროკურორმა ტრამპის და მისი კომპანია Trump Organization-ის საგადასახადო დოკუმენტაცია მოითხოვა.

New York Times-ის ცნობით, პროკურორის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა 2016 წელს პორნომსახიობ სტეფანი კლიფორდს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 ათასი დოლარი გადაუხადა.

პროკურორი აპირებს შეამოწმოს, არღვევდა თუ არა ეს ტრანზაქცია ნიუ-იორკის შტატის კანონებს. კერძოდ, მას აინტერესებს, რამდენად კანონიერად იყო მიჩნეული ეს კომპენსაცია სასამართლო ხარჯებად. ნიუ-იორკში ასეთი ყალბი ინფორმაციის წარმოდგენა დანაშაულად ითვლება.

2018 წლის 13 მარტს სტეფანი კლიფორდმა განაცხადა, რომ ის მზად არის დონალდ ტრამპს 130 ათასი დოლარი დაუბრუნოს, რაც დუმილის სანაცვლოდ მიიღო. 8 მარტს ტრამპმა პორნოვარსკვლავთან სასამართლო საქმე მოიგო.

მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატმა პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდა აღიარა. მაიკლ კოენის თქმით, ფაქტი 2016 წელს მოხდა და მილიარდერ დონალდ ტრამპის ადვოკატმა პორნოვარსკვლავ სტეფანი კლიფორდს, რომლის სასცენო ფსევდონიმია სტორმი დენიელსი, შეთანხმების ფარგლებში 130 ათასი დოლარი გადაუხადა. 

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ინფორმაციამ ამერიკულ მედიაში გაჟონა. კოენმა ეს ცნობა თავდაპირველად უარყო. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, ფაქტი აღიარა. სტატიაში წერია, რომ ტრამპს და კლიფორდს სექსი 2006 წელს ჰქონდათ, გოლფის ტურნირის დროს, რომელზეც ქალი სტუმრის სტატუსით დაპატიჟეს. ეს მოხდა ოთხ თვეში მას შემდეგ, რაც მელანია ტრამპმა მილიარდერის უმცროსი შვილი - ბერონი გააჩინა.

10 წლის შემდეგ, კლიფორდმა გადაწყვიტა ამ ამბის შესახებ პრესისთვის მოეყოლა და ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ტრამპის ადვოკატმა მას დუმილისთვის ფული გადაუხადა: შეთანხმება თითქოს უკრძალავს მას აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტთან კავშირზე რაიმეს მოყოლას.

ყველა სიახლე

შსს კამპანია

18 ოქტომბერი 2019, 10:59

ძალოვნები

შსს აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „ნუ წაართმევ ბავშვობას“

კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან.

შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი 2019, 10:53

საქართველო

შალვა თადუმაძე: პოლიტიკურ ბოდვებზე კომენტარს არ გავაკეთებ

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურთა კონფერენციის გახსნამდე მედიის კითხვებს უპასუხა. მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწად-ნახევარია ავრცელებენ ერთსა და იმავე განცხადებას, თუმცა მათ არ აქვთ რაიმე დოკუმენტი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით.

რიკ პერი

18 ოქტომბერი 2019, 10:32

მსოფლიო

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი 2019 წლის ბოლომდე თანამდებობას დატოვებს. Associated Press-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პერიმ ჟურნალისტებს განუცხადა. რიკ პერის გადადგომა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაუდასტურა. ტეხასის ყოფილი გუბერნატორი, 69 წლის რიკ პერი ენერგეტიკის მინისტრად 2017 წლის მარტში დაინიშნა.

პროტესტები ეკვადორი

18 ოქტომბერი 2019, 10:17

მსოფლიო

ეკვადორის შსს-მ ანტისამთავრობო აქციებში „რუსული კვალი“ აღმოაჩინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მარია პაულა რომას განცხადებით, სოციალურ ქსელებში ანტისამთავრობო განცხადებები შესაძლოა რუსული IP-მისამართებიდან გამოქვეყნებულიყო. მისივე თქმით, გენერალური პროკურატურა უახლოეს დღეებში გამოძიებას დაასრულებს და ადგილობრივი ხელისუფლების უცხო ქვეყნებთან შესაძლო შეთქმულების საკითხზე არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

ვახტანგ გომელაური

18 ოქტომბერი 2019, 09:58

საქართველო

შსს-ს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გაიხსნა

პოლიციელთა ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების მიზნით, აკადემიაში არსებულ სავარჯიშო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო საშხაპეები. ასევე, განახლდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 97 მსმენელზე გათვლილი 51 ოთახია. ახალი სასროლეთი აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით.

პროკურატურა

18 ოქტომბერი 2019, 09:47

ძალოვნები

დღეს საპროკურორო საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას-საქართველოს პროკურორთა კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორი, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახსნის.

პარლამენტი

18 ოქტომბერი 2019, 09:30

საქართველო

2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში შემაჯამებელი სხდომა გაიმართება

კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ პროექტის მიხედვით 2020 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, დაახლოებით 800 მილიონით მეტი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროექტის მიხედვით, პრიორიტეტი სოციალური თემები იქნება, თანხები გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც.

შრომის კოდექსი

18 ოქტომბერი 2019, 09:11

საქართველო

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება

ცქიტიშვილის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს აკრიტიკებს ბიზნესომბუდსმენი. ირაკლი ლექვინაძე ყურადღებას ამახვილებს შრომის საათების შეზღუდვაზე და აცხადებს, რომ დღეში 8 საათზე მეტი დროით მუშაობის შეზღუდვა, არსებულ რეალობას არ შეეფერება.

18 ოქტომბერი 2019, 09:00

მსოფლიო

ქურთი მებრძოლები სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირობას ასახელებენ

17 ოქტომბერს მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მხარს უჭერენ ქურთი მებრძოლებიც. სამხედროები ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხმდებიან. ქურთების მიერ დასახელებულ მთავარ პირობებს შორისაა მიგრანტების შინ დაბრუნება და დემოგრაფიული ცვლილებების გამორიცხვა.

მექსიკა

18 ოქტომბერი 2019, 08:15

მსოფლიო

მექსიკაში უსაფრთხოების ძალებსა და ნარკომოვაჭრეებს შორის შეტაკება მოხდა

მექსიკის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ძალებსა და ნარკომოვაჭრეებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ნარკობარონის შვილს ოვიდიო გუზმანს მიაგნო. ის ხოაკინ გუზმან ლოერას („ელ ჩაპოს“) შვილია. გუზმანი მექსიკის ციხიდან 2015 წელს გაიქცა.

18 ოქტომბერი 2019, 01:08

სპორტი

ბარსელონა-რეალის მატჩი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო

„ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. Dailymail-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საშეჯიბრო კომიტეტმა მიიღო, კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

18 ოქტომბერი 2019, 00:45

მსოფლიო

ბრუკლინში სროლასთან დაკავშირებით ერთი ბრალდებული დააკავეს

აშშ-ში, ბრუკლინში მომხდარ სროლასთან კავშირის ბრალდებით 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთია, რომელმაც ქუჩაში, ფესტივალის დროს ცეცხლი გახსნა. გამომძიებლებმა დამნაშავეების მიერ შემთხვევის ადგილზე დაგდებული იარაღი იპოვეს.

ჯენიფერ ენისტონი

18 ოქტომბერი 2019, 00:22

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა

ამერიკელმა მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა ინტაგრამზე დარეგისტრირებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში 1 მილიონი გამომწერი დააგროვა, 12 საათში კი მის პროფილს 5 მილიონი გამომწერი ჰყავდა. უცხოური გამოცემების ცნობით, ამ შედეგით ვარსკვლავმა რეკორდი მოხსნა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

17 ოქტომბერი 2019, 23:59

მსოფლიო

ჩავუშოღლუ: სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს

სირიაში თურქეთი ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ეს კომენტარი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებას მოჰყვა. აშშ და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ავტოკეფალია

17 ოქტომბერი 2019, 23:25

მსოფლიო

რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას შეწყვეტს

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას შეწყვეტს. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

17 ოქტომბერი 2019, 23:00

თემა

თურქეთი სირიაში შეიჭრა, მაგრამ უშედეგოდ. რა შეცდომები დაუშვა ერდოღანმა?

17 ოქტომბერს მაიკ პენსის ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-მა განაცხადა, რომ ანკარა დროებით შეწყვეტს ცეცხლს სირიის ჩრდილოეთით. მაგრამ თურქეთის შეტევა ქურთულრაზმებზე უკვე მანამდე შევიდა ჩიხში.9 ოქტომბრიდან, ოპერაციის დღიდან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თითქოს ყველაფერი გააკეთა ჰიბრიდული ომების წარმოების თანამედროვე წესების დაცვით: თავისი არმიის წინ დაძრა სირიული პროქსი (არარეგულარული სამხედრო ფორმირებები) - ისლამისტური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რაზმები - და მოელაპარაკა ქურთების მოკავშირეაშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ის გაიყვანდა რეგიონიდან თავის ძალებს და არ შეეწინააღმდეგებოდა ინტერვენციას.თუმცა რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ ერდოღანი დამარცხდა. აშშ-ის ნაცვლად ქურთების დაცვა დაიწყეს სირიის და რუსეთის არმიებმა. აშშ-იდა დასავლეთის სხვა ქვეყნები ინტერვენციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდნენდა თურქეთს სანქციები დაუწესეს. ქურთული რაზმები არ განადგურდა და (ჯერჯერობით) სირიის ხელისუფლებას ისინი არ გააუუქმებია - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქულმა ოპერაციამ ვერცერთ მიზანს მიაღწია. სპეციალისტები ასახელებენ 4 მთავარ შეცდომას, რომელიცერდოღანმა ჰიბრიდული ომების თეორიის და პრაქტიკის თვალსაზრისით დაუშვა.

ჭიათურის მაღარო

17 ოქტომბერი 2019, 22:44

ძალოვნები

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. უბედურ შემთხვევას 29 წლის კაცი ემსხვერპლა, რომელიც დარკვეთის მაღაროში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი იყო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პროფკავშირების წარმომადგენლის, პაატა სამხარაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სატვირთო მანქანასა და კედელს შორის მოყვა,

 Game Boy

17 ოქტომბერი 2019, 22:42

ტექნოლოგიები

Game Boy-ს ახალი სათამაშო კონსოლი 2020 წელს გამოვა

კომპანია Analogue-მა ახალი პროექტის შექმნა დაიწყო, რომელიც Game Boy-ს ერთგვარ თანამედროვე და განვითარებულ თაობას წარმოადგენს. ინფორმაციას Wired ავრცელებს. ახალ კონსოლს Pocket ჰქვია და ძალიან ჰგავს ადრინდელ, ე.წ ტეტრისს, რომელიც ერთ დროს საქართველოშიც ძალიან პოპულარული თამაში იყო.

მაიკ პენსი

17 ოქტომბერი 2019, 22:20

მსოფლიო

აშშ: თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტს

თურქეთი თანახმაა, ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლი დროებით შეწყვიტოს და ქურთების ძალებს უკან დახევის საშუალება მისცეს, იუწყება BBC აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებაზე დაყრდნობით. სამხედრო ოპერაცია 120 საათით შეჩერდება და აშშ ხელს შეუწყობს ქურთების ძალების გაყვანას თურქეთის მიერ გამოცხადებული ე.წ. უსაფრთხოების ზონიდან.

ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი

17 ოქტომბერი 2019, 22:02

კულტურა

ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი ერთად ახალ ფილმში გამოჩნდებიან

ჰოლივუდის მსახიობები ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი ერთად ახალ ფილმში გამოჩნდებიან. გამოცემა Variety-ის ცნობით, ისინი რობერტ ეჯერსის ფილმში სახელწოდებით - The Northman-ი ითამაშებენ. ფილმის სიუჟეტი მეათე საუკუნის ისლანდიაში განვითარდება