Imedi /  27 სექტემბერი 2019, 13:29 / სანდო წყარო

ერდოღანი: სანქციების მიუხედავად ირანისგან ნავთობს და გაზს მაინც ვიყიდით

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ამერიკული სანქციების მიუხედავად, შეუძლებელია თურქეთმა ირანისგან ნავთობი და გაზი არ იყიდოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს

ერდოღანის თქმით, სწორედ ამიტომ ანკარასა და თეირანთან თანამშრომლობა გაგრძელდება, მითუმეტეს, რომ თურქეთს ეს სურს. 

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 14 სექტემბერის შემდეგ გამწვავდა, როცა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ და საუდის არაბეთი მომხდარში ირანს ადანაშაულებენთეირანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ვაშინგტონმა ირანს 20 სექტემბერს ახალი სანქციები მაინც დაუწესა.

სანქციების პირობებში ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.

რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის უფრო ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

13 ნოემბერი 2019, 20:45

სპორტი

ტოჩინოშინი ტრავმის გამო შესაძლოა ბაშოს გამოეთიშოს

ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) ნეკნი გაუტყდა. მან ნოემბრის ბაშოზე ორი საწყისი წაგების შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და მეოთხე დღის შემდეგ მოგება-წაგებათა ბალანსი 2/2-ზე ჰქონდა. მეორე გამარჯვება ტაკარაფუჯისთან ჰქონდა, რის შემდეგაც ხელი ნეკნზე დაიდო. გაშუქების შემდეგ ნეკნი გატეხილი აღმოჩნდა.

აქცია პარლამენტთან

13 ნოემბერი 2019, 20:28

საქართველო

პარლამენტთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის წინ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები არიან. მოძრაობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხალხის მობილიზებაა საჭირო, რათა მმართველმა გუნდმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაზე უარი არ თქვას.

ირაკლი შიოლაშვილი

13 ნოემბერი 2019, 20:22

საქართველო

ირაკლი შიოლაშვილი: მე მგონი ვაწყენინე ბატონ ბიძინას

„ჩემსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის საკმაოდ მძიმე შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციასა და მის პოზიციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით. მე მგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას. ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე “, – განაცხადა შიოლაშვილმა.

ივანე მაჭავარიანი

13 ნოემბერი 2019, 19:58

ეკონომიკა

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, დღეს პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა.

დიმიტრი ხუნდაძე

13 ნოემბერი 2019, 19:30

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე პარტიის დატოვებას არ გამორიცხავს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვდა. დეპუტატის თქმით, საუბარი არც ისე მსუბუქი იყო. „თუ ხვალ ის შემდეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც” , - განაცხადა ხუნდაძემ.

ჭიათურა, იხვთისის გათხრები

13 ნოემბერი 2019, 19:22

კულტურა

სააგენტო: ითხვისის ნაქალაქარზე ვრცელი დასახლება არსებობდა

არქეოლოგიურმა გათხრებმა ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის ნაქალაქარზე ვრცელი და ინტენსიური დასახლების არსებობის შესახებ ვარაუდი დაადასტურა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მეტეხის ხიდი

13 ნოემბერი 2019, 19:06

საქართველო

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა. პატრიარქმა შეკრებილებს მიმართა სიტყვებით: „საქართველო, მიყვარხარ“, რაზეც დამსწრეებმა უპასუხეს შეძახილით: „გვიყვარხარ“. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ყოველწლიურად 13 ნოემბერს აღნიშნავს.

არჩილ თალაკვაძე

13 ნოემბერი 2019, 18:56

ეკონომიკა

თალაკვაძე: რეგიონული ფონდის 110 მილიონი ლარით შემცირებას პარლამენტი არ ეთანხმება

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება 410 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე მცირდება. ეს საკითხი, დღეს ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, პარლამენტი ფონდის დაფინანსების შემცირებას მხარს არ დაუჭერს.

„ფორსაჟი 9“

13 ნოემბერი 2019, 18:51

ტაბლოიდი

„ფორსაჟის“ რეჟისორმა ფილმის ოფიციალურად დასრულების შემდეგ საქართველოს მადლობა გადაუხადა

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. რეჟისორმა ჯასტინ ლინმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. მან სოციალური ქსელის საშუალებით ყველა ქალაქსა და ქვეყანას, რომელშიც გადაღებები მიმდინარეობდა, მადლობა გადაუხადა. მათ შორის აღმოჩნდა თბილისი, სადაც ერთი თვის მანძილზე ცნობილ ჰოლივუდურ ფილმს იღებდნენ.

ლარში გაცემული სესხები

13 ნოემბერი 2019, 18:36

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: ლარში სესხების გაცემაზე 200 000-ლარიანი ლიმიტი უნდა შემცირდეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უკვე დროა ლარში სესხების გაცემაზე 200 000-ლარიანი ლიმიტი შემცირდეს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

ვენეციის დატბორვა

13 ნოემბერი 2019, 18:25

მსოფლიო

ვენეციის მერი: წყალდიდობა კლიმატის ცვლილების შედეგია

ვენეციის მერის თქმით, ქალაქში არსებული ვითარება ის საფასურია, რომელიც "უნდა გადაიხადონ". ვენეციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. 1923 წლიდან არსებული ჩანაწერების მიხედვით, მხოლოდ ერთხელ მიაღწია ვენეციაში წყლის დონემ 1.94 მეტრს, ეს 1966 წელს იყო.

ივანე მაჭავარიანი

13 ნოემბერი 2019, 18:23

ეკონომიკა

მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების დაფინანსებისთვის 1.9 მილიარდ ლარამდე მიიმართება

2020 წელს განათლების დაფინანსებისთვის 1.9 მილიარდ ლარამდე მიიმართება. ამის შესახებ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება.

მიხაილ გალინი და ვიქტორი

13 ნოემბერი 2019, 18:14

ტაბლოიდი

რუსულმა ავიაკომპანიამ მგზავრს უფასო მილები მსუქანი კატის გამო ჩამოართვა

მიხაილ გალინმა, რომელიც მოსკოვიდან ვლადივოსტოკში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავით ცხოველების გადაყვანის წესები დაარღვია. გალინის კატა ვიქოტორი 10 კილოგრამს იწონის, ავიაკომპანიის წესებით კი სალონში 8 კილოგრამზე მძიმე ცხოველის აყვანა აკრძალულია, ამიტომ გალინმა რეგისტრაციაზე სხვა კატა მიიყვანა.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 18:04

საქართველო

ლურსმანაშვილის თქმით პროპორციულის კანონპროექტის ინიცირებაში მონაწილეობდა მაგრამ მხარს არ უჭერს

პარლამენტის წევრის კობა ლურსმანაშვილის თქმით, ის იმ 93 დეპუტატს შორის არის, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირა, თუმცა ამ პროექტს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, გადაწყვეტილებიას ინდივიდუალურად ან ფრაქციასთან ერთად მიიღებენ.

კობა გვენეტაძე

13 ნოემბერი 2019, 18:01

ეკონომიკა

გვენეტაძე: ინფლაცია 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია მიმდინარე წელს ძველ ნიშნულზე შენარჩუნდება. ინფლაცია შემცირებას 2020 წლის გაზაფხულიდან დაიკლებს და წლის ბოლოს 3%-ს გაუტოლდება. ამ საკითხზე კობა გვენეტაძემ დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

„პატარა ქალთევზა“

13 ნოემბერი 2019, 17:44

კულტურა

„პატარა ქალთევზას“ ეკრანიზაციაში პრინცი ერიკის როლზე მსახიობი შეარჩიეს

„პატარა ქალთევზას“ ეკრანიზაციაში რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, დისნეიმ პრინცი ერიკის როლზე ბრიტანელი მსახიობი, ჯონა ჰაუერ-ქინგი დაამტკიცა. Hollywood reporter-ის ინფორმაციით, მაშინ როდესაც ყველა მსახიობი შეირჩა, ყველაზე მეტად პრინცის როლზე შესარჩევი კანდიდატურის ნახვა გაუჭირდათ. მანამდე პროდიუსერებს სურდათ ჰარი სტაილსს ეთამაშა, მაგრამ მომღერალმა შეთავაზებას უარით უპასუხა.

ტოვიო კლაარი

13 ნოემბერი 2019, 17:34

საქართველო

ტოვიო კლაარი ჩორჩანა-წნელისზე: დღეს გვაქვს სიტუაცია, რომელიც ბევრი წელია არ გვქონია

კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოვიო კლაარი აცხადებს, რომ თანათავმჯდომარეებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ წნელისი-ჩორჩანაში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს და გადასასვლელები გაიხსნას.

ახალციხე, ჩამოვარდნილი ატრაქციონი

13 ნოემბერი 2019, 17:29

საქართველო

ახალციხეში ატრაქციონი ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვი იჯდა. ვიდეო

სკვერის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ახალციხის მერიაა. „ჩვენმა სამსახურებმა იციან ამის შესახებ და შესაძლებელია ხვალვე შეკეთდეს. ხშირად აქ იმ ასაკის მოზარდები სხდებიან, რომლებისთვისაც ის განკუთვნილი არ არის, ამიტომ დაზიანდა“, - აცხადებენ მერიაში.

მამუკა მდინარაძე

13 ნოემბერი 2019, 17:13

საქართველო

პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეთა გაზრდას მდინარაძე ნაციონალებს აბრალებს

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულმა განცხადებებმა, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობა გაზარდა. მისი თქმით, განსახვავებული პოზიციების მქონე უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ "მიდიან".

შსს

13 ნოემბერი 2019, 17:11

ძალოვნები

გორში მოსწავლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მოზარდს სამედიცინო დახმარება კლინიკა „გორმედში“ გაუწიეს და მან სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ და რატომ სცემა მოზარდს. ის ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ცემის ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.