imedi /  01 ოქტომბერი 2019, 17:44 / სანდო წყარო

მედია: ტრამპმა ავსტრალიის პრემიერს მიულერის გამოძიების წინააღმდეგ დახმარება სთხოვა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერმინისტრს სკოტ მორისონს სპეცპროკურორ რობერტ მიულერის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვებაში დახმარება სთხოვა. როგორც BBC წერს, ეს ინფორმაცია ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს. 

ავსტრალიური მედია წერს, რომ ტრამპმა მორისონს მტკიცებულებების მიწოდება სთხოვა, რომლითაც რობერტ მიულერის მიერ ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დაწყებული გამოძიების დისკრედიტაციას შეძლებდა. ავსტარალიაში ადასტურებენ, რომ ტრამპსა და მორისონს შორის ამასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამო იმპიჩმენტი დაემუქრა.

ამასთან, Washington Post-ი წერს, რომ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა პრივატული შეხვედრები აწარმოა იტალიის და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებთან მიულერის გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. ამის გამო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო

რობერტ მიულერი თანამდებობიდან 29 მაისს გადადგა. 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა.

ყველა სიახლე

Netflix

19 ოქტომბერი 2019, 00:46

კულტურა

Netflix-ზე „პანამის დოკუმენტების“ შესახებ გადაღებული ფილმი გავიდა

მასში მთავარ როლებს მერილ სტრიპი, გარი ოლდმენი და ანტონიო ბანდერასი მონაწილეობენ. ფილმი საყოველთაოდ ცნობილ „პანამის დოკუმენტებს“ ეძღვნება. სტივენ სოდერბერგმა „სამრეცხაო“ ამერიკელი ჟურნალისტის ჯეკ ბერნშტაინის წიგნის მიხედვით გადაიღო.

„წვეთი“

19 ოქტომბერი 2019, 00:27

ტექნოლოგიები

პარიზის ზოოპარკი სტუმრებს 720 სქესის მქონე ორგანიზმს წარუდგენს

ლიქენების მსგავსი ყვითელი ორგანიზმი ბიოლოგებისთვისაც ამოცანად რჩება. „წვეთს“ ტვინი არ აქვს, მაგრამ მას პრობლემების მოგვარება და ცოდნის გაცვლა შეუძლია. მას არ აქვს პირი, კუჭი, თვალები, მაგრამ საკვების პოვნას და მიღებას ახერხებს. თუ არსებას შუაზე გაჭრით, ის 2 წუთში შეხორცდება.

18 ოქტომბერი 2019, 23:59

მსოფლიო

ლიბანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა

დემონსტრანტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლები მათ გადადგომამდე არ შეწყდება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სახლთან მომხდარი შეტაკების შედეგად არანაკლებ 200 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 60 პოლიციელია.

დანაშაულს სქესი არ აქვს

18 ოქტომბერი 2019, 23:58

მსოფლიო

ევროპოლმა ახალი კამპანიის ფარგლებში ძებნილი ქალების სია გამოაქვეყნა

სიაში სერიოზული ორგანიზებული დანაშაულისთვის გასამართლებული ან ეჭვმიტანილი ქალები მოხვდნენ. „ევროპოლში“ აცხადებენ, რომ იმისთვის უნდოდათ ხაზის გასმა, რომ ქალებს კაცების მსგავსად სერიოზული დანაშაულების ჩადენა შეუძლიათ.

ვარჯიში

18 ოქტომბერი 2019, 23:28

ტექნოლოგიები

მეცნიერები: საუზმემდე ვარჯიში დიაბეტის რისკს ამცირებს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საუზმემდე ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. კერძოდ, დილის ვარჯიში ინსულინზე ორგანიზმის რეაქციას აუმჯობესებს და მეორე ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

BTS

18 ოქტომბერი 2019, 23:17

კულტურა

BTS-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა

პოპულარულმა ჯგუფმა BTS სიმღერაზე „Make it Right“ ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. კომპოზიცია ჯგუფის ალბომში „Map Of The Soul: Persona“ შედის, რომელიც აპრილში გამოვიდა. სიმღერის ერთ-ერთი ავტორი ბრიტანელი მომღერალი ედ შირანია. ვიდეორგოლი კომპოზიციის განახლებულ ვერსიაზე გადაღებული, რომელზეც ჯგუფმა ამომავალ ამერიკელ ვარსკვლავ Lauv-თან ითანამშრომლა.

დემონსტრაცია ბარსელონაში

18 ოქტომბერი 2019, 22:25

მსოფლიო

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა

ამის შესახებ Reuters-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, მსვლელობა ძირითადად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა რამდენიმე ადგილას ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საპროტესტო აქციები ესპანეთის რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო.

ჟან-კლოდ იუნკერი

18 ოქტომბერი 2019, 22:25

მსოფლიო

ჟან-კლოდ იუნკერი პრესკონფერენციაზე ატირდა

„ეს იყო ჩემი ბოლო ევროპული სამიტი. ამ წლების განმავლობაში 150-მდე სამიტში მივიღე მონაწილეობა. ცხოვრების ბოლომდე ამაყი ვიქნები იმით, რომ ევროპას ვემსახურებოდი,“-ამ სიტყვების წარმოთქმისას ჟან-კლოდ იუნკერს ცრემლები მოერია. ჟურნალისტებმა ის გაწეული სამუშაოსთვის მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

სტივენ კინგი

18 ოქტომბერი 2019, 21:57

ტაბლოიდი

სტივენ კინგი დამწყებ მწერლებს საკუთარ სახლში ეპატიჟება

ამის შესახებ BuzzFeed-ი წერს. კინგის მამული აშშ-ში, ქალაქ ბანგორში მდებარეობს. მწერალმა ის 40 წლის წინ შეიძინა. ნაკვეთზე 2 სახლია. დიდში კინგის მასალების არქივი განთავსდება, პატარაში კი სასტუმრო მოეწყობა, რომელშიც ერთდროულად 5 მწერალი ცხოვრებას და საკუთარ ლიტერატურულ იდეებზე მუშაობას შეძლებს.

ემანუელ მაკრონი

18 ოქტომბერი 2019, 21:32

მსოფლიო

საფრანგეთმა ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა

ამან ევროპელი ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მომხდარს „უზარმაზარი ისტორიული შეცდომა“ უწოდა. „იმედია ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა“, - დასძინა მან.

ლაშა ბექაური

18 ოქტომბერი 2019, 21:19

სპორტი

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟებში დღეს ჩატარებულ ორივე წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს. მანამდე ვლადიმერ ახალკაცმა 81კგ წონითი კატეგორია მოიგო. მანამდე ვლადიმერ ახალკაცმა 81კგ წონითი კატეგორია მოიგო.

მარინ ლე პენი

18 ოქტომბერი 2019, 20:57

მსოფლიო

NYT: ევროპელმა ულტრამემარჯვენეებმა კლიმატის ცვლილების თემის გამოყენება დაიწყეს

გამოცემა ყურადღებას საფრანგეთზე ამახვილებს, სადაც მარინ ლე პენის „ეროვნული ფრონტი“ ამ თემისადმი სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლე პენმა უკვე ორჯერ აღნიშნა, რომ ევროპა მსოფლიოში მოწინავე ეკოლოგიური ცივილიზაცია უნდა გახდეს.

შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი 2019, 20:51

საქართველო

თადუმაძე ხაზარაძის წერილზე: პროკურატურა სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს

მამუკა ხაზარაძე მზადაა გამოძიებას ის სკანდალური წერილი გადასცეს, რომელსაც თვეებია სთხოვენ. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოფილი ბანკირი დოკუმენტის დაცვის მექანიზმს ომბუდსმენთან ათანხმებს. პროკურატურა კი გზავნილს ელოდება.

პროგრეს ბანკი

18 ოქტომბერი 2019, 20:41

საქართველო

თადუმაძე: „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით არანაირი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა არ არსებობს

ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით, იქნება შესაბამისი რეაგირება- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.

ბიუჯეტი

18 ოქტომბერი 2019, 20:27

ეკონომიკა

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა

დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ნოემბრის დასაწყისში უნდა დაბრუნდეს. სწორედ მას შემდეგ გაირკვევა, რა და რა დოზით გაითვალისწინა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კანონმდებელთა პრეტენზიებიდან. შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა.

პროკურორთა კონფერენცია

18 ოქტომბერი 2019, 20:14

ძალოვნები

პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს

დელეგატებმა 12 კანდიდატიდან 6 შეარჩიეს: ამირან გულუაშვილი, გვანცა გვიმრაძე, ირაკლი გაჩეჩილაძე, ვლადიმერ ნარინდოშვილი, მერაბ ჯერანაშვილი და ილია ჯანაშია. ენჭისყრაში 500-მდე დელეგატი მონაწილეობდა. ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პროკურორთა ნაწილს უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა ამოეწურა.

Galaxy S10

18 ოქტომბერი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

Galaxy S10-ის განბლოკვა ნებისმიერი თითის ანაბეჭდით შესაძლებელია

სამხრეთკორეული კოპანია პირობას დებს, მალე გამოუშვებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ხარვეზის გამოსწორებას შეძლებს. ამ ხარვეზის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბრიტანეთში კაცმა ცოლის ტელეფონი თავისი თითის ანაბეჭდით განბლოკა.

ვლადიმერ ახალკაცი

18 ოქტომბერი 2019, 19:32

სპორტი

ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა. მანამდე ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 ოქტომბერი 2019, 19:30

მსოფლიო

თურქეთი სირიაში 12 სადამკვირვებლო პუნქტს განათავსებს

შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ერდოღანის თქმით, თუ სირიის მთვარობა რეგიონში შეცდომას დაუშვებს, ანკარა შესაბამის პასუხს გასცემს. მან დასძინა, რომ „უსაფრთხო ზონაში“ 2 მილიონი ლტოლვილი განთავსდება.

ტატო გრიგალაშვილ

18 ოქტომბერი 2019, 19:29

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მაროკოში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაამარცხა. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს, მათ შორის ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ) და ლაშა ბექაური (-90კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ.