imedi /  08 ოქტომბერი 2019, 18:29 / სანდო წყარო

ჩერნობილის საკონტროლო ოთახი ტურისტებისთვის გაიხსნა

საკონტროლო ოთახი

საკონტროლო ოთახი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორის საკონტროლო ოთახი ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-ს ჩერნობილში ტურების ორგანიზატორებმა დაუდასტურეს.

ახლა უკვე უშიშარი ტურისტები მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ადგილის ნახვას შეძლებენ, სადაც რადიაციის დონე დასაშვებზე 40 ათასჯერ მეტია. საკონტროლო ოთახში მოხვედრამდე, ვიზიტორებს სპეციალური აღჭურვილობის მორგება მოუწევთ, ოთახის დათვალიერებას კი მხოლოდ 5 წუთამდე შეძლებენ. 

ამ ოთახის გახსნა ზელენსკის მთავრობის მიერ ჩერნობილთან დაკავშირებით გადადგმული მორიგი ნაბიჯია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაპრეზიდენტებიდან მალევე განაცხადა, რომ ჩერნობილს "ახალი სიცოცხლე უნდა მიენიჭოს". "დღევანდელ დღემდე ჩერნობილი უკრაინის ნეგატიური მხარე ("ბრენდი") იყო. დროა ეს შეიცვალოს", - თქვა ზელენსკიმ.

10 ივლისს უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე ექსპლუატაციაში ახალი სარკოფაგი შევიდა. ის ავარიულ ბლოკს 100 წლის განმავლობაში დაიცავს. 

ახალი სარკოფაგის ამუშავების ოფიციალურ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩერნობილის ღია ზონად გადაქცევაზე ბრძანებას მოაწერა ხელი. შედეგად კი ტურისტები ჩერნობილში ჩასვლას შეძლებენ. ბრძანება ასევე გულისხმობს ატომურ ელექტროსადგურთან ფოტო-ვიდეოგადაღებაზე აკრძალვის შემოღებას.

26 აპრილს ჩერნობილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის - უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში ავარია მოხდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილი.

აფეთქების დღეს სადგურში 31 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლი და დასხივების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა. მათი რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებულიც კი არ არის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანი შეეწირა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

17 ოქტომბერი 2019, 12:07

საქართველო

წულუკიანი: პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას

მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას.

თურქეთი

17 ოქტომბერი 2019, 12:04

საქართველო

საელჩო: Facebook-ზე თურქეთის თავდაცვის მინისტრის ყალბი გვერდებიდან მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

საელჩოს ცნობით, ამ ყალბი გვერდების მიზანი თურქეთის საზღვრებში მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების მოქცევის შესახებ მცდარი და მაპროვოცირებელი ინფორმაციის გავრცელებაა. ამის შესახებ სპეციალური განცხადება საქართველოში თურქეთის საელჩომ გაავრცელა.

ირაკლი წოწკოლაური

17 ოქტომბერი 2019, 11:49

საქართველო

წლის ბოლომდე თბილისში დევნილებზე დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უწყებას თბილისში საცხოვრებელი ფართებით 200-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება შეუძლია. მისი თქმით, დევნილები ვალდებულები არიან შეავსონ შესაბამისი განაცხადი, შემდეგ კომისია იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტს კონკრეტულად ვის გადაეცემა საცხოვრებელი ფართები.

ჰელენ ჰანტი

17 ოქტომბერი 2019, 11:47

კულტურა

მსახიობი ჰელენ ჰანტი ავარიაში მოჰყვა

ამერიკელი მსახიობი ჰელენ ჰანტი ავარიაში მოჰყვა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. მსახიობი საჭეს არ მართავდა. ავტომობილი გზაჯვარედინზე ამოყირავდა. ჰანტი ბევერლი-ჰილზის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მოგვიანებით მან საავადმყოფო დატოვა. სხვა დეტალები უცნობია.

ბრექსიტი

17 ოქტომბერი 2019, 11:35

მსოფლიო

ირლანდიურმა პარტიამ ჯონსონს Brexit-ის შეთანხმება დაუწუნა

DUP-ის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბორის ჯონსონისთვის, თუ კი მას სურს, რომ პარლამენტისგან შეთანხმებაზე თანხმობა მიიღოს. პარტია აცხადებს, რომ გააგრძელებს მთავრობასთან მუშაობას "გონივრული" შეთანხმების პირობებზე. ამასთან, ჯონსონს პარტიამ უარი ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე უთხრა.

პატრიკ დეი

17 ოქტომბერი 2019, 11:34

სპორტი

ამერიკელი მოკრივე ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა

ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი გარდაიცვალა. ის 27 წლის იყო. 12 ოქტომბერს დეის ძლიერი ნოკაუტის შემდეგ თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს. ის აშშ-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში 69.9 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩარლზ კონველს დაუპირისპირდა. შეხვედრის მეათე რაუნდში დეიმ რამდენიმე დარტყმის შედეგადაც ნოკაუტი მიიღო.

ტრამპის წერილი ერდოღანს

17 ოქტომბერი 2019, 11:08

მსოფლიო

სირიაში სამხედრო ოპერაციამდე ტრამპმა ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ტამპის მიერ ერდოღანისთვის მიწერილი წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. წერილში დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას რისკებისა და საფრთხეების შესახებ აფრთხილებს: "ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს", - აცხადებს დონალდ ტრამპი ერდოღანის მისამართით.

ბორის ჯონსონი

17 ოქტომბერი 2019, 10:55

მსოფლიო

ევროკავშირის სამიტზე Brexit-ის თემა ისევ აქტუალური საკითხი იქნება

ევროკავშირის სამიტი დღეს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გასტანს. ორივე მხარე აშკარაა, რომ იმედგაცრუებულია: ბორის ჯონსონს სურს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს დატოვოს; ბრიუსელში კი დიპლომატები და პოლიტიკოსები ამ თემასთან დაკავშირებით უკვე დაიღალნენ.

კატასტროფა

17 ოქტომბერი 2019, 10:35

მსოფლიო

ვენესუელაში ავიაგამანადგურებელი SU-30 ჩამოვარდა

მოგვიანებით, ბოლივიის კომუნიკაციების მინისტრმა, ხორხე როდრიგესმა ვენესუელის საჰაერო ძალების ორი მფრინავის დაღუპვის შესახებ ცნობა დაადასტურა. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს არ მიუთითებია განცხადებაში ჩამოვარდნილი ავიაგამანადგურებლის ტიპი.

ლიონელ მესი

17 ოქტომბერი 2019, 10:24

სპორტი

მესის სურს რომ კლუბმა ნიკოლას ტალიაფიკო იყიდოს

კატალონიელები 2020 წლის ზაფხულში მარცხენა პოზიციის გამაგრებას აპირებენ, რომელზეც ახლა 30 წლის ჟორდი ალბა თამაშობს. ბოლო სატრანსფერო შესაძლებლობის დროს "ბარსელონამ" მცველი ჟუნიორ ფირპო 18 მილიონ ევროდ იყიდა, თუმცა მესი მისი შესაძლებლობებით უკმაყოფილოა.

ბრენდები

17 ოქტომბერი 2019, 10:11

ეკონომიკა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დასახელდა

სიის ლიდერი კომპანია Apple-ია. ამერიკული ბრენდის ღირებულება 9%-ით გაიზარდა და თითქმის 234 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს Google იკავებს. ამ კომპანიის ღირებულება 8%-ით გაიზარდა და 167,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ფილიპინები

17 ოქტომბერი 2019, 09:32

მსოფლიო

ფილიპინებზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ფილიპინებზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა. სტიქია ქვეყნის სამხერეთ ნაწილში მდებარე მინდანაოს კუნძულზე მოხდა, ეპიცენტრი კი ქალაქ დავაოდან 62 კილომეტრის მოშორებით 20 კილომეტრის სიღრმეში იყო.

იაპონია

17 ოქტომბერი 2019, 09:08

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისმა“ 77 ადამიანი იმსხვერპლა, 10 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამ დროისთვის ინფორმაცია 346 დაშავებულის შესახებ ვრცელდება, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. სტიქიის გამო 92 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ბარსელონა

17 ოქტომბერი 2019, 08:28

მსოფლიო

ბარსელონაში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა

ვითარება მას შემდეგ უფო გამწვავდა, რაც გასულ ღამეს 51 დემონსტრანტი დააკავეს. პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, ისინი „მოლოტოვის კოქტეილებს“ იყებენენ. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.

დავით ზალკალიანი

17 ოქტომბერი 2019, 08:09

საქართველო

დღეს პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ

დეპუტატები საგარეო მიმართულებით არსებული გამოწვევებითა და სფეროში არსებული საკითხებით დაინტერესდებიან. ძირითადი თემები არაღიარების პოლიტიკა, რუს კოლეგასთან შეხვედრა და ოკუპირებული ტერიტორიები იქნება.

ბიუჯეტი

17 ოქტომბერი 2019, 08:02

ეკონომიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დაამტკიცებენ. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ ლარს მიაღწევს.

მობილური

17 ოქტომბერი 2019, 00:43

ეკონომიკა

Google-ი ახალ Pixel 4-ს ინდოეთში არ გაყიდის

ინდოეთში ახალი მობილურის შეტანაზე უარის თქმის მიზეზი, სავარაუდოდ, Pixel 4-ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. საუბარია სახის ამომცნობ და ადამიანის ჟესტების კონტროლ სისტემაზე. ეს ფუნქცია მოქმედებს 60 გიგაჰერც სიხშირეზე, რომლის გამოყენების უფლებასაც ინდოეთი კომპანიებს არ აძლევს.

ვიტრუვიუსის ადამიანი

17 ოქტომბერი 2019, 00:32

კულტურა

ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატს პროტესტის მიუხედავად ლუვრში მაინც გამოფენენ

ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი „ვიტრუვიუსის ადამიანი“ პროტესტების მიუხედავად საფრანგეთში გამოიფინება. 1490 წელს შესრულებული ნახატის ნახვა ლუვრში და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იქნება შესაძლებელი.

17 ოქტომბერი 2019, 00:30

თემა

დიაბეტი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ?

შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამავდროულად ის შეიძლება ნებისმიერ დროს თითოეული ჩვენგანის პრობლემად იქცეს.

ლუკა ფოფხაძე

17 ოქტომბერი 2019, 00:22

ტაბლოიდი

ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე. ფოტო

ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან მათი პატრონის, 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე, რომელიც სექტემბერში ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ლუკა ფოფხაძის დედა ბელა ჯმუხაძე სოციალურ ქსელში წერს, ლუკას საფლავს მისი საყვარელი ძაღლები ყოველ დღე აკითხავენ.