27 ივლისი 2019 - 23:04

რადიაცია მართლაც ისეთი საშიშია, როგორც ამბობენ?

რადიაცია

ჩერნობილი, უკრაინა

ფოტო: Shutterstock.com

სერიალ „ჩერნობილის“ შემდეგ რადიაციასთან დაკავშირებულ შიშებზე კვლავ ალაპარაკდნენ. ზოგადად, რადიოფობია გავრცელებული მოვლენაა. არადა რადიაციის დონის მიახლოებით განსაზღვრაც კი შეუძლებელია სპეციალური მოწყობილობების გარეშე, განსაკუთრებით, თუ ის კატასტროფულად მაღალი არ არის.

რადიაციის შიში ხომ ნორმალურია?

ნორმალურია. მაგრამ საბედნიეროდ, ის ნაკლებად საზიანოა, ვიდრე ჰგონიათ. უშუალოდ რადიაციის გამო ფუკუშიმას ავარიის გამო მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა - გარდაცვალების ყველა სხვა შემთხვევა უკავშირდებოდა დაავადებული ადამიანების ევაკუაციას და იმას, რომ მათ სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის შედეგად უფრო მეტ ადამიანს დაუზიანდა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ვიდრე ფიზიკური. გარდა ამისა, მათი სუბიექტური წარმოდგენა ჯანმრთელობისთვის ავარიით მიყენებული ზიანის შესახებ იმაზე უარესი იყო, ვიდრე რეალური ზიანი.

რადიაცია სხივურ დაავადებას და კიბოს არ იწვევს?

იწვევს, მაგრამ ყოველთვის - არა. იმას, თუ როგორ აისახება რადიაცია ჯანმრთელობაზე, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს.

გამოსხივების ტიპი

რადიაცია - ვიწრო გაგებით, მაიონიზებელი გამოსხივებაა, ანუ ენერგიის სახეობა, რომელსაც შეუძლია ატომებიდან ელექტრონების გამოდევნა და მათი იონებად გარდაქმნა. ამ სხივებს პირდაპირ თუ ირიბიად შეუძლიათ დეენემის და უჯრედის მემბრანების დაზიანება.

მაიონიზებელი გამოსხივება შესაძლოა იყოს სხვადასხვა:

ალფა-გამოსხივებას ტანსაცმელსა და კანში შეღწევა არ შეუძლია. მაგრამ თუ ალფა-გამოსხივებიანი რადიონუკლიდები ორგანიზმში სასუნთქი გზების, პირის ან ღია ჭრილობების გზით შეაღწევს, მაშინ მას სერიოზული ზიანის მიყენება შუძლია. 

ბეტა-გამოსხივება ხესა და აგურში ვერ აღწევს, მაგრამ კანში - კი. თუმცა მთავარ ორგანოებამდე ვერ მიაღწევს, თუ ალფა-გამოსხივების მსგავსად რადიონუკლიდები ორგანიზმში სხვა გზით არ მოხდვა.

გამა-გამოსხივება ორგანოებში ბევრი დაბრკოლების გადალახვით აღწევს. მისი შეჩერება შეუძლია მხოლოდ ბეტონის კედელს და რამდენიმესანტიმეტრიან მძიმე ლითონს.

მაიონიზებელი გამოსხივების წყაროები სხვადასხვა რადიონუკლიდები არიან. მაგალითად, ცეზიუმი-137 - როგორც ბეტა-, ასევე გამა-გამოსხივების წყაროა.

დოზა და დრო

10 გრეი (გრეი (გრ) და ზივერტი (ზვ). გრეი - ადამიანის ორგანიზმის მიერ შთანთქმული რადიაციის საზომი ერთეულია. ზივერტი რადიაციის ეკვივალენტური დოზის საზომი ერთეული, ანუ რა ზიანი მოაქვს 1 გრეის) საკმარისია, რომ ადამიანი 100%-იანი ალბათობით მოკვდეს 5-12 დღის განმავლობაში მწვავე სხივური დაავადებისაგან. ჩერნობილში 35 ადამიანისთვის რადიაციის შთანთქმის დოზა 5 გრეის აჭარბებდა. სხივურ დაავადებაზე ლაპარაკი სულ ცოტა 0,7 გრეის შემდეგ შეიძლება.

ნაკლებმა დოზამ შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებების შემდგომი განვითარება გამოიწვიოს. მაიონიზებელი რადიაცია - ოფიციალურად აღიარებული კარცენოგენია. და მიჩნეულია, რომ რადიაციული დოზა 100 მეგაზივერტი დადასტურებულად ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს: რადიაციის მცირე დოზების მუდმივი ზემოქმედების პირობებში ორგანიზმი აღდგენას ასწრებს და მოკლევადიანი შედეგები არ არის, თუმცა შესაძლოა დეენემში მუტაციები დაგროვდეს, რაც ონკოლოგიურ დაავადებებს გამოიწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, რაიმე ნეგატიური შედეგების წარმოქმნის ალბათობა ასეთ შემთხვევაში დასხივების დოზის პროპორციულია.

მაგრამ დღემდე არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, თუ რა დოზაა კონკრეტულად უსაფრთხო - არც ერთჯერადი, არც ხანგრძლივი ზემოქმედებისთვის. შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევა მაიონიზებელი გამოსხივების წყაროების ზეგავლენა (როგორებიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია ან რადიოაქტიური მასალა, რომელსაც წარმოებაში იყენებენ) - 1 მეგაზივერტი/წელიწადში.

თუმცა არსებობს ასევე მნიშვნელობით შეთავსებადი გამოსხივება ბუნებრივი წყაროებიდან. მაგალითად, ჩვენ მუდმივად ვართ კოსმოსური სხივების (განსაკუთრებით ფრენებისას) და რადონის ზემომედების ქვეშ. ბევრი ტომოგრაფიას და რენტგენოგრაფიას იკეთებს.

მცირე დოზების ზემოქმედების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, და ისეთი ინფორმაციაც არსებობს, რომ ასეთ დროს რადიაცია ადამიანს უფრო ჯანმრთელს ხდის. ადრე, მეცნიერების ასეთ აქტიურ განვითარებამდე, ეს ფაქტად მიიჩნეოდა, და კერძოდ, დღემდე, სურვილის შემთხვევაში ზოგიერთ კურორტზე რადონის აბაზანების მიღებაა შესაძლებელი.

ყველა შემთხვევაში ახლა რეკომენდებულია ALARA-ს (as low as reasonably achievable) პრინციპის დაცვა, ანუ დავექვემდებაროთ რადიაციის შეძლებისდაგვარად მცირე დოზას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რენტგენოგრაფიას დიაგნოზის დასმა და ადამიანის განკურნება შეუძლია, ის უნდა გაკეთდეს, ხოლო თუ ასეთი კვლევით მიღებული სარგებელი სადავოა, მაშინ უნდა მოვერიდოთ, როგორც არ უნდა გვინდოდეს „ყოველი შემთხვევისთვის“ გამოკვლევა. 

დაშავების ზონა

სხივური თერაპიის დროს, შთანთქმული რადიაციის დოზა საათში 12 გრეის შეიძლება აჭარბებდეს, თუმცა ეს ადამიანისთვის მომაკვდინებელი არ იქნება, რადგან ასეთი დასხივება მხოლოდ კონკრეტულ ზონებს ეხება - სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილები დაცულია.

ზემოქმედების გზა

როდესაც რადიონუკლიდები ორგანიზმში საკვებთან, წყალთან, ჰაერთან ერთად ან ღია ჭრილობების გზით ხვდება, ეს, რა თქმა უნდა, სახიფათია, თუმცა მწვავე სხივური დაავადება აუცილებლად არ განვითარდება - ამას ძირითადად, გამა-გამოსხივების გარე ზემოქმედება იწვევს. ამიტომ, ლაპარაკია, უფრო ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკზე. შიდა დაბინძურების შემდეგ, ადამიანი რაღაც დროის განმავლობაში შესაძლოა გარშემომყოფებისთვისაც სახიფათო იყოს, ისევე როგორც მისი შარდი, სისხლი და ოფლი. ადამიანი, რომელიც სხივურ თერაპიას და რენტგენოგრაფიას იტარებს, საფრთხეს არავის უქმნის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ის დასხივებას განიცდის, ორგანიზმში მას რადიაციის წყაროები არ აქვს.

თუ რადიოაქტიური მტვერი ან წყალი კანს ან ტანსაცმელს მოხვდა, ამას გარე დაბინძურებას უწოდებენ. რადიოაქტიური ნაწილაკების ჩამობანა და ინფიცირებული ტანსაცმლის გახდა და ამგვარად რადიაციის ზეგავლენისგან გათავისუფლება შესაძლებელია.

ადამიანის ასაკი

ბავშვები ყველაზე მეტად ექვემდებარებიან რადიაციის ნეგატიურ გავლენას. ემბრიონის ან ნაყოფის დასხივებას სხვადასხა მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს: სიკვდილით დაწყებული, მომავალში კოგნიტური უნარების გაუარესებით დამთავრებული. მაგრამ ბევრი რამ დოზაზეა დამოკიდებულია, და იმ შემთხვევაში, თუ რადიაციის შთანთქმის დოზა 0,1 გრეიზე ნაკლებია, შედეგების შესახებ ცნობილი არაფერია.

როგორ დავიცვა თავი რადიაციისაგან?

არ გაიკეთოთ კომპიუტერული ტომოგრფია და რენტგენოგრაფია უმიზეზოდ

გადაწყვეტილება იმის შესახებ, გჭირდებათ თუ არა გამოკვლევა, რომელშიც მაიონიზებელი გამოსხივება შედის, უნდა მიიღოთ მხოლოდ გამოცდილ ექიმთან ერთად.

დაიცავით თავი რადონისგან

ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ პირველ და მეორე სართულებზე რეგიონებში, სადაც რადონთან დაკავშირებული პრობლემებია, დაცვის მნიშვნელოვანი ზომები უნდა მიიღონ, რადგან მხოლოდ სახლის განიავება, საქმეს არ შველის. 

არ მოწიოთ სიგარეტი

რადონთან კომბინაციაში სიგარეტის მოწევა კიდევ უფრო აქტიურად უწყობს ხელს ფილტვის კიბოს განვითარებას. არსებობს მოსაზრება, თითქოს ალკოჰოლის მიღება ადამიანს რადიაციის ნეგატიური გავლენისგან იცავს, მაგრამ საქმე ის არის, რომ რადიაციისგან დაცვის სახელმძღვანელოებში არასდროს ყოფილა და არც ახლა არის ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

სხვა თემები