imedi /  09 ოქტომბერი 2019, 20:40 / სანდო წყარო

საერთაშორისო თანამეგობრობა თურქეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

იენს სტოლტენბერგი და ჟან-კლოდ იუნკერი

იენს სტოლტენბერგი და ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკომისია და ნატო თურქეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ანკარას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება იუნკერმა ევროპარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

„უნდა გვესმოდეს, რომ თურქეთს სირიასთან საზღვარზე უსაფრთხოების საკითხი აღელვებს. თუმცა თურქეთსა და ოპერაციის სხვა მონაწილეებს თავშეკავებისკენ და ოპერაციის შეწყვეტისკენ მოვუწოდებ“, - თქვა იუნკერმა. 

მან ასევე დასძინა, ევროკავშირი არ აპირებს სირიაში უსაფრთხო ზონის დაფინანსებას, რომლის შექმნაც ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ერთ-ერთ მიზნად სახელდება. 

ოპერაციაზე კომენტარი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტებერგმაც გააკეთა. მისი თქმით, თურქეთს საკუთარ საზღვრებთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების ლეგიტიმური უფლება აქვს და ნკარამ ნატოს სირიაში ოპერაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდა. 

„იმედი მაქვს, რომ თურქეთი თავშეკავებულად მოიქცევა და მისი ქმედებები სირიაში პროპორციული და აწონილი იქნება. მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ ქმედებებს, რომლებიც რეგიონში დესტაბილიზაციასა და მეტი ადამიანის ტანჯვას გამოიწვევს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი ქურთი მებრძოლებისგან თავისუფალი უსაფრთხო ზონის შექმნაა, სადაც ანკარა თურქეთში მცხოვრები 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილის დასახლებას აპირებს.

ყველა სიახლე

ხანძარი თეთრიწყლები

29 თებერვალი 2020, 11:22

ძალოვნები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძრის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება. ვითარებას ძლიერი ქარი აფერხებს, რის გამოც ხანძარსაწინაარმდეგო პროცესი 24-საათიანი რეჟიმში მიმდინარეობს. რთული რელიეფის გამო სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ასვლას ვერ ახერხებს და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მხოლოდ ცეცლმაქრებით ამუშავებენ.

ნათია თურნავა

29 თებერვალი 2020, 11:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს

„საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის კვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით გოგიჩაიშვილი

29 თებერვალი 2020, 11:12

საქართველო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი სუსის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის ოჯახი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გოგიჩაიშვილის მამის განცხადებით, მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. „არანაირი განმარტება ჩვენთვის არ მოუციათ. რა ხდება, ჯერ არ ვიცით. ბორჯომში დაუკავებიათ ქრთამის აღებისთვის. ვისგან და რისთვის, არაფერი ვიცით“, - აცხადებს ბრალდებულის მამა დავით გოგიჩაიშვილი.

მარინა ეზუგბაია

29 თებერვალი 2020, 11:02

საქართველო

მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა

მარინა ეზუგბაია თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

სუსი ბექა ჯიჭონაია

29 თებერვალი 2020, 11:02

ძალოვნები

სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

Facebook

29 თებერვალი 2020, 10:51

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3D ფოტოების შექმნის ფუნქცია იაფფასიან სმარტფონებზეც აამოქმედა

Facebook-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდე 2018 წელს აამოქმედა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ორკამერიანი სმარტფონების მფლობელებს შეეძლოთ. ახლა კი კომპანიაში აცხადებენ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ფოტოს სამგანზომილებიან გამოსახულებად გადაქცევა იქნება შესაძლებელი.

Google

29 თებერვალი 2020, 10:23

მსოფლიო

თანამშრომლის კორონავირუსით დაავადების შემდეგ Google-მა საერთაშორისო მივლინებები შეზღუდა

„ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

29 თებერვალი 2020, 10:08

ძალოვნები

დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ნადირობა

29 თებერვალი 2020, 10:02

ძალოვნები

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება, 1-ლი მარტიდან კი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის დასრულებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით.

დაკავება

29 თებერვალი 2020, 09:56

ძალოვნები

ყოფილ მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობით მუქარის ბრალდებით დუშეთში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.

დუდლი 29 თებერვალი

29 თებერვალი 2020, 09:48

ტექნოლოგიები

Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა

საძიებო სისტემა Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე განთავსებულია წარწერა, რომელიც ციფრებს 28, 29 და 1-ს შეიცავს. ასე Google-ში ხაზს უსვამენ, რომ 29 თებერვალი კალენდარული თვისა და ზამთრის ბოლო დღეა.

საბერძნეთი თურქეთი

29 თებერვალი 2020, 09:29

მსოფლიო

მედია: საბერძნეთმა ნატოში თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას ვეტო დაადო

ნატოში საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ვეტო დაადო თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ბერძნული მედია ავრცელებს.

სლოვაკეთი არჩევნები

29 თებერვალი 2020, 09:16

მსოფლიო

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

სლოვაკეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 5,4-მილიონიან ქვეყანაში ხმის მიცემის უფლებით 4,4 მილიონი ადამიანი სარგებლობს. არჩევნებში 24 პარტია მონაწილეობს. 150-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად მათ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

29 თებერვალი 2020, 09:08

საქართველო

ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

არსებული ინფორმაციით, მას გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

კორონავირუსი ქუთაისის აეროპორტი

29 თებერვალი 2020, 08:55

საქართველო

ქუთაისის აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება. სამედიცინო კონტროლი გაიარეს სალონიკისა და რიგის ავიარეისებით ჩამოსულმა მგზავრებმა. მათი თქმით, ექიმებმა ტემპერატურა გაუზომეს და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ დაუფიქსირდათ.

ადელ ჰენელი

29 თებერვალი 2020, 08:31

კულტურა

საფრანგეთში რომან პოლანსკის საუკეთესო რეჟისორად დასახელებას ქალი მსახიობების პროტესტი მოყვა

„სეზარის“ პრემიის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში რომან პოლანსკის გამარჯვების შემდეგ რამდენიმე ქალმა მსახიობმა დაჯილდოების ცერემონია პროტესტის ნიშნად დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პოლანსკის გვარის გამოცხადების შემდეგ დარბაზი მსახიობმა ადელ ჰენელმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ დატოვეს.

კორონავირუსი

29 თებერვალი 2020, 08:19

მსოფლიო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 427, სამხრეთ კორეაში კი 594 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 427 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებამ კი 47 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 835-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 251-ს შეადგენს.

მოლაპარაკებები

29 თებერვალი 2020, 08:06

საქართველო

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა

გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაახლოებით ექვსსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ოპოზიციის ერთი ნაწილი კვლავ რადიკალურია, მეორე ნაწილი კი კონსენსუსის რესურს ხედავს. მმართველი გუნდის განცხადებით, მათ კიდევ რამდენიმე ვერსია განიხილეს და, როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტში 4 მარტს უნდა იყოს ინიცირებული.

არჩილ თალაკვაძე

29 თებერვალი 2020, 01:51

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, პოლიტიკური ძალები ახლოს ვართ კომპრომისულ შეთანხმებასთან

ციფრებსა და პროცენტებზე კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა. ოპოზიციამ იცის მოლაპარაკების რა პირობები არის მაგიდაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ჩვენი პირობა შემდეგ დიალოგზე, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთა.

ირაკლი კობახიძე

29 თებერვალი 2020, 01:34

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი შეთავაზება რაციონალური და სამართლიანი დოზით ყველა პარტიის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი ძალის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ვარიანტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი, რასაც მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში.