imedi /  11 ოქტომბერი 2019, 12:34 / სანდო წყარო

ტრამპი: ჯო ბაიდენმა მხოლოდ ობამას უკანალზე კოცნა იცოდა

ბარაკ ობამა ჯო ბაიდენი

ბარაკ ობამა
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდანტი ჯო ბაიდენი „კარგი ვიცეპრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ იცოდა, როგორ ეკოცნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკანალზე“. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Times-ი ავრცელებს.

ქალაქ მინეაპოლისში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტრამპმა ჯო ბაიდენსა და მის ვაჟზე, ჰანთერ ბაიდენზე ისაუბრა.

„მინდა, რომ ვინმემ ჰანთერ ბაიდენს შემდეგი კითხვა დაუსვას: შენ არაფერში ერკვევი და ნამდვილი ლუზერი ხარ. როგორ მიიღე ჩინეთისგან 1,5 მილიარდი? არც მამაშენი ითვლება ჭკვიანად. ის არასდროს ყოფილა ჭკვიანი სენატორი. ის კარგი ვიცეპრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ იცოდა, როგორ ეკოცნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკანალზე“, - განაცხადა ტრამპმა.

ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

სექტემბერში აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.

ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

ამის შემდეგ თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა (.pdfგამოქვეყნა. მანამდე კი თავად ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპი მას ბაიდენზე ზემოქმედებისკენ არ უბიძგებდა.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის შესახებ ამერიკელების 47% მხარს უჭერს.

ყველა სიახლე

პარლამენტი აქცია

12 დეკემბერი 2019, 10:24

ძალოვნები

პარლამენტთან აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს

პიკეტირების დროს „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და სამრთალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გიორგი ვაშაძე და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე ადგილიდან გაიყვანეს.

ტერორიზმი

12 დეკემბერი 2019, 10:23

მსოფლიო

დანიაში ტერორიზმის ბრალდებით რეიდების დროს 20 ადამიანი დააკავეს

დაკავებულები ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ეჭვმიტანილმა დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ისინი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას შეეცადნენ.

12 დეკემბერი 2019, 10:21

საქართველო

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტთან კონტრაქციას მართავს

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტის შენობის წინ კონტრაქციას მართავს. აქციაზე იმყოფება სოსო რობაქიძეც, რომლის თქმითაც, ვაშაძეს, ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს პროტესტის გამოხატვისა და აქციის გამართვის უფლება არ აქვთ.

ვაჟა სირაძე

12 დეკემბერი 2019, 10:09

საქართველო

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის შესასვლელები არ ჩაკეტონ

გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც მოვუწოდეთ გადასულიყვნენ გზიდან. გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნებ დაკავებულები," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ისრაელი არჩევნები

12 დეკემბერი 2019, 09:59

მსოფლიო

ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება

კენჭისყრა ისრაელის ქნესეთში მას შემდეგ გაიმართა, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამიმ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქემ ბენი განცმა შეძლო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 09:53

საქართველო

საპროცედურო კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 09:38

საქართველო

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერმინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

12 დეკემბერი 2019, 09:14

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება. წინასწარი გამოკითხვებით, პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტია“ ლიდერობს.

რუსეთის საგარეო

12 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შესახებ განცხადება გაავრცელა

რუსული მხარის თქმით, აღნიშნული განცხადების შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა.

ეუთო

12 დეკემბერი 2019, 08:44

საქართველო

ეუთომ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომუნიკე გამოაქვეყნა

თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელ პუნქტებზე რამდენჯერმე დაწესდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი უკვე ხუთ თვეზე მეტია ჩაკეტილია. ამან კი ბევრი ინციდენტი გამოიწვია, მათ შორის არის დაკავებები.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 08:29

საქართველო

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ

გამამტყუნებელი განაჩენი, რომელსაც შესაძლოა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეეწიროს. „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მისი კოლეგები დღეს იმსჯელებენ.

12 დეკემბერი 2019, 08:18

საქართველო

პარლამენტთან ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე კანდიდატი დამტკიცებას იმსახურებს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების დროს მმართველი გუნდი მარტო უნდა დარჩეს. ამიტომ თავის დამოკიდებულებას ოპოზიცია საპროტესტო აქციით გამოხატავს.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 08:09

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დილიდან ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. თითოეულ კანდიდატს უზენაეს სასამართლოში განწესებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კერი-ენ მოსი და 
კიანუ რივზი

12 დეკემბერი 2019, 01:39

კულტურა

„მატრიცას“ გაგრძელება 2021 წლის მაისში გამოვა

სტუდია Warner Bros.-მა 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ფილმ „მატრიცას“ გადაღებებს განაგრძობს. ფილმში მონაწილეობენ კიანუ რივზი და კერი-ენ როსი, რომლებიც პირველ სამ ფილმშიც არიან გადაღებულები. რეჟისორია - ლანა ვაჩოვსკი.

ბრედ პიტი

12 დეკემბერი 2019, 00:57

ტაბლოიდი

ბრედ პიტმა მედიასთან ქალებთან ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა The New York Times-თან ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ განვითარებულ ახალ რომანებზე ილაპარაკა. პიტი აცხადებს, რომ ის არ გაურბის ურთიერთობებს, თუმცა სპეციალურად არავის ეძებს. ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა.

 Lizzo

12 დეკემბერი 2019, 00:35

კულტურა

Time-მა წლის მუსიკოსად Lizzo დაასახელა

ამერიკული ჟურნალის Time-ს ვერსიით, წლის მუსიკოს- შემსრულებელი მელისა ვივიან ჯეფერსონი გახდა, რომელიც Lizzo-ს სახელით არის ცნობილი. „ის მართლაც წარმოადგენს რაღაც ახალს. მისი ხმა არის პოზიტიური და დასამახსოვრებელი“, - წერს გამოცემა.

12 დეკემბერი 2019, 00:10

მსოფლიო

აშშ-მა თურქეთს შესაძლოა იარაღის მიწოდებაზე სანქციები დაუწესოს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ტექსტი, აშშ-ის კონგრესის გვერდზე ხელმისაწვდომი.

11 დეკემბერი 2019, 23:42

ტექნოლოგიები

Xiaomi ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერებით პირველ სმარტფონს გამოუშვებს

ტექნოლოგიების მწარმოებელი ჩუნური კომპანია Xiaomi-ს ტოპ მენეჯერის ლუ ვეიბინგის განცხადებით, კომპანია ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერების სისტემით პირველ სმარტფონს გამოუშვებს. ვეიბინგის განცხადებით, Xiaomi ოპერატიული მეხსიერების ახალ სტანდარტზე LPDDR5-ზე გადადის.

11 დეკემბერი 2019, 23:06

საქართველო

საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შესახებ განცხადება გაავრცელა

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი“- საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე განცხადება გაავრცელა.

ნიუ-ჯერსი სროლა

11 დეკემბერი 2019, 22:53

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მომხდარი თავდასხმა ანტისემიტიზმს უკავშირდება

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა ებრაული მაღაზია განგებ შეარჩიეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ინციდენტამდე სოციალურ ქსელში ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებდა. ნიუ-ჯერსიში სროლა დღეს მოხდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.