imedi /  22 ოქტომბერი 2019, 20:26 / სანდო წყარო

იაპონიაში ტახტზე იმპერატორ ნარუჰიტოს ასვლის აღსანიშნავად 500 000-ზე მეტი პატიმარი შეიწყალეს

იმპერატორი ნარუჰიტო

იმპერატორი ნარუჰიტო

იაპონიაში ქრიზანთემის ტახტზე იმპერატორ ნარუჰიტოს ოფიციალურად ასვლის აღსანიშნავად წვრილმანი დანაშაულისთვის გასამართლებული 500 000-ზე მეტი პირი შეიწყალეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის წესების დაღვევის გამო გაასამართლეს. 59 წლის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიალს 2 ათასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, 180-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო 30 აპრილს გადადგა. ასეთი რამ ქვეყნის ისტორიაში 200 წელიწადზე მეტია არ მომხდარა.

როგორ მართავენ იმპერატორები იაპონიას, იხილეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

საუდის არაბეთი ქალები

13 ნოემბერი 2019, 16:27

მსოფლიო

საუდის არაბეთმა ანტიფემინისტური ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადა

საუბარია რგოლზე, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა. რგოლში ფემინიზმი, ჰომოსექსუალიზმი და ათეიზმი სახიფათო და ექსტრიმიზმის შემცველ იდეებად სახელდება.

ძაღლი

13 ნოემბერი 2019, 16:11

ტაბლოიდი

ქუჩის ძაღლი მიტოვებულ კნუტებს კვებავს🐕 ფოტო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქუჩაში მცხოვრები ძაღლი უპატრონო კატის კნუტებს კვებავს. ფოტოს Facebook-ზე საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდი ავრცელებს.

პრინცი ჩარლზი

13 ნოემბერი 2019, 16:08

ტაბლოიდი

პრინცმა ჩარლზმა პირველი პოსტი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა

პრინცმა ჩარლზმა პირველი პოსტი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა. აქამდე სამეფო ოჯახის წევრს სოციალური ქსელით ასე პირადად არ უსარგებლია და მხოლოდ ანგარიში „კლარენ ჰაუსი“ ეკუთვნის, სადაც მისი და კორნუელის ჰერცოგინია კამილას ცხოვრება და მოღვაწეობა იწერება, თუმცა ამჯერად ჩარლზმა იაქტიურა. ტექსტის ბოლოს, რომელიც ინდოეთში მის მოგზაურობას ეხება, პრინცის ინიციალებია აღნიშნული.

Golden Foot

13 ნოემბერი 2019, 15:51

სპორტი

Golden Foot 2019-ის მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი პრემიის Golden Foot 2019-ის მფლობელი გახდა. მოდრიჩთან ერთად ამ პრიზისთვის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, უიენ რუნი, სერხიო აგუერო, რობერტ ლევანდოვსკი, ჯორჯო კიელინი და ჟერარ პიკე იბრძოდნენ.

უშიშროების საბჭო

13 ნოემბერი 2019, 15:45

ძალოვნები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა. გახარიას თქმით, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

კოკაინი

13 ნოემბერი 2019, 15:35

მსოფლიო

ბრიტანეთში გაყინულ ხორცში კოკაინის შეფუთვები იპოვეს

ოფიციალური ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ნიდერლანდური პორტიდან ქალაქ ჰარვიჩში ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიდიოდა. ჯამში, მანქანაში 200 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა. ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალების ღირებულება 20 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

ნავსადგურები

13 ნოემბერი 2019, 15:29

ეკონომიკა

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

პროექტმა შეხვედრის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანიის „MSC Georgia“ - ს მმართველმა დირექტორმა, ალკან ალიჩიკმა განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მუშაობას საქართველოს ბაზარზე, რაც კარგია პროფილური ბიზნესისთვის.

13 ნოემბერი 2019, 15:20

საქართველო

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გადადო

საქართველოს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადაიდო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. კენჭისყრა ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.

ხანძარი

13 ნოემბერი 2019, 15:17

ძალოვნები

კახეთის ალპურ ზონაში ხანძარია

კახეთში ხანძარია. imedinews- ის ინფორმაციით, ცეცხლი ალპურ ზონაშია გავრცელებული. ადგილობრივებმა ხანძრის რამდენიმე კერა, დაახლოებით ერთი საათის წინ შენიშნეს. ცეცხლის კერები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან კარგად ჩანს, თუმცა სტიქიის ეპიცენტრი სოფლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული და დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

ისრაელი

13 ნოემბერი 2019, 15:08

მსოფლიო

ღაზაში ისრაელის ავიადარტყმებს ოთხი პალესტინელი ემსხვერპლა

ერთ-ერთი დაღუპული „ისლამური ჯიჰადის“ წევრია. 12 ნოემბერს ისრაელმა ღაზის სექტორში მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა მისი მეუღლეც. გაერო და ეგვიპტე აქტიურად არიან ჩართულები სიტუაციის განმუხტვაში.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი

13 ნოემბერი 2019, 14:36

კულტურა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უორდროპების საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

2019 წლის ბრიტანეთი-საქართველო სეზონის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „უორდროპების საქართველო - ისტორია და დღევანდელობა“ გაიხსნა. დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებას ბრიტანეთის ელჩი-ჯასთინ მაქენზი სმითი ეწვია. მან სტუმრებთან ერთად ცენტრში დაცული, უორდროპებთან დაკავშირებული, საარქივო მასალა დაათვალიერა.

Marvel

13 ნოემბერი 2019, 14:35

კულტურა

Marvel-ის ფილმებში 3 ახალი სუპერგმირი გამოჩნდება

Marvel-ის ფილმებს სამი ახალი სუპერგმირი დაემატება. ამის შესახებ, სტუდიის ხელმძღვანელ კევინ ფაიგიზე დაყრდნობით, Independent-ი წერს. ეკრანებზე შემდეგი გმირები გამოჩნდებიან: მის მარველი, მთვარის რაინდი და ქალი ჰალკი. ჯერჯერობით უცნობია, ისინი მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იქნებიან თუ მთავარი გმირები.

ნიკა მელია

13 ნოემბერი 2019, 14:32

საქართველო

ნიკა მელია: იმის კბილი, რომ დიმიტრი ხუნდაძე დამოუკიდებლად მოქმედებს, ერმა და ბერმა მოიცვალა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის დატოვება "თავქუდმოგლეჯილს მოუწევს". მისი თქმით, "იმის კბილი, რომ დიმიტრი ხუნდაძე დამოუკიდებლად მოქმედებს, ერმა და ბერმა მოიცვალა".

ჯონ ლეჯენდი

13 ნოემბერი 2019, 14:08

ტაბლოიდი

პლანეტის ყველაზე სექსუალური კაცი დასახელდა

ჟურნალმა People მსახიობი, მუსიკოსი და პროდიუსერი ჯონ ლეჯენდი პლანეტის ყველაზე სექსუალურ კაცად დაასახელა. ლეჯენდი 40 წლისაა და ის ყველაზე პრესტიჟული პრემიების: ემის, გრემის, ოსკარის, ტონის და ოქროს გლობუსის მფლობელია.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 14:06

საქართველო

ხუნდაძე „ოცნებას“ სთავაზობს რიგ ოლქებში საკუთარი კანდიდატები არ დააყენოს

დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ არცერთ მაჟორიტარულ ოლქში არ დააყენოს საკუთარი კანდიდატები იმ ოლქების გარდა, სადაც "ნაციონალების" და "ევროპულ საქართველოს" კანდიდატებს გამარჯვების რეალური შანსი აქვთ.

ვენეცია

13 ნოემბერი 2019, 13:52

მსოფლიო

ვენეციაში ბოლო 50 წელიწადში ყველაზე დიდ წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ვენეციაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა. წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. 1923 წლიდან ჩანაწერების მიხედვით, ვენეციაში წყლის დონემ 1.94 მეტრს მხოლოდ ერთხელ მიაღწია, ეს 1966 წელს იყო. წყალდიდობას ორი ადამიანის ემსხვერპლა.

„მეგობრები“

13 ნოემბერი 2019, 13:48

კულტურა

HBO სერიალ „მეგობრების“ ახალი ეპიზოდის გადაღების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ სერიალის სცენარისტები დევიდ კრეინი და მარტა კაუფმანი, აგრეთვე „მეგობრების“ ექვსივე მთავარი მსახიობი: ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოკსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი.

გრეტა ტუნბერგი

13 ნოემბერი 2019, 13:46

მსოფლიო

გრეტა ტუნბერგი ატლანტის ოკეანეს კატამარანით გადაცურავს

შშვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ატლანტის ოკეანეს 15-მეტრიანი კატამარანით გადაცურავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. გამოცემის ცნობით, შვედი ეკოაქტივისტს ატლანტის ოკეანის გადაცურვა გემით ავსტრალიელმა ბლოგერებმა შესთავაზეს და თავიანთი გემის ბორტზე მიიპატიჟეს.

ავტობუსები

13 ნოემბერი 2019, 13:32

ეკონომიკა

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

„ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს, მუნიციპალიტეტმა 145 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. ამის შემდეგ ჩვენ შევიძინეთ 310 ერთეული სხვადასხვა ზომის 8-მერტიანი და 10-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანა უკვე დაწყებულია და წლის ბოლოსთვის მთლიანად მოგვაწვდიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჰონგ-კონგი

13 ნოემბერი 2019, 13:31

მსოფლიო

BBC: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი ბრძოლის ველად იქცა

პოლიცია კამპუსში შევიდა, დემონსტრანტებმა კი ამის საწინააღმდეგოდ საკონტროლო გამშვები პუნქტები აღმართეს, გააკეთეს ცოცხალი შექმნეს და ბენზინის ასაფეთქებლებიც გააკეთეს. BBC-ის ცნობით, სტუდენტი დემონსტრანტების ნაწილი პოლიციის წინააღმდეგ მშვილდ-ისრებსაც ისროდა, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებდა.