imedi /  10 ნოემბერი 2019, 19:10 / სანდო წყარო

ირანმა ურანის გამდიდრება 5%-მდე გაზარდა

ირანი ბირთვული ობიექტი

ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული შეზღუდვის მიუხედავად ირანმა ურანის გამდიდრება 5%-მდე გაზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბეხრუზ კამალვანდიმ გააკეთა. „ჩვენი მოთხოვნილებების მიხედვით, ამ ეტაპზე ურანს 5%-ის დონეზე ვაწარმოებთ“, - თქვა მან. 

ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაკჩიმ განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმება შესაძლოა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაუქმდეს. „ჩვენი ვალდებულებების შესრულების მიზეზი არ გვაქვს, თუ ბირთვული შეთანხმება არ გვაინტერესებს“, - განაცხადა მან. 

შეთანხმების თანახმად თეირანს ურანის გამდიდრება მხოლოდ 3,67%-მდე შეუძლია. შეთანხმების გაფორმებამდე კი ირანს ურანის 20%-მდე გამდიდრება შეუძლია. ბირთვული ბომბის მისაღებად კი 90%-მდე გამდიდრებული ურანია საჭირო. 

7 ნოემბერს თეირანმა ბირთვულ ობიექტ „ფორდოზე“ სამუშაოები განაახლა. ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები მოეხსნებოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა ვაშინგტონი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ირანს სანქციები დაუწესა, რომელთა ახალი პაკეტიც 1-ელ ნოემბერს ამოქმედდა.

ყველა სიახლე

Impossible Whopper

12 ნოემბერი 2019, 17:21

ეკონომიკა

Burger King-ი აშშ-ის შემდეგ ხელოვნური ხორცის ბურგერების ევროპაში გაყიდვას იწყებს

ევროპაში სწრაფი კვების ობიექტებში მცენარეული ხორცისგან დამზადებული რამდენიმე სახეობის ბურგერი გაიყიდება. რესტორნების ქსელის განცხადებით, მცენარეული ხორცი იზიდავს იმ მყიდველს, ვისაც ხორცის მოხმარების შემცირება ჯანმრთელობისა და გარემოზე ზრუნვის მოტივით სურს.

დემონსტრაცია ბარსელონაში

12 ნოემბერი 2019, 17:19

მსოფლიო

კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობას კვლავ დაუჭირა მხარი

ამასთან, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ და ქვეყნის მთავრობამ დეპუტატები გააფრთხილებს, რომ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. ადგილობრივმა პარლამენტმა ანალოგიური რეზოლუცია 2017 წლის ოქტომბერშიც მიიღო.

საახალწლო განათება

12 ნოემბერი 2019, 16:59

საქართველო

საახალწლო განათების მონტაჟის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დღესვე, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე.

გერმანია პოლიცია

12 ნოემბერი 2019, 16:56

მსოფლიო

გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ISIS-ის 3 წევრი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელი მაკედონური წარმოშობის გერმანიის 24 წლის მოქალაქეა, მისი თანამზრახველები კი თურქეთის მოქალაქეები არიან.

მოლდოვა

12 ნოემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

მოლდოვის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. პრემიერმინისტრ მაია სანდუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 101 დეპუტატიდან 63-მა დაუჭირა. სხდომის პარალელურად პარლამენტის გარეთ ასობით ადამიანი შეიკრიბა სანდუსთვის მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.

ფილიპე VI 

12 ნოემბერი 2019, 16:51

მსოფლიო

ისტორიაში პირველად ესპანეთის მეფე ოფიციალური ვიზიტით კუბას ეწვია

ვიზიტი ჰავანის დაარსების 500 წლისთავს ეძღვნება, ესპანეთის მეფე და დეფოფალი კი კუბის დედაქალაქში 14 ნოემბრამდე დარჩებიან. ფილიპე VI ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ფილიპე VI-ს მამა, ხუან კარლოსი კუბას ორჯერ ეწვია, თუმცა მისი არც ერთი ვიზიტი ოფიციალური არ ყოფილა.

კატა

12 ნოემბერი 2019, 16:49

ტაბლოიდი

ტეხასელი რევოლუციონერი კატა მეგობრებს თავშესაფრიდან ათავისუფლებდა 🐈

"რევოლუციონერი" კატა, სახელად ქვილთი, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის თანამშრომლებმა "სამარტოო საკანში" ჩასვეს, ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე გაათავისუფლა მასთან ერთად, სპეციალურ ოთახში მცხოვრები კატები. თავშესაფარი Friends For Life ტეხასის შტატში მდებარეობს.

დარა ხოსროვშაჰი

12 ნოემბერი 2019, 16:30

მსოფლიო

ჰაშაღის მკვლელობაზე Uber-ის უფროსის მოსაზრების გამო კომპანიას ბოიკოტს უცხადებენ

Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰიმ საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობას "შეცდომა" უწოდა. ამის გამო, კომპანია სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს და ბოიკოტისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.

კრიშტიანუ რონალდუ

12 ნოემბერი 2019, 16:24

სპორტი

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ გუნდის პორტუგალიელი ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ „მილანთან“ მატჩში 55-ე წუთზე მოედნიდან გასვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა, შემდეგ კი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სახლში გაემგზავრა.

გამოფენა

12 ნოემბერი 2019, 16:18

კულტურა

რომში გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

გამოფენაზე გამოყენებულია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების, ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის, თაკო რობაქიძის ვიდეო რგოლი „მცოცავი ოკუპაცია“.

აჭარის ტელევიზია

12 ნოემბერი 2019, 16:14

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას კონკურენტი არ ჰყოლია. გიგა ჩხარტიშვილს ოთხი მრჩევლიდან სამმა მხარი დაუჭირა.

ერგნეთი

12 ნოემბერი 2019, 15:59

საქართველო

კოდისწყაროდან გატაცებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მხარეების პოზიციები კვლავ უცვლელია: დეფაქტო ცხინვალი საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვს, ქართული მხარე კი აცხადებს რომ მისი დემონტაჟი არ განიხილება. კვლავ ღია რჩება ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების საკითხი,ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, მხარები მხოლოდ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდებიან.

მკვლელობა

12 ნოემბერი 2019, 15:51

ძალოვნები

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,

კალათბურთი

12 ნოემბერი 2019, 15:51

სპორტი

თბილისი კალათბურთში 2020 წლის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს

ტურნირში კონტინენტის 22 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწიელეობას. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თბილისი 2021 წელს ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს.

ნურსულთან ნაზარბაევი

12 ნოემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს

ნაზარბაევი შეხვედრის ყაზახეთში გამართვას გეგმავს. მისი თქმით, ზელენსკი პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებებზე უკვე თანახმაა. „რუსეთის პრეზიდენტს ამის შესახებ უკვე შევატყობინე. ვნახოთ, თუ დათანხმდება“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

კრისტის აუქციონი

12 ნოემბერი 2019, 15:36

ეკონომიკა

კრისტის აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული საათი გაიყიდა

შვეიცარიაში, კრისტის საქველმოქმედო აუქციონზე, ყველაზე ძვირადღირებული საათი 24.2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. Daily mail-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კომპანია The Patek Philippe-ის უნიკალური ნაკეთობა Grandmaster Chime, დაახლოებით, 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდებოდა, თუმცა საათმა Rolex Daytona-ის რეკორდი ჩამოიტოვა.

წერილი ბოთლში

12 ნოემბერი 2019, 15:34

ტაბლოიდი

2010 წელს ბოთლით გაგზავნილ წერილზე ბიჭმა პასუხი 9 წლის შემდეგ მიიღო

2010 წლის აგვისტოში 10 წლის ვრედენბურგმა, რომელიც იმ დროს ბოსტონთან მდებარე პატარა ქალაქ როკპორტში ცხოვრობდა, ოკეანეში მინის ბოთლი ისროლა, რომელშიც მას წერილი ჰქონდა მოთავსებული. 9 წლის შემდეგ ბიჭმა, რომელიც ახლა უკვე მასაჩუსეტსის უნივერისტეტის სტუდენტია, პასუხი მიიღო.

რულა ხალაფი

12 ნოემბერი 2019, 15:26

მსოფლიო

ჟურნალ Financial Times-ს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს

პოსტს ლიბანელი რულა ხალაფი დაიკავებს, რომელიც ახლა მთავარი რედაქტორის, ლაიონელ ბარბერის მოადგილეა. ხალაფი მუშაობას 2020 წლის იანვარში შეუდგება, როცა ბარბერი პოსტს დატოვებს. „ჩემთვის უდიდესი პატივია, გავხდე მსოფლიოში საუკეთესო საინფორმაციო ორგანიზაცია FT-ის რედაქტორი“. - განაცხადა მან.

აფრიკული ძაღლის ლეკვი

12 ნოემბერი 2019, 14:45

ტაბლოიდი

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ. ზოოპარკის თანამშრომლების ინფორმაციით, ამგვარი ჯიშის რამდენიმე ლეკვი დაიბადა, თუმცა რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგან დედას პატარები ბუნაგში ჰყავს შემალული და ახლოს არავის უშვებს. აფრიკული მოხატული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.

პროკურატურა

12 ნოემბერი 2019, 14:42

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები დააკავა

თბილისის პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავას კი ბრალი წაუყენა.