imedi /  11 ნოემბერი 2019, 00:58 / სანდო წყარო

The Sunday Times-მა დაასახელა რუსი ბიზნესმენები რომლებიც შესაძლოა Brexit-ს აფინანსებდნენ

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

გაზეთმა The Sunday Times დაასახელა რუსული წარმოშობის ბიზნესმენები, რომლებიც ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის მიერ რუსეთის მხრიდან ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში ფიგურირებენ. 

კომიტეტის წევრებმა ანგარიშის მომზადების პროცესში გამოკითხეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და ასევე დაინტერესდნენ Brexit-ზე გამართულ რეფერენდუმში რუსი ბიზნესმენების შესაძლო ჩარევის შესახებ.

The Sunday Times-ის ცნობით, ჩამონათვალში მყოფი ყველა ადამიანი მნიშვნელოვნად დაეხმარა ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მმართველ პარტიას. სიაში სულ 10 ადამიანია, თუმცა გაზეთმა მხოლოდ სამი დაასახელა:

ალექსანდრ ტემერკო - 1990-იან წლებში ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და დაკავებული იყო სამხედრო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფით. მოგვიანებით ის ნავთობკომპანია ЮКОС-ის ხელმძღვანელობაში იყო. მიხეილ ხადარკოვსკის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, სადაც ის თაღლითობაში იყო ეჭვმიტანილი, ტემერკომ რუსეთი დატოვა. 2011 წლიდან ის ბრიტანეთის მოქალაქეა, ბორის ჯონსონს კი ახლო მეგობრად მოიხსენიებს. ბოლო 7 წლის განმავლობაში ტემერკომ კონსერვატიულ პარტიას 1.2 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესწირა.

ლუბოვ ჩერნუხინა - რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაციის (VEB.RF) ხელმძღვანელის მეუღლე. გაზეთის ცნობით, ლუბოვ ჩერნუხინამ ბორის ჯონსონთან და დევიდ კემერონთან გოლფის სათამაშოდ 161 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ასეთი თამაშები ბრიტანეთში შემოწირულობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ასევე მან ხუთი წლის განმავლობაში 514 ათასი ფუნტი სტერლინგი შესწირა კონსერვატიულ პარტიას (ეს ადრეც იყო ცნობილი), ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან პარტიას გასულ წელს 450 ათასი ფუნტი შესწირა.

ალექსანდრ ლებედევი - უმსხვილესი ინვესტორი და რუსული მედიასაშუალება "ახალი გაზეთის" კერძო აქციონერი, ასევე ფლობს გაზეთებს Evening Standard-ი და Independent-ი. ანგარიშში წერია, რომ მისი ვაჟი ევგენი ლებედევი ხშირად ეპატიჟებოდა ბორის ჯონსონს იტალიაში თავის ციხე-სიმაგრეში. ბრიტანული მედია ხაზს უსვამს, რომ ლებედევი საბჭოთა კავშირის დროს კგბ-ში მუშაობდა.

ნოემბრის დასაწყისში ასევე ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ ბორის ჯონსონის მთავარ მრჩეველს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ.

ყველა სიახლე

Huawei Mate X 5G

17 ნოემბერი 2019, 10:17

ტექნოლოგიები

Huawei-ის დასაკეცი სმარტფონების პირველი პარტია 2 წუთში გაიყიდა

Huawei-ის ონლაინმაღაზიაში დასაკეცი სმარტფონის Huawei Mate X 5G-ის პირველი პარტია გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიამ გასაყიდად ახალი სმარტფონის მცირე პარტია გაიტანა, თუმცა საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად, მარაგი 2 წუთში ამოიწურა.

გოგა ბითაძე

17 ნოემბერი 2019, 10:03

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, შინ „მილუოკი ბაქსი" მიიღო და 83:102 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18:20 წუთი გაატარა და თავის აქტივში 7 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

17 ნოემბერი 2019, 10:00

საქართველო

ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება, - ამის შესახებ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი.

საპროტესტო აქცია

17 ნოემბერი 2019, 09:24

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

„ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 საათზე, ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე) გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და გავაპროტესტოთ მისი უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხულიო სესარ განდარილია

17 ნოემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს ხულიო სესარ განდარილიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი. სანქციები ასევე ეხება ხულიო სესარ განდარილიას ორ შვილს. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

ფილმი ჯოკერი

17 ნოემბერი 2019, 09:08

კულტურა

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. ფილმმა, რომლის პრემიერაც აშშ-ში 28 სექტემბერს გაიმართა, შიდა ბაზარზე გაქირავებიდან 316 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით კი მილიარდს გადააჭარბა.

მინსკი

17 ნოემბერი 2019, 08:45

მსოფლიო

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამომრჩეველთა სიაში დაახლოებით 6,8 მილიონი ადამიანია. წარმომადგენელთა პალატის 110 მანდატისთვის 513 კანდიდატი იბრძვის, მათგან 32 კი მოქმედი მოწვევის პარლამენტის წევრია.

აშშ ჩინეთი

17 ნოემბერი 2019, 08:35

ეკონომიკა

ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

„ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერმა ლიუ ჰემ ამერიკული მხარის ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი სავაჭრო მოლაპარაკებებშ აშშ-ის წარმომადგენელ რობერტ ლაიტჰაიზერთან და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან“, - აცხადებენ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში.

ესპანეთი ქალი ფეხბურთელები

17 ნოემბერი 2019, 08:24

სპორტი

ესპანეთში ქალი ფეხბურთელები გაიფიცნენ

ესპანეთში თითქმის ერთწლიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ 16 კლუბის 200-მდე ქალი ფეხბურთელი გაიფიცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გაფიცულები ითხოვენ პროფესიულ შეთანხმებას, რომელიც მინიმალურ სამუშაო პირობებს, მინიმალური ხელფასის ზღვარს და ორსულობის პერიოდში ანაზღაურების შენარჩუნებას დაარეგულირებდა.

სან-დიეგო სროლა

17 ნოემბერი 2019, 08:12

მსოფლიო

სან-დიეგოში სროლას 5-სულიანი ოჯახი ემსხვერპლა

Associated Press-ის ცნობით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. კერძოდ, მოკლულები არიან 3, 5 და 9 წლის ბავშვები. სამართალდამცველებმა სახლში ასევე აღმოაჩინეს 29 წლის ქალისა და 31 წლის კაცის ცხედრები. კიდევ ერთი დაჭრილი, 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

აქცია პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 01:02

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ, მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მანამდე პარლამენტის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს.

17 ნოემბერი 2019, 00:52

ტექნოლოგიები

აშშ-ში ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია პირველად ჩატარდა

აშშ-ში, დეტროიტში ჰენრი ფორდის სახელობის კლინიკაში პირველად პაციენტს ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია არ იყო დაგეგმილი. ექიმები რისკზე წავიდნენ და 17 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ვეიპერების დაავადება აღმოაჩნდა ფილტვები გადაუნერგეს.

ირანი

17 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ირანში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ქალაქ სირჯანის ცენტრში დაპირისპიებას ემსხვერპლა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ადგილზე შეტაკება მოხდა, როდესაც პროტესტის მონაწილეები საწვავის საწყობს დაესხნენ თავს. მეორე მომიტინგე ქალაქ ბეჰბაჰანში დაიღუპა. დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

ყვითელი ჟილეტები

17 ნოემბერი 2019, 00:15

მსოფლიო

პარიზში ყვითელი ჟილეტების აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

პარიზში, ყვითელი ჟილეტების აქციაზე, რომლითაც ანტისამთავრობო აქციების ერთი წლისთავს აღნიშნავდნენ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტები ძალადობრივ დაპირისპირებაში ჩაერთნენ. პოლიციამ 124 ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანა, 78 კი პატიმრობაშია.

თეირანი

16 ნოემბერი 2019, 23:55

მსოფლიო

თეირანში ამინდის გაუარესების გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

ირანის დედაქალაქ თეირანში ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა დროებით დაიხურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა. სკოლებში სწავლა არც ხვალ განახლდება. კვირა ირანში სამუშაო დღეა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ხვალ თეირანში დიდთოვლობა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ალექსანდრე გრიცენკო 

16 ნოემბერი 2019, 23:13

მსოფლიო

კიევში სამართალდამცველებმა „უკრექსიმბანკის“ პრეზიდენტი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ელენა გიტლიანსკაიამ უკრაინულ მედიასთან დაადასტურა, რომ „უკრექსიმბანკის“ პრეზიდენტი ალექსანდრე გრიცენკო დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი თქმით, გრიცენკოს დაკავების მიზეზი დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ფულის დატაცება და გათეთრება გახდა.

შოპინგი

16 ნოემბერი 2019, 22:50

ტექნოლოგიები

გერმანელი ექიმები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიზმი ფსიქიკურ აშლილობად აღიარონ

ჰანოვერის მედიცინის სკოლის სპეციალისტები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიკები ფსიქიურად არამდგრადებად ცნონ. რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ონლაინშესყოდვებზე, რაც მათი ფსიქიკის აშლილობაზე მიანიშნებს.

ბარაკ ობამა

16 ნოემბერი 2019, 22:30

მსოფლიო

ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რას ფიქრობს რეალურად ამომრჩეველი. ობამას შეფასებით, მათ უმრავლესობას სისტემის ჩამოშლა არ სურს. ობამას კონკრეტული კანდიდატის სახელი არ უთქვამს და არც კონკრეტული პოლიტიკური წინადადება გაუკრიტიკებია.

აქცია საქართველოს პარლამენტთან

16 ნოემბერი 2019, 21:55

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე დიდი კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს კარავი აქციის ორგანიზატორების შტაბის ფუნქციას შეასრულებს.

16 ნოემბერი 2019, 21:25

თემა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე საჯარო მოსმენები დაიწყო. რა ჩვენებები მისცეს მოწმეებმა?

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დონალდ ტრამპისიმპიჩმენტის შესახებ ღია მოსმენები დაიწყო. პროცედურა ჯერ კიდევ 24 სექტემბერს ამოქმედდა. მანამდე, ერთი თვის განმავლობაში მოწმეებსდახურულ რეჟიმში კითხავდნენ. ფორმატის შეცვლა გამოიწვია დემოკრატების სურვილმა, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიეპყროთიმპიჩმენტის პროცედურისადმი, რომლის მხარდაჭერაც საზოგადოებაში დასტაბილურდა და არ იზრდება. მანამდე მიღებული თითქმის ყველა ჩვენების სტენოგრამა პრესაში გამოქვეყნდა.