imedi /  16 ნოემბერი 2019, 19:44 / სანდო წყარო

პარიზში სამართალდამცველებმა „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციები აკრძალეს

პარიზის პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციების ჩატარება აკრაელა. ქალაქის პრეფექტურის განცხადებით ამის მიზეზია სასტიკი შეტაკებები სამართალდამცველებთან. ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ პრეფექტმა Twitter-ზე გაავრცელა. 


საფრანგეთის პოლიციამ პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციის სულ ცოტა 33 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციის გამო პარიზში 20-ზე მეტი მეტრო სადგური დაიკეტა.

„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა.

„ყვითელჟილეტიანების“ შესახებ ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

ყველა სიახლე

ბაგა-ბაღები

10 დეკემბერი 2019, 20:58

საქართველო

თბილისის ბაგა-ბაღები 30 დეკემბერსაც იმუშავებენ

თბილისში საჯარო ბაგა-ბაღები 30 დეკემბერსაც იმუშავებენ, ხოლო 31 დეკემბრიდან ზამთრის არდადეგები დაიწყება.ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ მათ ბევრმა მშობელმა სთხოვა სასწავლო დღე ყოფილიყო 30 დეკემბერი. თბილისის ბაღებში სწავლა 15 იანვარს განახლდება.

ანდრეი რუდენკო

10 დეკემბერი 2019, 20:44

საქართველო

რუდენკოს ვაჟა გაფრინდაშვილის მალე გათავისუფლების იმედი აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეი რუდენკო იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება. მისივე თქმით, დაკავებული ქართველი ექიმის საკითხი საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

ძაღლები

10 დეკემბერი 2019, 20:35

ტექნოლოგიები

ძაღლები ადამიანის ნათქვამს იმაზე კარგად აღიქვამენ ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ

ძაღლების განსაკუთრებული ნიჭის არსებობის დამტკიცება მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო, რომელსაც ბიოლოგი ჰოლი რუთ-ჰატერიჯი ხელმძღვანელობდა სასექსის უნივერსიტეტიდან. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნდა.

ზღარბები

10 დეკემბერი 2019, 20:25

ტაბლოიდი

აშშ-ში ქალი ოჯახური ძალადობისგან ზღარბებმა იხსნეს

აშშ-ში შტატ იუტაში მცხოვრები ქალი ოჯახური ძალადობისგან ზღარბებმა გადაარჩინეს. ქალმა ეკონომიკური პრობლემების და ძალადობისგან თავის დასაღწევად ზღარბების მოშენება დაიწყო. სტეფანი ქელერს მეგობარმა კაცმა სახლიდან გასვლა აუკრძალა და ქალი 10 წელი ძალადობის მსხვერპლი იყო.

მორგან სიპრე

10 დეკემბერი 2019, 20:16

სპორტი

ფრანგ მოციგურავეს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ფრანგ მოციგურავე მორგან სიპრეს არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა USA Today ავრცელებს. მისი ცნობით, 2017 წლის დეკემბერში სიპრემ 13 წლის ამერიკელ მოციგურავეს თავისი სასქესო ორგანოს ორი ფოტო გაუგზავნა.

ზაზა სარალიძე

10 დეკემბერი 2019, 20:03

ძალოვნები

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზაზა სარალიძეს გენპროკურატურაში უჩივის

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ზაზა სარალიძეს გენერალურ პროკურატურაში უჩივის. ადვოკატმა უწყებაში საჩივარი მუქარის, ასევე დაცვის უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლის თაობაზე შეიტანა.

10 დეკემბერი 2019, 19:42

მსოფლიო

კლიმატური კატასტროფისგან დედამიწის გადარჩენის ფასი დასახელდა

ანალიტიკოსების გათვლებით, დედამიწაზე კლიმატური ცვლილებების პროცესის შეჩერება მსოფლიო ეკონომიკას $,2,5 ტრილიონი დაუჯდება. ეს შეეხება ენერგეტიკის სექტორს, რომლის ხარჯებიც ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვის შემდეგ $900 მილიარდს გაუტოლდება. ასევე ხარჯები გაიზრდება.

კასპერსკი

10 დეკემბერი 2019, 19:41

ტექნოლოგიები

„კასპერსკის ლაბორატორია“ სმარტფონის გამოშვებას გეგმავს

„კასპერსკის ლაბორატორია“ დაცული სმარტფონის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ KasperskyOS-ის ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გრიგორი სიზოვმა განუცხადა. მისი თქმით, KasperskyOS-ის ბაზაზე შექმნილმა სმარტფონით შესაძლოა კორპორაციები და ბიზნესმენები დაინტერესდნენ.

მარი ფრედრიკსონი

10 დეკემბერი 2019, 19:03

კულტურა

მარი ფრედრიკსონისა და Roxette-ის მთავარი სიმღერები. ვიდეო

9 დეკემბერს ჯგუფის Roxette ვოკალისტი, მომღერალი მარი ფრედრიკსონი გარდაიცვალა. ის 61 წლის იყო. შვედური პოპპროექტი, რომელსაც სახელი ფრედრიკსონმა გაუთქვა, 1986 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ჯგუფმა ბევრი სიმღერა გამოუშვა, თუმცა ყველაზე ცნობილი მსმენელისთვის მაინც ბალადები აღმოჩნდა.

აბდელმალექ სელალი აჰმედ ოუიაჰია

10 დეკემბერი 2019, 19:02

მსოფლიო

ალჟირის ორ ყოფილ პრემიერს პატიმრობა მიესაჯა

ალჟირის სასამართლომ ორ ყოფილ პრემიერმინისტრს კორუფციის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. აჰმედ ოუიაჰიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, აბდელმალექ სელალს კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავრობის ყოფილი მეთაურები სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის ივლისში დააკავეს.

თამბაქო

10 დეკემბერი 2019, 18:48

ეკონომიკა

თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საქონლის იმპორტსა და მიწოდებაზე ზოგი გადასახადი უქმდება

კანონპროექტს, რომელსაც მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ - არცერთმა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის ინიციატორები აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი არიან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 დეკემბერი 2019, 18:29

მსოფლიო

ერდოღანი: ევროკავშირში შესვლაზე უარს ისლამის გამო გვეუბნებიან

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე უარს არა მოსახლეობის სიმრავლის გამო, არამედ მათი რელიგიური კუთვნილების გამო ეუბნებიან. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

გორის პოლიცია

10 დეკემბერი 2019, 18:11

საქართველო

ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ 7 დეკემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

დონალდ ტრამპი

10 დეკემბერი 2019, 18:03

მსოფლიო

იმპიჩმენტის ფარგლებში ტრამპს ბრალდებები წარუდგინეს

ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობის ხელი შეშლის მცდელობაში ადანაშაულებენ. ახლა წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. თუ კონგრესმენები ტრამპის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ საქმე კენჭისყრაზე სენატში გადავა.

10 დეკემბერი 2019, 17:59

საქართველო

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო. შესაბამისად 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება. საქმის განხილვა "რუსთავი2"-ის ყოფილმა მფლობელებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს.

კარავი

10 დეკემბერი 2019, 17:40

საქართველო

მმართველი გუნდის მხარდამჭერმა მოძრაობამ პარლამენტთან კარავი გაშალა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლემ", რომელშიც მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან გაწევრიანებულები, კარავი დადგა. მათი განცხადებით, მოძრაობის სათქმელი ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტი ძალა, მოქმედებს კონსტიტუციის მიღმა.

ივანე მაჭავარიანი

10 დეკემბერი 2019, 17:28

ეკონომიკა

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პლენარულ სხდომაზე 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს. უმრავლესობის წევრი სვეტლანა კუდბა დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ექთნების ანაზღაურების გაზრდა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა კი კითხვა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებზე დასვა.

10 დეკემბერი 2019, 17:24

საქართველო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9089 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ლარის ახალი კურსით, 1 დოლარის ღირებულება 2.9089 ლარია. დღეს 1 დოლარი 2.9446 ლარი ღირს, შესაბამისად დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0357 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ვალუტის კურსი ძალაში 11 დეკემბერს შევა.

შამანი დაკავება

10 დეკემბერი 2019, 17:02

ტაბლოიდი

იაკუტიაში დააკავეს შამანი, რომელმაც პუტინის „განსადევნად“ მსვლელობა განაახლა

იაკუტიაში ფედერალურ გზატკეცილზე შამანი ალექსანდრე გაბიშევი სამართალდამცველებმა დააკავეს. მას რუსეთის პრეზიენტ ვლადიმერ პუტინის „განდევნა“ სურს. მან მოსკოვისკენ მსვლელობა 2019 წლის 8 დეკემბერს განაგრძო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შამანის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

აუნ სან სუ ჩი

10 დეკემბერი 2019, 17:00

მსოფლიო

მიანმარს ჰააგის სასამართლოში გენოციდზე ბრალდებებისგან აუნ სან სუ ჩი დაიცავს

2017 წელს მიანმარში ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი ათასობით როჰინჯა მუსლიმი მოკლეს, ხოლო 700 000-ზე მეტი მეზობელ ბანგლადეშში დევნილად იქცა. მიანმარი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ექსტრემისტული საფრთხის წინააღმდეგ იყო მიმართული.