imedi /  22 ნოემბერი 2019, 22:00 / სანდო წყარო

აშშ-ის გენპროკურორი ჯეფრი ეპშტეინის სიკვდილს შეცდომების სერიას აბრალებს

ჯეფრი ეპშტეინი

ჯეფრი ეპშტეინი

მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობა ციხეში შეცდომების სერიის შედეგი გახდა. ამის შესხებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა. მის სიტყვებს BBC ავრცელებს

„მესმის იმ ადამიანების, ვინც ყველაზე ცუდი სცენარი წარმოიდგინა, რადგნ ეს შეცდომების იდეალური შტორმი იყო“, - განაცხადა ბარმა. 

მისი თქმით, სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ციხის ადმინისტრაციამ ეპშტეინზე დაწესებული განსაკუთრებული მეთვალყურეობა გააუქმა, რომელსაც სუიციდისკენ მიდრეკილ პატიმრებს უნიშნავენ. პროტოკოლის მიხედვით, ამ შემთხვევაში მის საკანში მეორე პატიმარიც უნდა ყოფილიყო, თუმცა ეპშტეინის „მეზობელი“ მის თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე სხვა ციხეში გადაიყვანეს.

ამასთან, ციხის ორ მცველს, რომლებიც მილიარდერის თვითმკვლელობის ღამეს მორიგეობდნენ, მოვალეობის შესრულებისას ინტერნეტით ერთობოდნენ ან ეძინათ. რამდენიმე დღის წინ მათ ციხის საბუთების გაყალბებაში ბრალდება წაუყენეს.

66 წლის ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა. 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. ეპშტეინის სიკვდილმა შეთქმულების თეორიები გააჩინა.

ეპშტენის ერთ-ერთი მსხვერპლი ვირჯინია ჯუფე ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანი იყო, როცა მილიარდერის ბრძანებით პრინც ენდიუსთან სექსი ჰქონდა. იორკის ჰერცოგი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ წარუმატებელი ინტერვიუს შემდეგ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი თქვა

ყველა სიახლე

მყინვარი

12 დეკემბერი 2019, 23:50

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ანტარქტიკაში ხმელეთის ყველაზე დაბალი წერტილი იპოვეს

ყინულით სავსე კანიონის სიღრმე 3.5 კილომეტრია. ამ დონეზე დაბლა მხოლოდ ოკეანეების ღარეებია. დედამიწის ყველზე დაბალი ხილვადი წერტილი კი მკვდარი ზღვის სანაპიროაა და ის ზღვის დონეზე მხოლოდ 413 მეტრით დაბლაა განლაგებული. აღმოჩენა მეცნიერებს პოლარული სამხრეთის მომავალი ცვლილებების უკეთ გაგებაში დაეხმარება.

12 დეკემბერი 2019, 23:31

მსოფლიო

ნიგერიაში ჯარისკაცების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

მალის საზღვართან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reueters-ი რეგიონში დაჯგუფების დანაყოფის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 30 სამხედრო დაკარგულად ითვლება.

ევო მორალესი

12 დეკემბერი 2019, 23:11

მსოფლიო

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი არგენტინაში თავშესაფრის მისაღებად ჩავიდა

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ მედია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა.

პირს ბროსნანი

12 დეკემბერი 2019, 22:56

კულტურა

პირს ბროსნანი Sony-ს „კონკიაში“ ითამაშებს

მთავარი გმირის როლზე მომღერალი კამილა კაბელო უკვე დაამტკიცეს. მას პარტნიორობას ბრიტანელი ნიკოლას გალიცინი გაუწევს, კონკიის ნათლიის როლს ბილი პორტერი ითამაშებს. პროექტის პროდიუსერი კომიკოსი ჯეიმს კორდენია, რეჯისორი კი კეი კენონი. მიუზიკლი ეკრანებზე 2021 წლის თებერვალში გამოვა.

გიგი უგულავა

12 დეკემბერი 2019, 22:25

ძალოვნები

უგულავას 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გარდა ამისა, უგულავამ საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი. წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 30 იანვარს ჩაინიშნა.

ჩილეს სამხედრო თვითმფრინავი

12 დეკემბერი 2019, 22:07

მსოფლიო

ჩილეში ავიაკატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

C130 Hercules-ი ქალაქ პუნტა-არენასიდან 10 დეკემბერს გაფრინდა და ანტარქტიდაზე სამხედრო ბაზაზე მიემგზავრებოდა, რა დროსაც ის რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავს ნავთობსადენის პერსონალი გადაჰყავდა. ბორტზე 38 ადამიანი იმყოფებოდა - 21 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი. თვითმფრინავის ნამტვრევები ჩილეს საჰაერო ძალებმა დრეიკის ზღვაში აღმოაჩინეს.

პაველ შერემეტი

12 დეკემბერი 2019, 21:55

მსოფლიო

უკრაინაში ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პაველ შერემეტი 2016 წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. 2019 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პროკურატურას მკვლელობის გამოძიების შესახებ ანგარიში მოსთხოვა.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 21:35

ეკონომიკა

გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად დეკლარაციას მოაწერა ხელი

გიორგი გახარიამ, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს, ეკონომიკური განზომილებით, სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარების კუთხით.

მანქანა დისტანციური მართვა

12 დეკემბერი 2019, 21:10

ტექნოლოგიები

ნიუ-იორკში კაცს დისტანციიდან დაქოქილი მანქანა დაეჯახა

21 წლის მაიკლ კოსანოვიჩი ორ გაჩერებულ Lexus IS300s-ს შორის იდგა, როცა ერთ-ერთი მათგანის მფლობელმა მანქანა დისტანციურად დაქოქა. ავტომობილი წინ წავიდა და კოსანოვიჩი ორ მანქანას შორის გაიჭედა. გამვლელებმა მანქანა გაწიეს, მაგრამ მან წინ მოძრაობა განაგრძო და კაცს მეორედ დაეჯახა.

მამუკა მდინარაძე

12 დეკემბერი 2019, 20:50

საქართველო

მდინარაძე ამერიკის საელჩოს განცხადებაზე: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ

„ჩვენს მიერ მიღებული კანონით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა“, - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. ამერიკის საელჩო დღეს გავრცელებულ განცხადებაში წუხს, პარლამენტის მიერ ზოგიერთი მოსამართლის დამტკიცების გამო.

დონალდ ტრამპი

12 დეკემბერი 2019, 20:25

მსოფლიო

ტრამპი გრეტა ტუნბერგის წლის ადამიანად დასახელებას გამოეხმაურა და ეკოაქტივისტს დამშვიდება ურჩია

„რა სასაცილოა. გრეტამ ბრაზის მართვის პრობლემაზე უნდა იმუშავოს, მერე კი მეგობართან ერთად კარგ, ძველებურ ფილმს უყუროს! დამშვიდდი, გრეტა, დამშვიდდი!“ - დაწერა ტრამპმა. Time-მა ტუნბერგი წლის ადამიანად 11 დეკემბერს დაასახელა. ამ ტიტულისთვის დონალდ ტრამპიც იბრძოდა.

აშშ-ის საელჩო

12 დეკემბერი 2019, 20:07

საქართველო

ამერიკის საელჩო წუხს პარლამენტის მიერ ზოგიერთი მოსამართლის დამტკიცების გამო

„კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან“, - წერია განცხადებაში.

12 დეკემბერი 2019, 20:02

მსოფლიო

მედია: ჯიჰადისტებმა ნიგერიაში 71 ჯარისკაცი მოკლეს

ჯიჰადისტებმა ნიგერიაში 71 ჯარისკაცი მოკლეს. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. არმიის პრესსპიკერის განცხადებით, თავდასხმა მალის საზღვართან, სამხედრო ბანაკზე მოხდა. ოფიციალური ცნობებით, 12 ჯარისკაცია დაჭრილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 30 სამხედრო დაკარგულად ითვლება.

ოთარ ჩრდილელი

12 დეკემბერი 2019, 19:37

საქართველო

უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

„უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა“, - წერს ჩრდილელი.

ეიტორ შიავე

12 დეკემბერი 2019, 19:03

ტაბლოიდი

ბრაზილიელმა მართვის მოწმობის გამოცდაზე თავი საკუთარ დედად გაასაღა

ეიტორ შიავეს 60 წლის დედამ გამოცდა სამჯერ ვერ ჩააბარა, ამიტომ შვილმა მისი დახმარება გადაწყვიტა. 43 წლის კაცმა ყვავილებიანი ზედა და კაბა ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა, ფრჩხილები მოიწესრიგა და გამოცდაზე თავი საკუთარ დედად გაასაღა. კაცი თაღლითობის და სხვა ადამიანის საბუთების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

12 დეკემბერი 2019, 18:35

საქართველო

ახალარჩეულმა მოსამართლეებმა პარლამენტში ფიცი დადეს

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა. პარლამენტმა არ დაამტკიცა: თამარ ალანია, შოთა გეწაძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი.

ფორბსის გავლენიანი ქალები

12 დეკემბერი 2019, 18:30

მსოფლიო

Forbes-მა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის ყველაზე გავლენიანი 100 ქალი დაასახელა. რეიტინგში პირველი ადგილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უკავია. მერკელი უკვე 9 წელია Forbes-ის სიის რეიტინგის სათავეშია. მეორე ადგილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდია.

ალპინიზმი

12 დეკემბერი 2019, 18:25

სპორტი

UNESCO-მ ალპინიზმი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ბოგოტაში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა „ალპინიზმი ტრადიციული ფიზიკური პრაქტიკაა, რომელიც მაღალმთიანი რაიონების გარემოს, ამ აქტიურობის ისტორიის და ღირებულებების ცოდნით და განსაკუთრებული უნარების ქონით ხასიათდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ოქრიაშვილი

12 დეკემბერი 2019, 17:56

საქართველო

ოქრიაშვილმა განმარტა რატომ არ დაუჭირა მხარი მელიასთვის მანდატის შეწყვეტას

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მან იმიტომ არ დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი, რომ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია და ამის უფლება აქვს.

ბაკურიანი

12 დეკემბერი 2019, 17:47

სპორტი

ბორჯომი და ბაკურიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის 2025-ის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქია

ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭა. ამ საკითხზე თებერვალში ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის წევრები ჩამოვლენ და სიტუაციას ადგილზე შეაფასებენ.