imedi /  22 დეკემბერი 2019, 20:15 / სანდო წყარო

მოსკოვი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქეთის ნაკადის“ წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს უპასუხებს

სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

რუსეთი უპასუხეს აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქეთის ნაკადი“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თუმცა ამას საკუთარი ინტერესების საზიანოდ არ გააკეთებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„სანქციებს ვუპასუხებთ, მაგრამ ისე რომ საკუთარ თავს ზიანი არ მივაყენოთ, თუმცა აუცილებლად ვუპასუხებთ. რა თქმა უნდა, ამას გავითვალისწინებთ ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბებისას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

21 დეკემბერს მილსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქეთის ნაკადი“ წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ამოქმედდა. 

2020 წლის თავდაცვითი ბიუჯეტის კანონპროექტი სენატმა 17 დეკემბერს მიიღო. მანამდე, 11 დეკემბერს დოკუმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა, 20 დეკემბერს კი კანონპროექტს ტრამპმა მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ ამოქმედდა.

რა გაზსადენია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და რატომ ებრძვის მის აშენებას აშშ ვრცლად იხილეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

სასტუმრო ბუდაპეშტი

23 იანვარი 2020, 16:47

ეკონომიკა

თბილისის ვიცემერი: ინვესტორები ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტს“ ვერ ააშენებენ

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ინვესტორები „ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“. მერიამ ინვესტორებს რამდენიმე ფართი შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადეს.

23 იანვარი 2020, 16:46

საქართველო

გახარია დავოსის ფორუმზე: აშშ-სთან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეულ რეალურ და ხელშესახებ შედეგებს - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლას.

ინდოეთი რობოტი-ასტრონავტი

23 იანვარი 2020, 16:42

ტექნოლოგიები

ინდოეთმა ქვეყნის პირველი რობოტი-ასტრონავტი წარადგინა

რობოტს ვიიომ მიტრა ჰქვია, რაც სანსკრიტზე „მეგობარს კოსმოსში“ ნიშნავს. მისი მთავარი ამოცანა ორბიტაზე ასტრონავტების დახმარებაა. კერძოდ, ის ასტრონავტების კითხვებზე პასუხის გაცემასა და სხვადასხვა ოპერაციების შესრულებაზეა დაპროგრამებული. ის კოსმოსში წლის ბოლომდე გაემგზავრება.

მხედვარი ჰენრი კავილი

23 იანვარი 2020, 16:27

კულტურა

Netflix-ი სერიალ „მხედვარის“ მიხედვით ანიმაციურ ფილმს გადაიღებს

ცნობილია ფილმის სახელწოდება - „მხედვარი: მგლის კოშმარი“. მისი სიუჟეტი კი გამოგონილ კონტინენტზე ახალი საფრთხის შესახებ მოგვიყვება. ახალი პროექტის სცენარზე სერიალ „მხედვარის“ შოურანერი ლორენ ჰისრიჩი და ბო დემაიო მუშაობენ.

ხორავას ქუჩა მკვლელობა

23 იანვარი 2020, 16:27

ძალოვნები

მირზა სუბელიანის შვილის თქმით მიხეილ კალანდიას დავით სარალიძე არ მოუკლავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესზე დღეს ჩვენება მირზა სუბელიანის შვილმა მისცა. ის ბრალდების მხარის მოწმედ დაიკითხა დღეს. ალექსანდრე სუბელიანის თქმით, მიხეილი მკვლელი არ არის.

ჟან პოლ გოტიე

23 იანვარი 2020, 16:24

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო ჩვენება გამართა

შოუში მისი ცნობილი მუზები და ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელი მსახიობი დიტა ფონ ტიზი, მის საფრანგეთი და მის სამყარო-2016 ირის მიტენარი, ამერიკელი ტოპმოდელი ბელა ჰადიდი, ესპანელი მსახიობი როსი დე პალმა და ასევე ფრანგი მომღერალი მილენ ფარმერი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

23 იანვარი 2020, 16:20

საქართველო

მევლუთ ჩავუშოღლუ ნატოს: საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს

„არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ნატოში, ან რატომ არ ვანიჭებთ წევრობის სამოქმედო გეგმას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. მის სიტყვებს Reuters-ი ავრცელებს.

23 იანვარი 2020, 16:18

ტექნოლოგიები

150 სკოლაში Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა დაიწყონ ქართულ მხარესთან.

კიევი

23 იანვარი 2020, 15:51

მსოფლიო

უკრაინაში მოსახლეობის რაოდენობა ელექტრონული მონაცემებით დაითვალეს

ანალიზის დროს გაითვალისწინეს უკრაინის სამი მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის მონაცემები, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურისა და ელექტრონული რეესტრების მონაცემები, ასევე ფიზიკური პირების სახელმწიფო რეესტრის მონაცემები. ბოლო ოფიციალური აღწერა 2001 წლის დეკემბერში ჩატარდა.

დუმა

23 იანვარი 2020, 15:51

მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საუბარია რეფორმაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო სათათბიროსადმი მიმართვისას დააანონსა. ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დუმისთვის პრემიერმინისტრის კანდიდატურის დამტკიცების უფლების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

ილია II

23 იანვარი 2020, 15:37

საქართველო

ილია მეორეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა

„პატრიარქი რამდენიმე დღეა, აჭარაში იმყოფება. იგი საჭიროებს პერიოდულ გამოკვლევებს. კლინიკაში გამოკვლევების ჩატარების მიზნით მივიდა. ის კლინიკას სავარაუდოდ დღესვე დატოვებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

როჰინჯა მუსლიმები

23 იანვარი 2020, 15:28

მსოფლიო

გაეროს სასამართლომ მიანმარში როჰინჯა მუსლიმების გენოციდის პრევენციის ბრძანება გასცა

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ბრძანება გასცა, რომ მიანმარში როჰინჯა მუსლების გენოციდის შესაჩერებლად ქმედებები გატარდეს. 17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად დაუჭირა მხარი მოწოდებას, რომ მიანმარმა „თავისი ძალის ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღოს“ გენოციდის თავიდან ასაცილებლად.

ჩინეთი ვირუსი

23 იანვარი 2020, 14:55

საქართველო

ჩინეთში საქართველოს საელჩომ ცხელი ხაზი აამოქმედა

ჩინეთში გავრცელებული უცნობი ვირუსის გამო, საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დიპლომატიურმა უწყებამ ცხელი ხაზი ჩართო. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე +86 137 168 77 635. საელჩოს ცნობით, ჩინეთში მოგზაურობაზე ჯერ აკრძალვა არ არის.

ბაღები

23 იანვარი 2020, 14:54

საქართველო

ყვარელში საბავშვო ბაღებს რამდენიმე დღეა ხორცი არ მიეწოდება

„გამარჯვებულ შესაბამისი დოკუმენაციის ატვირთვა შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე არ მოუხდენია,ამიტომ იძულებულები გავხდით კომპანიის დისკვალიფკაცია მიგვეხდინა “,- ამბობს ყვარლის მუნიცუპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 14:47

მსოფლიო

კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი ჩინეთის კიდევ ერთ ქალაქში გამოცხადდა

უხანის შემდეგ კარანტინი ჩინეთის კიდევ ერთ ქალაქ ჰუანგანში გამოცხადდა. უხანის მეზობელ ქალაქში 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში, ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 500-ზე მეტ ადამიანს დაუსვეს.

მიხეილ კალანდიას მამა და ძმა

23 იანვარი 2020, 14:36

ძალოვნები

მიხეილ კალანდიას პროცესზე დაპირისპირება მოხდა

ზაზა სარალიძის ამ სიტყვებს დარბაზში კალანდიების მხრიდან ხმაური მოჰყვა. „მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ჰყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი“, - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ. კალანდიას ძმის თქმით, კი კალანდიები ორი წელია შეურაცხყოფას იყენებენ, ახლა კი ყველაფერს გაეცემა პასუხი.

გლორია

23 იანვარი 2020, 14:31

მსოფლიო

ესპანეთში შტორმს ათი ადამიანი ემსხვერპლა

სტიქია ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროს შეეხო: უამინდობის გამო გადაკეტილია გზები, აგრეთვე დახურულია ვალენსიისა და განდიას პორტები. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

უზენაესი სასამართლო

23 იანვარი 2020, 14:21

საქართველო

უზენაესის თავმჯდომარის არჩევის პროცესის გაჭიანურება მესამე სექტორს კითხვებს უჩენს

ქვეყნის მთავარი მოსამართლის პოსტზე არაოფიციალურად შალვა თადუმაძის კანდიდატურა განხილება, იმ შემთხვევაში თუ საბჭო უზენაესი სასამართლოს წევრთაგან სწორედ თადუმაძეს შეარჩევს, მას პარლამენტისგან ნდობის მოპოვება დასჭირდება იმისათვის, რომ უმაღლეს ინსტანციაში ვაკანტური თანამდებობა ათი წლის ვადით დაიკავოს.

უკრაინა

23 იანვარი 2020, 14:10

ეკონომიკა

უკრაინა თავის რკინიგზას გერმანიას სამართავად გადასცემს

უკრაინის პრემიერმინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა, რომ უკრაინას სურს, გერმანიას 10 წლით გადასცეს ქვეყნის რკინიგზის კომპანია. პრემიერმა დასძინა, რომ დეტალები შესათანხმებელია, თუმცა „ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 13:42

საქართველო

WHO კორონავირუსის გამო საერთაშორისო დონეზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანა მოემზადოს საერთაშორისო დონეზე შესაძლო საგანგებო მდგომარეობისთვის. კომიტეტის სხდომაზე გუშინ განხილული ინფორმაცია არ იყო სრულად საკმარისი.