imedi /  31 დეკემბერი 2019, 15:20 / სანდო წყარო

უკრაინა და რუსეთი პატიმრების გაცვლის პროცესის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები პატიმრების გაცვლის პროცესის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას მიიღეს. კიევი უკრაინაში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების სიას შეადგენს, მოსკოვი კი ანალოგიურ სიას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მყოფი პატიმრებისგან წარმოადგენს. 

29 დეკემბერს დონეცკში კიევმა და პრორუსულმა სეპარატისტებმა პატიმრები გაცვალეს. დაზუსტებული მონაცემებით, კიევს 76 ადამიანი დაუბრუნეს, სეპარატისტულ რეგიონებში კი 124 პატიმარი დაბრუნდა. 

პატიმრების გაცვლის პროცესი შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეკემბერში, პარიზში გამართულ „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე მიაღწიეს, რომელშიც უკრაინისა და რუსეთის გარდა საფრანგეთი და გერმანია იღებენ მონაწილეობას.

რუსეთმა და უკრაინამ კი პატიმრები 7 სექტემბერს გაცვალეს. რუსული მედიის ინფორმაციით, გაცვლა 35/35 სქემით მოხდა.

ყველა სიახლე

ახალგორი

24 იანვარი 2020, 12:33

საქართველო

ახალგორში მცხოვრები პენსიონერებისთვის „გამშვები პუნქტი“ გაიხსნა

დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადასვლის უფლება მისცა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების საბჭოს ორი დეკემბრის გადაწყვეტილებით, ახალგორის გამშვებ პუნქტს პენსიონერებისთვის ხუთი დღით გახსნიდა.

სუნდარ პიჩაი

24 იანვარი 2020, 12:31

ტექნოლოგიები

Android 11-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

კომპანია Google-მა დეველოპერების კონფერენციის თარიღი დაასახელა, რომელზეც Android-ის ახალი ვერსიის პრეზენტაციაა დაგეგმილი. XDA Developers​-ის ცნობით, ღონისძიება 12-14 მაისს ქალაქ მაუნთინ-ვიუში გაიმართება. ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი Google-ის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ გაასაჯაროვა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი შარლ მიშელი

24 იანვარი 2020, 12:13

მსოფლიო

შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა Brexit-ის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ მიშელი Twitter-ზე წერს. 29 იანვარს შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტში იგეგმება.

აშშ

24 იანვარი 2020, 12:07

მსოფლიო

აშშ-ში ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

შეერთებული შტატები ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალ რეგულაციას დღეიდან აამოქმედებს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ახალი რეგულაციით, ფეხმძიმე ქალებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ შეერთებულ შტატებში მათი ვიზიტის მიზანს ბავშვის გაჩენა არ წარმოადგენს. ახალი რეგულაცია „ბი“ ტიპის ტურისტულ ვიზაზე ვრცელდება.

ესპანეთი

24 იანვარი 2020, 11:52

მსოფლიო

ესპანეთში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალმა „გლორიამ“ ესპანეთის აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა. ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრს აღემატება. ტალღების სიმაღლემ ესპანეთის სანაპიროებთან 10 მეტრს გადააჭარბა. მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურმა თოვამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ესპანეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

აჭარა

24 იანვარი 2020, 11:40

საქართველო

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი 17 სკოლაში შეწყდა. აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი ხულოს 10 და შუახევის 7 სკოლაში არ ჩატარდა. ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს.

24 იანვარი 2020, 11:33

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 830-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მისი შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება ნაადრევია.

კახა დამენია

24 იანვარი 2020, 11:15

ძალოვნები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა დამენია დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კ.დ. დამნაშავედ ცნო.

24 იანვარი 2020, 10:58

მსოფლიო

პერუში საწვავმზიდის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ლიმაში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა Comercio-ს ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ახლომდებარე შენობებზეც გავრცელდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.

მორის ყვითელაშვილი

24 იანვარი 2020, 10:48

საქართველო

მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ყვითელაშვილი საქართველოს სახელით 2017 წლიდან ასპარეზობს. მის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მეოთხეა, რომელიც ქართველმა მოციგურავეებმა ბოლო ორი თვის მანძილზე დაიმსახურეს. დეკემბერში კაზაკოვა-რევიას წყვილი გრან-პრის და ბუტაევა-ბერულავას დუეტი კი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.

ჯონ ვიაფარა

24 იანვარი 2020, 10:15

სპორტი

კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს აშშ-ში გაასამართლებენ

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯონ ვიაფარა აშშ-ს გადასცეს. ექსტრადირებულ სპორტსმენს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ვიაფარა კოლუმბიის ქალაქ კალიში 2019 წელს, ტეხასის საოლქო სასამართლოს მოთხოვნით დააპატიმრეს. ამერიკული მხარის მტკიცებით, ფეხბურთელი 2008-2018 წლებში აშშ-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების ტრანზიტს ახორციელებდა.

ჩვილი

24 იანვარი 2020, 10:04

საქართველო

ვარკეთილში ლიფტში ნაპოვნი ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს. შემთხვევა 23 იანვარს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა ჰქონდა.

24 იანვარი 2020, 09:50

საქართველო

შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ზვავი ჩამოწვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარის მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან წმენდა გვიან ღამით დაიწყო. შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ჩამოწვა ზვავი, თუმცა პრობლემა მყისიერად აღმოიფხვრა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მარიო ლეიტე და სილვა

24 იანვარი 2020, 09:34

ეკონომიკა

ანგოლელი მილიარდერი ქალის საქმის ფიგურანტმა ბანკირმა თანამდებობა დატოვა

​​​​​​​ანგოლური ბანკის, Banco de Fomento Angola-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარიო ლეიტე და სილვამ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც გენერალურმა პროკურატურამ მას აფრიკის უმდიდრესი ქალის, იზაბელ დუშ სანტუშის საქმეზე ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტრო

24 იანვარი 2020, 09:17

საქართველო

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა

ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ცენტრი საქართველოსთვის ინოვაციურია - ასეთი მოდელის და ფუნქციების ორგანო საქართველოში დღემდე არასდროს ყოფილა.

კაროლინ ვოზნიაცკი

24 იანვარი 2020, 09:06

სპორტი

კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერა დაასრულა

დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ სპორტული კარიერა დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ტუნისელ ონს ჟაბერთან 5:7, 6:3, 5:7 დამარცხდა.

Tinder

24 იანვარი 2020, 08:47

ტექნოლოგიები

Tinder-ში პოლიციის გამოძახების ღილაკი გაჩნდება

გაცნობის აპლიკაცია Tinder-ში გაჩნდება სპეციალური ღილაკი, რომელზე დაჭერითაც მომხმარებელი პოლიციას გამოიძახებს, თუ პაემნის დროს თავს საფრთხეში იგრძნობს. ამ მიზნით Tinder-ის მფლობელი კომპანია Match Group-ი აპლიკაცია Noonlight-ის წილს შეიძენს, რომელიც ადამიანის ადგილსამყოფელს სწავლობს და საფრთხის დროს საგანგებო სამსახურს უკავშირდება.

ჯორჯ სოროსი

24 იანვარი 2020, 08:30

ტექნოლოგიები

სოროსმა Facebook-ი ტრამპის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, სოციალური ქსელი Facebook-ი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარება. ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, იუწყება Bloomberg-ი.

ჩინეთი ვირუსი

24 იანვარი 2020, 08:21

მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო პეკინში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

გაუქმდა ფესტივალები და ბაზრობები, რომლებიც ტრადიციულად ტაძრებში იმართება. გარდა ამისა, 25 იანვრიდან დაიკეტება „აკრძალული ქალაქი“ - კომპლექსი, რომელიც პეკინის ცენტრში მდებარეობს და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა.

კაპიტანი მარველი

24 იანვარი 2020, 00:51

კულტურა

„კაპიტან მარველის“ სიქველი 2022 წელს გამოვა

უკვე ცნობილია, რომ სცენარს მეგან მაკდონელი დაწერს, რომელიც ახლა Marvel-ის კინოსამყაროში შემავალ სერიალზე „ვანდა-ვიჟენი“ მუშაობს. სავარაუდოდ პროექტს მსახიობი ბრი ლარსონი დაბრუნდება, რომელმაც პირველ ნაწილში მთავარი როლი შეასრულა.