imedi /  04 იანვარი 2020, 16:35 / სანდო წყარო

ბაღდადში გენერალ ყასემ სულეიმანის ემშვიდობებიან

სულეიმანის პანაშვიდი ბაღდადი

„სიკვდილი ამერიკას“ - ამ სიტყვების სკანდირებით ბაღდადში დონალდ ტრამპის ბრძანებით მოკლულ ირანელ გენერალ ყასემ სულეიმანის, დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერ აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისიდას და მათთან ერთად დაღუპულებს ემშვიდობებიან. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ადამიანი ერაყის დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა, მათ ხელში ერაყის დროშები და გენერლის პორტრეტები უკავიათ. მათ დაღუპულების პატივსაცემად ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. პროცესიაში ერაყის პრემიერმინისტრი ადილ აბდულ-მაჰდი და ქვეყნის უზენაესი სულიერი ლიდერი აიათოლა ჰამენეი მონაწილეობენ. 

აშშ-ის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული ირანელების ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ. დონალდ ტრამპმა კი დღეს სულეიმანის ტერორისტი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ომი არ სურს, თუმცა ამერიკელი ხალხის დასაცავად საჭირო გადაწყვეტილებებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს.

ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს. 

პირველ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.

31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.

მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი და დაიწყება თუ არა ომი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

27 იანვარი 2020, 15:17

საქართველო

ამირან გამყრელიძე: წამალი რომელიც კორონავირუსის ამ ქვეტიპზე იმოქმედებს, არ არსებობს

ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღდეგ რაიმე სპეფიციკური მკურნალობა, ვაქცინა ან წამალი არ არსებობს. მისი თქმით, კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი 5-დან 14 დღემდეა.

ჰენდრიკ დამსი

27 იანვარი 2020, 15:10

მსოფლიო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ბელგიელი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს. ინფორმაცია ამის შესახებ საპარლამენტო ასამბელის Twitter-გვერდზე გავრცელდა. დამსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“ წარმოადგენს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 15:04

მსოფლიო

ინდონეზია კორონავირუსის გამო ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს

ინდონეზიის ხელისუფლება „კორონავირუსის“ გავრცელების გამო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს. The Jakarta Post-ის ცნობით, მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის სპეციალური რეკომენდაციების შემუშავებასაც გეგმავს.

სოფ. ქერეს მოსახლეობის აქცია

27 იანვარი 2020, 14:55

საქართველო

გამყოფ ზოლთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა სკოლას და საბავშვო ბაღს ითხოვს

სექტემბრიდან 70-მდე ბავშვს ყოველდღიურად მეზობელი სოფლების სკოლებში უწევთ სიარული, პატარები კი თითქმის 3 წელი ფლავის საბავშვო ბაღში დაჰყავთ. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარეაბილიტაციოდ სექტემბრიდან დაიხურა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

სამხედროები

27 იანვარი 2020, 14:44

ძალოვნები

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.

გერმანია ჯარი

27 იანვარი 2020, 14:34

მსოფლიო

550 გერმანელი სამხედრო მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირია ეჭვმიტანილი

გერმანიის შეიარაღებული ძალების 550 სამხედრო მოსამსახურეს შესაძლოა, მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირი ჰქონდეს. ამის შესახებ გამოცემა Welt am Sonntag-ს გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა კრისტოფ გრამმა განუცხადა.

ავიაკატასტროფა

27 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში სამოქალაქო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ინფორმაციას TOLO News-ი Twitter-ზე ავრცელებს. ინციდენტი სოფელ დეხ ოაკთან მოხდა. ამ ტერიტორიას მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს. ადგილობრივებმა ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს. თვითმფრინავი კომპანია Ariana Afghan Airlines-ს ეკუთვნის.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

27 იანვარი 2020, 14:16

საქართველო

ილია მეორე: წმინდა ნინო ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის შუამავალია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორის განცხადებით, საქართველოს ეკლესია ერთადერთია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, „რომელიც ქალმა მოაქცია“.

ლაშა გურგულიანი

27 იანვარი 2020, 14:08

სპორტი

ლაშა გურგულიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი დაიცვა

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და „ბოქსინგ გრუპ პრომოუშენის“ მიერ ორგანიზებულ ბრძოლაში გურგულიანმა ედგარ ორტეგა მერვე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ერის ბაღში გამართულ შეხვედრას მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი ესწრებოდა.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 14:03

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს ჩინეთში მოგზაურობა შეზღუდონ

მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის ჩინეთიდან პირდაპირი რეისები გადადებულია, ხოლო შემდეგი რეისების გადადების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრაზე მიიღებენ. რაც შეეხება ჩინეთთან ვაჭრობის კუთხით შეზღუდვვების დაწესებაზე, ამის შესახებ ჯერჯერობით რეკომენდაციები არ არის.

სლოვაკეთი

27 იანვარი 2020, 14:02

მსოფლიო

სლოვენიის პრემიერმინისტრი გადადგა

სლოვენიის პრემიერმინისტრმა მარიან შარეცმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. რუსული მედიის ცნობით, მან გადადგომის მიზეზად მინისტრთა კაბინეტში არსებული პრობლემები დაასახელა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

27 იანვარი 2020, 13:46

ძალოვნები

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროს ერგასლან ლომაძეს. მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. მოსამართლემ მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე ცნო სრულიად უდანაშაულოდ.

იაპონია

27 იანვარი 2020, 13:44

ტაბლოიდი

იაპონიაში მარტოხელებს „ოჯახის დაქირავების“ სერვისს სთავაზობენ

იაპონიაში მუშაობს ბევრი კომპანია, რომელიც მოქალაქეებს „ოჯახის დაქირავების“ სერვისს სთავაზობს, ამის შესახებ BBC წერს. კომპანიის მფლობელები აცხადებენ, რომ ასეთი სერვისი ადამიანებს აბედნიერებს და მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ახლობლები დაკარგა და მარტო დარჩა.

პალიასტომის ტბა

27 იანვარი 2020, 13:28

ძალოვნები

მაშველებმა პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

კაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს გავრცელდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგულის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც.

მეუფე იაკობი ანდრია სარია

27 იანვარი 2020, 13:20

საქართველო

მეუფე იაკობი: ანდრია სარია მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი ბოდბის დედათა მონასტრიდან გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა. მეუფე იაკობის თქმით, ის მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია და თუ საკითხის განხილვა უნდა, საპატრიარქოში შეუძლია მივიდეს.

მეუფე იაკობი

27 იანვარი 2020, 13:13

საქართველო

მეუფე იაკობი: ქართველები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ რომ არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ქართველები ვართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობა იყოს და არჩევნებიც მშვიდობით ჩატარდეს. ამის შესახებ მან ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგებისას თქვა, სადაც წმინდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნეს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 13:06

მსოფლიო

მონღოლეთმა კორონავირუსის გამო ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა

მონღოლეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთთან საზღვარი ჩაიკეტა. ქვეყანაში ასევე შეჩერდა სასწავლო პროცესი და აკრძალა თავშეყრის ადგილებში შეკრება. ჩინეთში კორონავირუსისგან უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია.

Usher ბილი აილიში არიანა გრანდე

27 იანვარი 2020, 13:05

ტაბლოიდი

როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები „გრემის“ წითელ ხალიჩაზე

ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის მთავარი ტრიუმფატორიც 18 წლის მომღერალი ბილი აილიში გახდა. გამოცემა The Hollywood Reporter-ი წითელ ხალიჩაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ჯონ ბოლტონი

27 იანვარი 2020, 13:04

მსოფლიო

NYT: ბოლტონის მემუარების თანახმად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ბაიდენზე გამოძიებას უკავშირდება

იანვრის დასაწყისში ბოლტონმა განაცხადა, რომ თუ უწყებას მიიღებს, ჩვენების მისაცემად მზად არის. ტრამპი თავის მხრივ ირწმუნებოდა, რომ სურს პომპეო და ბოლტონი სენატში გამოჩნდნენ, თუმცა აქვე გაფრთხილებაც გააკეთა, რომ ბოლტონის ჩვენებამ ქვეყნის უსაფრთხოებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

ზუგდიდი

27 იანვარი 2020, 12:45

ძალოვნები

ზუგდიდში 65 წლამდე კაცმა შშმ გოგო გააუპატიურა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 1955 წელს დაბადებული პირი დააკავეს. როგორც გაირკვა, 22 წლამდე გოგო შშმ პირია და შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.