imedi /  06 იანვარი 2020, 17:34 / სანდო წყარო

ერაყის მთავრობამ ამერიკელ სამხედროებს ქვეყანაში გადაადგილება შეუზღუდა

აშშ-ერაყი

ერაყის მთავრობამ თავისი ტერიტორიიდან უცხოელი არმიის გაყვანისთვის მზადება დაიწყო. როგორც Al Arabija იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან ძალების ხელმძღვანელმა აბდელ კარიმ ხალაფმა განაცხადა.

მისივე თქმიდან, ამ მომენტიდან საერთაშორისო კოალიციის სამხედროებს ხმელეთსა და ჰაერში გადაადგილება შეეზღუდათ.

ხალაფის განმარტებით, საერთაშორისო კოალიციის ძალების მომავალი ფუნქციები მხოლოდ კონსულტაციები, იარაღის მიწოდება და ერაყელი ძალების გაწვრთნა იქნება.

5 იანვარს ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას დაუჭირა მხარი, ირანმა კი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ბაღდადში აშშ-ის ძალებმა ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.

6 იანვარს ტრამპი ერაყს სანქციების დაწესებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა

ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი და დაიწყება თუ არა ომი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

დუმა

23 იანვარი 2020, 15:51

მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საუბარია რეფორმაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო სათათბიროსადმი მიმართვისას დააანონსა. ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დუმისთვის პრემიერმინისტრის კანდიდატურის დამტკიცების უფლების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

კიევი

23 იანვარი 2020, 15:51

მსოფლიო

უკრაინაში მოსახლეობის რაოდენობა ელექტრონული მონაცემებით დაითვალეს

ანალიზის დროს გაითვალისწინეს უკრაინის სამი მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის მონაცემები, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურისა და ელექტრონული რეესტრების მონაცემები, ასევე ფიზიკური პირების სახელმწიფო რეესტრის მონაცემები. ბოლო ოფიციალური აღწერა 2001 წლის დეკემბერში ჩატარდა.

ილია II

23 იანვარი 2020, 15:37

საქართველო

ილია მეორეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა

„პატრიარქი რამდენიმე დღეა, აჭარაში იმყოფება. იგი საჭიროებს პერიოდულ გამოკვლევებს. კლინიკაში გამოკვლევების ჩატარების მიზნით მივიდა. ის კლინიკას სავარაუდოდ დღესვე დატოვებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

როჰინჯა მუსლიმები

23 იანვარი 2020, 15:28

მსოფლიო

გაეროს სასამართლომ მიანმარში როჰინჯა მუსლიმების გენოციდის პრევენციის ბრძანება გასცა

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ბრძანება გასცა, რომ მიანმარში როჰინჯა მუსლების გენოციდის შესაჩერებლად ქმედებები გატარდეს. 17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად დაუჭირა მხარი მოწოდებას, რომ მიანმარმა „თავისი ძალის ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღოს“ გენოციდის თავიდან ასაცილებლად.

ჩინეთი ვირუსი

23 იანვარი 2020, 14:55

საქართველო

ჩინეთში საქართველოს საელჩომ ცხელი ხაზი აამოქმედა

ჩინეთში გავრცელებული უცნობი ვირუსის გამო, საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დიპლომატიურმა უწყებამ ცხელი ხაზი ჩართო. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე +86 137 168 77 635. საელჩოს ცნობით, ჩინეთში მოგზაურობაზე ჯერ აკრძალვა არ არის.

ბაღები

23 იანვარი 2020, 14:54

საქართველო

ყვარელში საბავშვო ბაღებს რამდენიმე დღეა ხორცი არ მიეწოდება

„გამარჯვებულ შესაბამისი დოკუმენაციის ატვირთვა შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე არ მოუხდენია,ამიტომ იძულებულები გავხდით კომპანიის დისკვალიფკაცია მიგვეხდინა “,- ამბობს ყვარლის მუნიცუპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 14:47

მსოფლიო

კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი ჩინეთის კიდევ ერთ ქალაქში გამოცხადდა

უხანის შემდეგ კარანტინი ჩინეთის კიდევ ერთ ქალაქ ჰუანგანში გამოცხადდა. უხანის მეზობელ ქალაქში 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში, ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 500-ზე მეტ ადამიანს დაუსვეს.

მიხეილ კალანდიას მამა და ძმა

23 იანვარი 2020, 14:36

ძალოვნები

მიხეილ კალანდიას პროცესზე დაპირისპირება მოხდა

ზაზა სარალიძის ამ სიტყვებს დარბაზში კალანდიების მხრიდან ხმაური მოჰყვა. „მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ჰყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი“, - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ. კალანდიას ძმის თქმით, კი კალანდიები ორი წელია შეურაცხყოფას იყენებენ, ახლა კი ყველაფერს გაეცემა პასუხი.

გლორია

23 იანვარი 2020, 14:31

მსოფლიო

ესპანეთში შტორმს ათი ადამიანი ემსხვერპლა

სტიქია ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროს შეეხო: უამინდობის გამო გადაკეტილია გზები, აგრეთვე დახურულია ვალენსიისა და განდიას პორტები. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

უზენაესი სასამართლო

23 იანვარი 2020, 14:21

საქართველო

უზენაესის თავმჯდომარის არჩევის პროცესის გაჭიანურება მესამე სექტორს კითხვებს უჩენს

ქვეყნის მთავარი მოსამართლის პოსტზე არაოფიციალურად შალვა თადუმაძის კანდიდატურა განხილება, იმ შემთხვევაში თუ საბჭო უზენაესი სასამართლოს წევრთაგან სწორედ თადუმაძეს შეარჩევს, მას პარლამენტისგან ნდობის მოპოვება დასჭირდება იმისათვის, რომ უმაღლეს ინსტანციაში ვაკანტური თანამდებობა ათი წლის ვადით დაიკავოს.

უკრაინა

23 იანვარი 2020, 14:10

ეკონომიკა

უკრაინა თავის რკინიგზას გერმანიას სამართავად გადასცემს

უკრაინის პრემიერმინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა, რომ უკრაინას სურს, გერმანიას 10 წლით გადასცეს ქვეყნის რკინიგზის კომპანია. პრემიერმა დასძინა, რომ დეტალები შესათანხმებელია, თუმცა „ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 13:42

საქართველო

WHO კორონავირუსის გამო საერთაშორისო დონეზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანა მოემზადოს საერთაშორისო დონეზე შესაძლო საგანგებო მდგომარეობისთვის. კომიტეტის სხდომაზე გუშინ განხილული ინფორმაცია არ იყო სრულად საკმარისი.

23 იანვარი 2020, 13:36

სპორტი

ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მეშვიდედ წააგო

ჩატარებული თორმეტი ორთაბრძოლის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 5 მოგება და 7 მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაშოს დადებითი ბალანსით დასასრულებლად ტოჩინოშინს დარჩენილი სამივე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. ხვალ, 24 იანვარს გორგაძის მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი, გოეიდო იქნება.

ნატო

23 იანვარი 2020, 13:28

საქართველო

ნატო-საქართველოს კომისიამ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას მაღალი შეფასება მისცა

მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ, ხაზი გაესვა 2019 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებულ დინამიკას და დასახეს სამომავლო გეგმები.

ირაკლი აბუსერიძე

23 იანვარი 2020, 12:59

სპორტი

ირაკლი აბუსერიძე: რაგბის კავშირში არჩევნების წინ არასამართლიანი გარემოა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, რომ რაგბის კავშირში არჩევნების წინ არასამართლიანი გარემოა შექმნილი და ყრილობის დელეგატებზე ხმების რაოდენობა არასწორად არის გადანაწილებული. ამის შესახებ აბუსერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

Combat 18

23 იანვარი 2020, 12:47

მსოფლიო

გერმანიაში ნეონაცისტური დაჯგუფება Combat 18 აკრძალეს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა ნეონაცისტური დაჯგუფება Combat 18 აკრძალა. Combat 18 გერმანიაში აკრძალული ნეონაცისტური ქსელის Blood and Honour-ის შეიარაღებულ ფრთად მიიჩნევა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა და ევროპულ ქვეყნებში ფილიალები აქვს.

იზაბელ დოშ სანტუში

23 იანვარი 2020, 12:46

მსოფლიო

აფრიკის უმდიდრეს ქალს ანგოლაში ბრალი წაუყენეს

გენერალური პროკურორის, ჰელდერ პიტა გროსის განცხადებით, ბრალდება შეეხება სანტუშის მიერ სახელმწიფო ნავთობკომპანია Sonangol-ის ხელმძღვანელობის პერიოდს. სანტუშთან ერთად ბრალი კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენეს. საუბარია 2.1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებაზე.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 12:30

საქართველო

მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ

დაავადებათა კონტროლისა და სამოქალაქო ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ინფექციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებები ყოველმხრივ მზად არიან ახალი კორონავირუსის შემთხვევის აღმოჩენისას შესაბამისი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს.

გრიპის ვირუსი

23 იანვარი 2020, 12:28

საქართველო

ზუგდიდში გოგო სავარაუდოდ გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფო „უნიქალ მედიში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

23 იანვარი 2020, 12:02

საქართველო

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშებმა აქცია გამართეს

მუშების თქმით, საწარმოში არ არის ჩართული გამწოვი სისტემა და არ ურიგდებათ სპეცტანსაცმელი. აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. საწარმოს ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. საწარმოს მფლობელები ინდოელი ინვესტორები არიან.