მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის გამო გერმანიაში ევაკუაცია გამოცხადდა

ფოტო: Twitter/არქივი
მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის გამო გერმანიაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. New York Times-ის ცნობით, ექსპერტები 4 ბომბის გაუვნებელყოფის მიზნით მუშაობენ.
დორტმუნდში, ქალაქის ხელისუფლებამ ევაკუაცია ორი საავადმყოფოდან მოახდინა და სკოლები გააღო მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც სახლები დატოვეს. ჯამში საუბარია 14 000 ადამიანზე.
ქალაქში რკინიგზის სადგურიც დახურული იყო.
ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2023, 18:01
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა იმისთვის, რომ ის გამოწვევები, რომლებიც რეგიონში არსებობს ჩვენ შესაძლებლობებად ვაქციოთ
მინისტრთა კონფერენცია ასეთი ფორმატით და ასეთი მასშტაბით პირველად გაიმართა პანდემიის შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ პანდემიის შემდეგ გამოწვევები რეგიონში არ დასრულებულა, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვიმყოფებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა„ქრონიკაში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე საუბრისას.

30 ნოემბერი 2023, 17:59
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: უნდობლობა უკვირს ადამიანს, რომელმაც უღალატა იმ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა
„ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდზე გამოჩენა გახდა საჭირო ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] პრეზიდენტი რომ გამხდარიყო და დღეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს ეძახის, „ქართულ ოცნებას“ ლანძღავს და ბოლომდე გადასულია „ნაცების“ მესიჯბოქსზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მას რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება არ ხვდება.

30 ნოემბერი 2023, 17:56
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი: მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 17:45
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარებისა და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

30 ნოემბერი 2023, 17:43
მსოფლიო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი მრავალი წელია, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, მათ შორის 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ
რუსეთი არა მხოლოდ გაეროს ქარტიას არღვევს, არამედ ევროპის უსაფრთხოებას, ასევე ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებს უხეშად არღვევს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალ ტონენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:41
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ
საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ , - სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:35
პოლიტიკა
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
ცესკოს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა.

30 ნოემბერი 2023, 17:32
პოლიტიკა
რასა ოსტრაისკაიტე: უკრაინაში აგრესიული შეჭრით რუსეთმა დაარღვია ის ძირეული პრინციპები, რომელზეც ევროპული უსაფრთხოებაა აგებული
უკრაინაში, რუსეთის სასტიკი ომის ფონზე ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს წვლილს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის რუსეთზე სრული პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ ეუთოში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა, რასა ოსტრაისკაიტემ ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:17
პოლიტიკა
პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

30 ნოემბერი 2023, 17:16
რეგიონი
გორმა „ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიიღო
პროექტში საქართველოდან ჯამში 22 სახელმწიფო უწყება ჩაერთო. მათ შორის ინვესტორისთვის მეგობრული ორგანიზაციის სტატუსი გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.

30 ნოემბერი 2023, 16:49
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის არჩეულ გენერალურ მდივანთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 33-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. ის IMO – ის გენერალურ მდივნად 2023 წლის ივლისში ორგანიზაციის საბჭოს 129-ე სესიაზე აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:42
საზოგადოება
ComCom-მა BTU-სა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:37
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
„ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. განიხილეს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესი და შემდგომი ნაბიჯები“.

30 ნოემბერი 2023, 16:16
საზოგადოება
გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო, 1-ელი დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:05
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: პროექტი ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქზე ზრუნვის, დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ
რუსთავის მერიის ეკოლოგიური და ახალგაზრდული პროექტის - „ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი, კლდიაშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გამწვანების აქციით დაიხურა, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 ნოემბერი 2023, 16:01
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 15:56
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარმა ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან.

30 ნოემბერი 2023, 15:56
საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასებისა და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით, თემატურ მოკვლევას ახორციელებს.

30 ნოემბერი 2023, 15:53
სამართალი
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისა და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მათივე განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის დეკემბერში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლის და სახლში არსებული ვითარების გაკონტროლების მიზნით, დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში ფარული მისაყურადებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის გამოყენებითაც რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილ მეუღლეს და მის შვილებს უკანონოდ უსმენდა.

30 ნოემბერი 2023, 15:44
პოლიტიკა
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
მოდით, თბილისი დავიბრუნოთ და ჩემს გარშემო ცენტრი შეიქმნას, მე ეს სასაცილოდ მეჩვენება, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელმა, თამარ ჩარკვიანმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.