ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ირანს ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებაში არწმუნებს

მუჰამედ ჯავად ზარიფი
ჯოზეფ ბორელი
ფოტო: Twitter
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ირანის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს ნიუ-დელიში შეხვდა და 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბორელიმ "გულღია დისკუსიის" დროს ზარიფს 2015 წლის შეთანხმების შენარჩუნებისკენ მოუწოდა, ასევე გააფრთხილა, რომ რეგიონში შექმნილი დაძაბულობის ფონზე "შეთანხმება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა".
Iran: HRVP @JosepBorrellF met with Foreign Minister of Iran @JZarif. They discussed the latest developments around the #JCPOA and the interest of the EU to preserve the agreement in light of the dangerous escalations in region #NuclearDeal #Raisina2020 https://t.co/7uvvNjevFJ pic.twitter.com/dCHt2Pwuft
— European External Action Service - EEAS 🇪🇺 (@eu_eeas) January 16, 2020
ბორელიმ ასევე ხაზი გაუსვა შეთანხმების შენარჩუნებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ინტერესს.
15 იანვარს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ახალი ბირთვული შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა. ეს ინიციატივა დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს ეკუთვნის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 14 იანვარს დონალდ ტრამპს ირანთან ახალი შეთანხმების შეთავაზება სთხოვა, რომლის ფარგლებში თეირანს არასოდეს ექნება ატომური იარაღი. ჯონსონის გეგმით, ე.წ. „ტრამპის შეთანხმებამ“ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება უნდა ჩაანაცვლოს.
5 იანვარს თეირანმა განაცხადა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებულ ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმების სიკვდილს არ ნიშნავს. „არა, შეთანხმება მკვდარი არ არის. მაგრამ ეს იყო შეთანხმება აშშ-სთან, აშშ-მა კი შეთანხმება დაარღვია. რამდენ ხანს გაგრძელდება შეთანხმება ტრამპთან?“, - თქვა ზარიფმა.
თეირანის 5 იანვრის განცხადების შემდეგ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ დავების მექანიზმი აამოქმედეს, რამაც შესაძლოა, გაეროს მიერ ირანისთვის სანქციების დაწესება გამოიწვიოს. ირანმა ამას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 14:40
პოლიტიკა
კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა
არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 14:37
პოლიტიკა
კახა კალაძე: თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა
თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას.

06 დეკემბერი 2023, 14:35
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: რეალობა ისაა, რომ გახარიას პარტიამ „ბიძინას პროექტის“ სახელით საპარლამენტო მანდატები აიღო და დღეს ბიძინას სახელის გარეშე ვეღარაფერს იღებენ, გაკოტრდნენ
არჩევნების შემდეგ, გახარიას პარტიის მჭიდრო პარტნიორობამ „ნაცმოძრაობასთან“ ყველა ეჭვი გააქრო და დარწმუნდნენ, რომ ის ბიძინას პროექტი არ იყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. იქვე საუბრობს იმაზე, რომ რეალობაში გახარია და მისი ურეიტინგოდ დარჩენილი პარტია სხვისი ნეგატივის ფონზე ცდილობს არჩევნებში ხმების მიღებას.

06 დეკემბერი 2023, 14:33
საზოგადოება
კახა კალაძე: 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში
18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:32
პოლიტიკა
კახა კალაძე: რომ გითხრათ დიდად მაღელვებს „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი, არ ვიქნები მართალი, არსებობს პარტიული ბრძოლა სკამებისთვის
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები დიდად არ მაღელვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ.

06 დეკემბერი 2023, 14:31
პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი: „ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლება - ვისი ფლანგი რას საუბრობს, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა
„ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლება. პარტიას ბევრი რამ გადაუტანია და მთავარი - გადაუტანია ის, რასაც იტანს 11 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:30
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან
„ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას მოჰყვა.

06 დეკემბერი 2023, 14:28
პოლიტიკა
მიხეილ დაუშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ
„ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ხობის საკრებულოს 11 წევრის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

06 დეკემბერი 2023, 14:27
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: მძიმე პროცესები მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ყოველი მათი ახალი გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს
პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე პროცესები მიდის.

06 დეკემბერი 2023, 14:24
პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი: საქართველო, უკრაინაც და მოლდოვაც იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი
საქართველო, უკრაინაც და მოლდოვაც იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:23
რეგიონი
„ნაციონალური მოძრაობა“ ხობის საკრებულოს 11-მა წევრმა დატოვა
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ყოველდღიურად ტოვებენ. პარტიიდან გასვლის პროცესი გრძელდება.

06 დეკემბერი 2023, 14:21
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბურთი სწორედ ნატო-ს მოედანზეა
„არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მექანიზმს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გაცხადებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტი, რომელსაც ეწოდება ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. უკრაინის მოვლენების შემდგომ, ეს კიდევ უფრო ერთიანი პროცესია ქვეყნის შიგნით რეფორმების გატარების და ქვეყნის გარეთ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით“

06 დეკემბერი 2023, 14:18
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აქვს იმის საშუალება, რომ ნატოელ კოლეგებთან ერთად შეაჯამოს წელი და ამავე დროს დაგეგმოს მომავალი
„მომავალ წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს ჩასატარებელი, მათ შორის ვაშინგტონის სამიტი. როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაწევრების თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით, გვინდა მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, -აღნიშნა დოლიძემ.

06 დეკემბერი 2023, 14:15
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი: ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს.

06 დეკემბერი 2023, 14:05
საზოგადოება
კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა
არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 14:02
პოლიტიკა
გიორგი კალანდია: დადიანების სასახლის თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ არაერთხელ განახორციელა თანამშრომლების ფარული მიყურადება, შემდეგ კი ჩანაწერები უკანონოდ გამოიყენა, რის გამოც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა
ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი მუშაკი ქალბატონი ელზა ზოდელავა ფარული ჩაწერისა და მიყურადების არაერთი შემთხვევის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან, - ამის შესახებ ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელშ წერს.

06 დეკემბერი 2023, 14:00
ტექნოლოგიები
YouTube Premium-ი და YouTube Music-ი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია
YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ინდივიდუალური პაკეტი თვეში 17,49 ლარი ღირს და მასში შედის: ვიდეოები რეკლამის გარეშე, ვიდეოს ჩამოტვირთვა ინტერნეტის გარეშე საყურებლად, ვიდეოს დაკვრა და აპლიკაციის გაშვება ფონურ რეჟიმში. YouTube Music - მუსიკის სტრიმინგის სერვისი.

06 დეკემბერი 2023, 13:56
საზოგადოება
ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
„აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი, 7 დეკემბრის დილამდე ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

06 დეკემბერი 2023, 13:46
LIVE ისრაელი
CNN: თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში საკუთარ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იანვარში დაასრულებს
თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში საკუთარ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იანვარში დაასრულებს, რის შემდეგაც „ჰამასზე“ წერტილოვანი დარტყმების განხორციელებას დაიწყებს.

06 დეკემბერი 2023, 13:34
საზოგადოება
გოძიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
მეორე ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 11-დან 20 დეკემბრამდე. აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის IV შესახვევში და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ გოძიაშვილის ქუჩაზე ორმხრივად.