imedi /  03 სექტემბერი 2019, 16:15 / სანდო წყარო

ირანი აშშ-სთან ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას გამორიცხავს

ბირთვული შეთანხმება

ჰასან როუჰანი

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მრავალი შემოთავაზება იყო, თუმცა ირანის პასუხი ყოველთვის ნეგატიური იქნება", - განაცხადა როუჰანიმ. თუმცა დასძინა, რომ ირანი დათანხმდება მრავალმხრივ მოლაპარაკებებს თუ აშშ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მზად არის ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაზე ხელახლა სასაუბროდ. შეთანხმების სხვა მონაწილე ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) შეთანხმებაში დარჩნენ, თუმცა ტრამპის მიერ ირანისთვის დაწესებულმა სანქციებმა პოლიტიკური ვითარება გაამწვავა. სანქციების შედეგად ირანს შეეზღუდა ნავთობის ექსპორტი, ირანის ეროვნული ვალუტა დაეცა და გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი.

ივლისში ტრამპმა ირანის ნავთობის ექსპორტთან მიმართებით სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რითაც როგორც BBC წერს, სურდა ირანი ეიძულებინა მოლაპარაკებებზე წამოსულიყო, ამის ნაცვლად კი ირანმა შეთანხმებით ნაკისრი რამდენიმე პუნქტის შესრულებაზე უარი განაცხადა.

2 სექტემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ თეირანმა შესაძლოა ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვას, თუ 5 სექტემბრამდე შეთანხმების ევროპელი მონაწილეები შეთანხმების შესანარჩუნებლად დათმობებზე არ წავლენ. 

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ მას შემდეგ, რაც შეთანხმებიდან აშშ გავიდა და ირანს სანქციები დაუწესა. 

რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის, ამის შესახებ ვრცელი სტატია ამ ბმულზე  წაიკითხეთ. 

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისი

24 ივლისი 2024, 00:51

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის კამალა ჰარისთან დებატებისთვის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის კამალა ჰარისთან დებატებისთვის.

კამალა ჰარისი

24 ივლისი 2024, 00:34

არჩევნები ამერიკაში

კამალა ჰარისი: ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში

ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა უისკონსინის შტატში გამართულ მხარდამჭერ მიტინგზე.

ირაკლი კავსაძე

24 ივლისი 2024, 00:17

საზოგადოება

მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა ჩელო, რომლის ნიღაბი ირაკლი კავსაძეს ჰქონდა მორგებული

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის ფინალური ტური გაიმართა. მეგა შოუს გამარჯვებული ჩელო გახდა და როგორც აღმოჩნდა, მისი ნიღაბი ირაკლი კავსაძეს ჰქონდა მორგებული.

23 ივლისი 2024, 22:52

არჩევნები ამერიკაში

თეთრი სახლის პრესმდივანმა ზოგიერთი „რესპუბლიკელის“ მოწოდებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადადგომის შესახებ სასაცილო უწოდა

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ზოგიერთი „რესპუბლიკელის“ მოწოდებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადადგომის შესახებ სასაცილო უწოდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2024, 22:24

არჩევნები ამერიკაში

ტრამპი და ნეთანიაჰუ პარასკევს შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი პარასკევს აშშ-ში ვიზიტით მყოფ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

ილონ მასკი

23 ივლისი 2024, 22:12

მსოფლიო

ილონ მასკი აცხადებს, რომ მას მოტყუებით მიაცემინეს უფლება თავისი ერთ-ერთი შვილისთვის, რათა ის ტრანსგენდერი ქალი გამხდარიყო

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აცხადებს, რომ მას მოტყუებით მიაცემინეს უფლება თავისი ერთ-ერთი შვილისთვის, რათა ის ტრანსგენდერი ქალი გამხდარიყო.

23 ივლისი 2024, 22:01

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: სიცრუეა ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვას არ გასცემს

სიცრუეა ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვას არ გასცემს, - განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს განცხადება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში მდებარე მიწის ნაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების საკითხს ეხება.

23 ივლისი 2024, 21:52

საზოგადოება

23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანის დღეა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანის დღეა. რეფლექტორის კოსმოსში განთავსებიდან 25 წელი გავიდა. უმნიშვნელოვანეს პროექტში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

გიორგი გველესიანი

23 ივლისი 2024, 21:14

სპორტი

ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მორიგი მაგალითი - შეტევა გიორგი გველესიანზე და ფეხბურთელის პასუხი რადიკალებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ვის აქვს მოსმენილის გააზრების პრობლემა - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი გველესიანი ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებით გამოთქმული პირადი მოსაზრების გამო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.

23 ივლისი 2024, 21:04

რეგიონი

ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. პროექტს, რომლის ღირებულებაც 80 მილიონ ლარზე მეტია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

23 ივლისი 2024, 20:49

ჯანდაცვა

ონკოლოგიური პაციენტები საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ. მინისტრის ბრძანება ძალაში ხვალიდან შევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ონკოპაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურები მოწესრიგდება. ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კლინიკა პაციენტს თავად დაახვედრებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტებს.

23 ივლისი 2024, 20:38

პოლიტიკა

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორისაა, ხოლო 11-წლიანი პროგრესით ევროპაში პირველ ადგილზეა. ოპოზიცია შედეგებს არ იმჩნევს. „ქრონიკის" სიუჟეტი

რამდენად სცემს პატივს და იცავს სახელმწიფო მშვიდობიანი შეკრების უფლებას? - მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორისაა, ხოლო 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევროპაში კი პირველია.

23 ივლისი 2024, 20:21

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა უკვე „ლელო“ - პიარტექნოლოგი ჯერემი როზნერი ყოფილი ბანკირების პარტიამ დაიქირავა. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოჯადოებული წრე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ჯერემი როზნერი - პიარტექნოლოგი, რომელიც ჯერ მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მუშაობდა, ახლა უკვე „ლელოს“ პიარზე იზრუნებს. ის ყოფილი ბანკირების პარტიამ წინასაარჩევნოდ დაიქირავა.

დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2024, 20:15

არჩევნები ამერიკაში

ტრამპი საიდუმლო სამსახურის დირექტორის გადადგომაზე: არასდროს მოუცია ჩემთვის სათანადო დაცვა, საბოლოოდ კი დემოკრატიისთვის ტყვია მივიღე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი საიდუმლო სამსახურის დირექტორის, კიმბერლი ჩიტლისა თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

23 ივლისი 2024, 20:06

პოლიტიკა

ტერორისტული აქტის მომზადება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - გამოკითხვების მეხუთე დღე და გამოკითხულთა აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხვები მეხუთე დღეა გრძელდება - მოწმედ გამოკითხულებს და მათ ადვოკატებს მოუწიათ აღიარება, რომ გამოძიება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ტერორისტული აქტის მომზადებას და ამ გზით,სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე მიმდინარეობს.

კრისტენ მიხალი

23 ივლისი 2024, 19:37

მსოფლიო

ესტონეთის ახალმა პრემიერმა განაცხადა, რომ ესტონეთი უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს

ესტონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ ესტონეთი უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს.

23 ივლისი 2024, 19:09

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას შეუერთდა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას შეუერთდა.

23 ივლისი 2024, 19:02

მსოფლიო

ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი: 5-8 წელიწადში რუსეთის შეიარაღებული ძალები ისე დაკომპლექტდება და აღიჭურვება, რომ ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა შესაძლებელი იქნება

ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალების) გენერალურმა ინსპექტორმა, კარსტენ ბროიერმა დასავლეთისთვის რუსეთის მზარდი სამხედრო საფრთხის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

23 ივლისი 2024, 18:52

სამართალი

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კიმბერლი ჩიტლი

23 ივლისი 2024, 18:42

არჩევნები ამერიკაში

ABC News: აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი, კიმბერლი ჩიტლი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი, კიმბერლი ჩიტლი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.