imedi /  19 იანვარი 2020, 16:40 / სანდო წყარო

ავსტრალიაში ხანძრით და წყალდიდობით დაზარალებულ შტატში ქარიშხლისთვის ემზადებიან

ავსტრალია წყალდიდობა

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ძლიერი ქარიშხლისთვის ემზადებიან, რომელმაც შესაძლოა წყალდიდობა გამოიწვიოს. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები ძლიერი ქარის და უხვი ნალექის პროგნოზს აკეთებენ. ასეთი ამინდი შტატში სავარაუდოდ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, შტატის ტერიტორიაზე ცეცხლის 14 კერა ფიქსირდება. 

ტყის ხანძრებით დაზარალებულ შტატებში 16 იანვარს გაწვიმდა. უკვე მაშინ მეტეოროლოგებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ უხვი ნალექი დამწვარ ტერიტორიაზე წყალდიდობებსა და მეწყერს გამოიწვევს. 18 იანვარს დაზარალებულ შტატებში წყალდიდობა დაფიქსირდა.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა

რატომ გაჭიანურდა ხანძრებთან ბრძოლა შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულმზე.

ყველა სიახლე

ქეთევან ციხელაშვილი

17 თებერვალი 2020, 20:34

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა. ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრი ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების საკითხ შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას ეწინააღმდეგება.

ქეთევან ციხელაშვილი

17 თებერვალი 2020, 20:08

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი იზოლაციაშია, იმის გამო, რომ წამლებზე ქართული წარწერაა, მათი ამოღება ხდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტებს ესაუბრა. ქეთევან ციხელაშვილი მოუწოდებს ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა ასეთ კრიზისულ ვითარებაში და ადამიანებს მიეცეთ გადაადგილების შესაძლებლობა.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 20:06

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ხორავას ქუჩის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ

ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერია

17 თებერვალი 2020, 19:51

საქართველო

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.

17 თებერვალი 2020, 19:39

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე პასუხისგებაში მიეცა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ თავისი პროკურორობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა. „ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, მანამდეც როდესაც პირველი მოადგილე ვიყავი და აღნიშნულ დეპარტამენტს ვკურირებდი, ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა შოთაძემ

იკერ კასილასი

17 თებერვალი 2020, 19:33

სპორტი

იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კენჭს იყრის

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილიასმა ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამის შესახებ მადრიდის რეალის ყოფილმა ვარსკვვლავმა Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 19:26

საქართველო

ირაკლი შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში, რომელზეც განაჩენი დადგა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სუბარია ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვის ბრალდებაზე. შოთაძის თქმით, მთლიანი თანხა პარტიულ მიზნებს მოხმარდა. მისივე თქმით, რეალურად სამსახური არ არსებობდა და პლასტიკური ბარათები, სადაც 14 მილიონი ჩაირიცხა, გაფლანგვის ერთ-ერთი ხერხი იყო.

პაკისტანი

17 თებერვალი 2020, 19:23

მსოფლიო

პაკისტანში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ქალაქ კვეტაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

17 თებერვალი 2020, 19:09

საქართველო

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე მესამის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ნათქვამია იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილში.

ბურკინა ფასო

17 თებერვალი 2020, 19:01

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში, ეკლესიაში საკვირაო მესის დროს თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ბურკინა-ფასოში, ეკლესიაში საკვირაო მესის დროს თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პასტორიც. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. შეიარაღებული ჯგუფი სოფელ პანსიში, ეკლესიას დაესხა თავს. დაჭრილია 18 ადამიანი. 2019 წლის ბოლოდან საჰელის რეგიონში ტერორისტული დაჯგუფებების აქტიურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 18:59

საქართველო

ირაკლი შოთაძე: არც ერთ ნარკორეალიზატორს არ უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება

ნარკოდანაშაული არის პრობლემატური საკითხი, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ნარკოტრაფიკთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 თებერვალი 2020, 18:49

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: 2025 წელს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიიდან 6,6 მილიარდი აშშ დოლარი უნდა მივიღოთ

„2022 წელი არის ის წელი, როცა საქართველო არის ყველგან, არის გერმანიაში, საერთაშორისო არეალზე, ბილბორდებზე, ელექტრონულ პლატფორმებზე, ტელევიზიაში, რადიოში და მაშინ, როცა ნებისმიერი ვიზიტორი, რომელიც მაგალითად ჩავა გერმანიაში, ყველგან ნახავს საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

განათლების სამინისტრო

17 თებერვალი 2020, 18:48

საქართველო

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა.

გიორგი კახიანი

17 თებერვალი 2020, 18:38

საქართველო

გიორგი კახიანი: გენპროკურორის არჩევის ასეთი საჯარო პროცესი პარლამენტში პირველად მიმდინარეობს

ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ცხადია, იმავე აზრზე ვრჩებით და მას ხვალ მხარდაჭერა ექნება, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

17 თებერვალი 2020, 18:35

მსოფლიო

ევროკავშირმა სირიის რეჟიმს სანქციები გაუფართოვა

„დღეს ევროკავშირის საბჭომ კიდევ რვა ბიზნესმენი და ამ ბიზნესმენებთან დაკავშირებული ორი ორგანიზაცია იმ პირთა და ორგანიზაციათა სიაში მოათავსა, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ პირებისა და კომპანიების საქმიანობა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმს სარგებელს აძლევდა.

განათლების სამინისტრო

17 თებერვალი 2020, 18:27

საქართველო

განათლების სამინისტრო: ხონში დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა, სწავლის პროცესი უმოკლეს დროში აღდგება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს.

17 თებერვალი 2020, 18:23

ძალოვნები

სოფელ ყარაჯალაში მკვლელობა მოხდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ზელიმხან ხანგოშვილი

17 თებერვალი 2020, 18:20

მსოფლიო

ჟურნალისტური გამოძიებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი წვრთნებს ФСБ-ს სპეცრაზმის ბაზაზე გადიოდა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი ევროპაში გამგზავრებამდე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცრაზმის „ვიმპელის“ ბაზაზე გადიოდა წვრთნებს. ამის შესახებ ნათქვამია Bellingcat-ის, გერმანული ჟურნალი Der Spiegel-ისა და რუსული გამოცემა The Insider-ის ერთობლივ გამოძიებაში.

გიორგი კახიანი

17 თებერვალი 2020, 18:13

საქართველო

გიორგი კახიანი: „ნაცმოძრაობა“ იმდენად ცოდვილი პოლიტიკური ძალაა, რომ მასთან ალიანსში მყოფი ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის ეს გადამდები იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეტყობოდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ჰქონდა. კახიანის შეფასებით, როგორც ჩანს, მეოთხე პრეზიდენტი შესაბამის მომენტს ეძებდა და ჩათვალა, რომ ახლა დგას ეს მომენტი.

კობა კობალაძე

17 თებერვალი 2020, 17:44

საქართველო

კობა კობალაძე შოთაძეს: როდის გაეცემა პასუხი ერთ კაცსაც და იმ შემადგენლობასაც, რომელებიც ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ

ერთხელ და სამუდამოდ, როდის გაეცემა პასუხი ერთ კაცსაც და იმ შემადგენლობასაც, რომელებიც ამ ქვეყანაში აღრევის შემოტანას ცდილობენ“, - იკითხა კობა კობალაძემ., - ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ.