imedi /  22 იანვარი 2020, 21:43 / სანდო წყარო

ჩინეთში ერთ დღეში კორონავრუსით დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა

კორონავირუსი

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა.China Daily ხუბეის პროვინციის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

გამოცემის ცნობით, პროვინციაში უკვე 444 ადამიანი დაავადდა. 12 საათის წინ 440 ინფიცირებულის შესახებ იყო ცნობილი. 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 

ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. 

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

07 აპრილი 2020, 12:03

COVID19

7 აპრილიდან საქართველოს ეროვნული არქივი ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემას იწყებს

საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 7 აპრილიდან საქართველოს ეროვნული არქივი იწყებს ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემას, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ დასახელებულია 8 ყველაზე მოთხოვნადი სერვისი, რომელთა მიღებასაც მოქალაქეების სისტანციურად შეძლებენ.

07 აპრილი 2020, 11:56

COVID19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება

ჩვენთან 66 პაციენტია, 52 შემთხვევაში კორონავირუსი დადასტურებულია. რეანიმაციაშია 6 პაციენტი, აქედან 3 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამი კი სპონტანურ სუნთქვაზეა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალიტებს განუცხადა.

ლაშა დარსალია

07 აპრილი 2020, 11:56

COVID19

ლაშა დარსალია: მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს, არ მოახდინონ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება

მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს, არ მოახდინონ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი რთული გამოწვევების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის დახმარების საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მაქსიმალურად შეძლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სათანადო ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.

07 აპრილი 2020, 11:55

COVID19

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 1154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

7 აპრილის მონაცემებით, რუსეთის 43 რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 1154 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამ დროისთვის დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7497-ს აღწევს, მათგან ყველაზე ბევრი შემთხვევა მოსკოვში დაფიქსირდა. დაიღუპა 47 ადამიანი.

07 აპრილი 2020, 11:52

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

07 აპრილი 2020, 11:50

COVID19

კახეთის რეგიონიდან გაგზავნილი 14 მოქალაქის ტესტის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 14 მოქალაქის ანალიზის პასუხი covid-19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა .

ქუთაისის ცხელების ცენტრი

07 აპრილი 2020, 11:45

COVID19

ქუთაისის ცხელების ცენტრში 7 პაციენტიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქუთაისის ცხელების ცენტრს 22-მა მოქალქემ მიმართა. მათგან საეჭვო სიმოტმების გამო კორონავირუსზე ანალიზი 7 პაციენტს გაუკეთეს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში კიდევ 8 ახალი პაციენტია შესული, მათ ბიოლოგიურ ნიმუშებს კვლვისთვის ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გააგზავნიან. ცხელების ცენტრი 1 კვირის წინ გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებას 120 -მა პაციენტმა მიმართა.

07 აპრილი 2020, 11:39

COVID19

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადაეცა

კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია “ბადაგონმა” 5000 ცალი სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა. სპეციალური ხსნარები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

07 აპრილი 2020, 11:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსს 74 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 1 348 430 კი დაინფიცირდა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 74 795-ს მიაღწია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი კვლავინდებურად 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (16 523) და ესპანეთი (13 341). აშშ-ში ამ დროისთვის 10 943 ადამიანი გარდაიცვალა, საფრანგეთში 8 911, ჩინეთში კი- 3 331. მსოფლიოში ვირუსით დღეის მონაცემებით, სულ 1 348 430 ადამიანი დაინფიცირდა, 286 567 კი გამოჯანმრთელდა.

07 აპრილი 2020, 11:28

COVID19

საქართველოს საელჩოებმა ბელარუსსა და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეები დროებითი თავშესაფრით უზრუნველყვეს და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას

საქართველოს საელჩოებმა ბელარუსსა და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყვეს პირველადი საჭიროების დახმარებით, დროებითი თავშესაფრით და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას, ამის შესახებ ინფორმანციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ხელშეწყობას.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

07 აპრილი 2020, 11:28

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამჟამად 43 პაციენტია, კვლევაზე 34 ანალიზი იყო გაგზავნილი და აქედან 2-ის პასუხი დადებითი მოვიდა. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმე პაციენტი არ გვყავს“. - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა.

კრონავირუსი

07 აპრილი 2020, 11:26

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 20 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნაციონალური ცენტრი ავრცელებს.

თამარ ივერი

07 აპრილი 2020, 11:26

COVID19

როგორია თვითიზოლაცია შინაური ცხოველებისთვის. სახალისო ვიდეო

როგორია თვითიზოლაცია შინაური ცხოველებისთვის, ამას „იმედის დილის“ ეთერში გასული ამ სიუჟეტიდან შეიტყობთ. კორონავირუსის პანდემიამ არა მარტო ადამიანების, მათი შინაური ცხოველების ცხოვრების სტილიც შეცვალა, რადგან მათ კარანტინის პერიოდის გავლა თავიანთ პატრონებთან ერთად მეტწილად შინ უწევთ. სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებელი არა ერთი სახალისო ვიდო გამოქვეყნდა. ტომი საქართველოში პირველი ცუგაა, რომელიც თვითიზოლაციაში პატონთან ერთად იმყოფება. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი კი ვიდეოს თავისი დაუმორჩილებელი კატის შესახებ აქვეყნებს, რომელიც ქუჩაში გაპარვას მაინც ახერხებს.

ჰუმანიტარული აქცია კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში

07 აპრილი 2020, 11:25

COVID19

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ კახში, ზაქათალასა და ბელაქანში ჰუმანიტარული აქცია განახორციელა

საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში ჰუმანიტარული აქცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული სახის აქცია 5 აპრილს განხორციელდა.

07 აპრილი 2020, 11:17

COVID19

StopCov ფონდიდან დასაფინანსებელი საჭიროებები მიხეილ დაუშვილმა და სოზარ სუბარმა გუბერნატორებთან ერთად განიხილეს

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან კორონა ვირუსისგან გამოწვეული მოქალაქეების საჭიროებები და ამ პროცესში კერძო სექტორის ინიციატივები განიხილეს.

07 აპრილი 2020, 11:04

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება.

07 აპრილი 2020, 11:04

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დადასტურებული COVID-19-ით ინფექციურში ამ ეტაპზე 6 პაციენტი მკურნალობს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, ორის საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი პაციენტისათვის გამოჯანმრთელებაზე ჩატარებულმა საკონტროლო ტესტმა ვირუსის არსებობა კვლავ დაადასტურა, რის გამოც პაციენტები კლინიკაში დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ.

07 აპრილი 2020, 10:55

COVID19

ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უცნობია პაციენტის დაინფიცირების წყარო და ეპიდემიოლოგები კონტაქტებს ბათუმსა და ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იკვლევენ.

მეუფე დანიელ დათუაშვილი

07 აპრილი 2020, 10:50

საზოგადოება

მეუფე დანიელ (დათუაშვილი): ყველა, ვინც რისკის ჯგუფშია და რამე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება

ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფშია, რომელსაც რამე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ (დათუაშვილმა) განუცხადა. სასულიერო პირის თქმით, კაცობრიობას ეხარა, რომ ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა.

მარინა ეზუგბაია

07 აპრილი 2020, 10:45

COVID19

მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან ერთი აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება

ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაინფიცირების წყარო კი აშშ-ში მოგზაურობაა- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის მათ ცენტრში 79 პაციენტი მკურნალობს, 29 პაციენტი კი განიკურნა.