imedi /  19 თებერვალი 2020, 23:35 / სანდო წყარო

Guardian: დონალდ ტრამპმა ასანჟს შეწყალების სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა

ჯულიან ასანჟი

ჯულიან ასანჟი

დონალდ ტრამპმა ჯულიან ასანჟს შეწყალება შესთავაზა, თუ ის იტყოდა, რომ რუსეთს კავშირი არ ჰქონდა „დემოკრატიული პარტიის“ ელექტრონული წერილების გამოქვეყნებასთან. ამის შესახებ Guardian-ი იუწყება.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ამის შესახებ დღეს ასანჟის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი ექსტრადირების საკითხის ტექნიკური მოსმენა გაიმართა.

ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულებაზე მიუთითა, რომლის თანახმად, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დანა რორაბახერი 2017 წლის აგვისტოს ასანჟს შეხვდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ეკვადორის საელჩოში იმყოფებოდა.

შეხვედრის დროს მან ასანჟს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპის დავალებით მოქმედებდა და შეწყალებას სთავაზობდა ან რამე სხვა გამოსავალს, თუ ასანჟი იტყოდა, რომ რუსეთს კავშირი არ ჰქონდა „დემოკრატიული პარტიის“ ელექტრონული წერილების გამოქვეყნებასთან.

ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2019 წლის 11 აპრილს დააკავეს. მან საელჩოს თავი 2012 წელს შეაფარა, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შვედეთისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც WikiLeaks-ი და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების თაობაზეც.

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ცნობილი გახდა გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, რომელიც ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს შეეხებოდა. 2010 წელს მისი პერსონით აშშ-ის ხელისუფლება დაინტერესდა. ასანჟი შვედეთში ჩავიდა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ყველა სიახლე

მერაბ დვალიშვილი

24 სექტემბერი 2020, 16:10

სპორტი

მერაბ დვალიშვილი UFC-ში მერვე ბრძოლას 5 დეკემებერს გამართავს

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ში მერვე ბრძოლას 5 დეკემებერს გამართავს და მისი მეტოქე რეიტინგის მე-12 ნომერი კოდი სტამანი იქნება. დვალიშვილმა და მისმა მეტოქემ კონტრაქტზე ხელი უკვე მოაწერეს. ამერიკელს UFC-ში 8 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან ხუთი მისი გამარჯვებით დასრულდა, ერთი შეხვედრა ფრედ ორი კი მარცხით. მან ბოლოს 16 ივლისს, ჯიმი რივერისთან გამართა ორთაბრძოლა და დამარცხდა.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

24 სექტემბერი 2020, 16:01

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის არ არსებობს მოუგვარებელი საკითხები, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დელიმიტაციის საკითხიც მოგვარდება

„მოზომილები უნდა ვიყოთ განცხადებებშიც, რადგან ჩვენი ურთიერთობები არ დაზიანდეს. დამერწმუნეთ, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არ არსებობს საკითხები, რომლებიც არ შეიძლება განხილულ იქნას და მოგვარდეს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი 2020, 15:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვა გამოიწვიოს

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მიაწოდა ეს ახალი გარემოებები.

24 სექტემბერი 2020, 15:52

ეკონომიკა

რა შედეგები მოიტანა ჯაპანა-ლანჩხუთის გზის გახსნამ

კომპანიამ POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოში კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განახორციელა და ივლისში, სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონაკვეთი - ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაასრულა. გზაზე 15 ივლისიდან ორივე მიმართულებით არის გადაადგილება შესაძლებელი.

24 სექტემბერი 2020, 15:49

ეკონომიკა

უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზა ავტოტრანსპორტისათვის უკვე გახსნილია. 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე 4-ზოლიანი გზაა. მთლიანი პროექტი ოქტომბრის ბოლოს ჩაბარდება და 13-ვე კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.

ალექსანდრე ლუკაშენკო

24 სექტემბერი 2020, 15:47

მსოფლიო

ლუკაშენკო: ბელარუსი ვალდებული არ იყო ვინმე წინასწარ გაეფრთხილებინა ინაუგურაციის ჩატარების შესახებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ზოგიერთი სახელმწიფოს საყვედური იმის თაობაზე, რომ მისი ინაუგურაცია საიდუმლოდ გაიმართა.

24 სექტემბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.

ირმა ჭკადუა

24 სექტემბერი 2020, 15:38

სამართალი

ირმა ჭკადუა: იაკობ ბრეგვაძე ადასტურებს, რომ ჩხუბში 8 პირი მონაწილეობდა, მაგრამ კონკრეტული ადამიანების ამოცნობა არ შეუძლია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებული ფოტოგრაფის იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის განცხადებით, ბრეგვაძეს ჩხუბში მონაწილე კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა, ადასტურებს, რომ 8 პირი ჩხუბში მონაწილეობდა. ჭკადუას თქმითვე, იაკობ ბრეგვაძემ არ იცის, ხიდის ქვეშ რა მოხდა, ვინაიდან ეს არ დაუნახავს. იაკობ ბრეგვაძემ უამარავ კითხვას უპასუხა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე ჩემი პატივცემული კოლეგების. ყველასთვის ცნობილია, რომ იაკობ ბრეგვაძეს არასდროს, არც ერთ კომენტარში, მათ შორის, არც ჩვენებაში არ

საქართველო დიდი ბრიტანეთ დროშები

24 სექტემბერი 2020, 15:36

პოლიტიკა

ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის და საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისმა საპარლამენტო ჯგუფმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს

ორი ქვეყნის პარლამენტარები მიესალმნენ თანამშრომლობის რეგულარულ საპარლამენტო ფორმატს და მზადყოფნა გამოხატეს საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეები ასევე საერთო ინტერესის სფეროების შემდგომ მოძიებაზე შეთანხმდნენ.

იაკობ ბრეგვაძე

24 სექტემბერი 2020, 15:24

სამართალი

იაკობ ბრეგვაძემ სასამართლო პროცესზე კონკრეტული პირები ვერ ამოიცნო, თუმცა ჩხუბის მონაწილეთა რაოდენობა დაასახელა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა.

24 სექტემბერი 2020, 15:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები გაიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურულ სფეროებში. მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

კარლ ჰარცელი

24 სექტემბერი 2020, 15:10

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს

„გასულ წელს 40%-ით გაიზარდა საკონტეინტერო თვირბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებული ყოფილიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპის გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ კაპიტნობის შესაძლებლობასაც აძლევს.

დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი 2020, 15:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოს და აზერბაიჯანს, აკავშირებთ მჭიდრო ურთიერთობები კულტურის, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებში

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება არის მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც წარმოადგენს იმ პოზიტიური დინამიკის საფუძველს, რაც არის ჩამოყალიბებული ორმხრივად საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაში და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 სექტემბერი 2020, 15:03

სპორტი

„ბაიერნს“, „შალკესა“ და „აინტრახტს“ მკაცრი სასჯელი ემუქრება

ბუნდესლიგის სამ კლუბს, „ბაიერნს“, „შალკესა“ და „აინტრახტს“ მკაცრი სასჯელი ემუქრება. გერმანიის საფეხბურთო კავშირის კონტროლის კომიტეტმა გამოაქვეყნა „ბაიერნი“ - „შალკეს“ შეხვედრის დროს ტრიბუნაზე მჯდომი სათადარიგო ფეხბურთელების ფოტოები, რომელთაც არც პირბადე ეკეთათ და არც 1.5-მეტრიანი დისტანცია იყო დაცული.

24 სექტემბერი 2020, 14:54

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა.

24 სექტემბერი 2020, 14:52

რეგიონი

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის დროს ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით რუსული სამხედრო ვერტმფრენი აფრინდა

ერგნეთში ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის დროს ცხინვალიდან რუსული სამხედრო ვერტმფრენი აფრინდა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.

იუსტიციის სახლი

24 სექტემბერი 2020, 14:48

COVID19

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში გამოკვლეულთაგან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში 538 გამოკვლეულიდან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 3 დღის განმავლობაში სრულად აღებულია 754 ნიმუში.

ტოჩინოშინი

24 სექტემბერი 2020, 14:31

სპორტი

ტოჩინოშინი მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა

ლევან გორგაძე ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა. ტოჩინოშინი კომუსუბი ოკინოუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 32 წლის ქართველ სუმოისტს დარჩენილი სამი ბრძოლიდან სამივეს მოგება სჭირდება.

24 სექტემბერი 2020, 14:26

საზოგადოება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. „ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:25

საზოგადოება

თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლების დისტანციური რეჟიმი იმოქმედებს

უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკლემა განაცხადა. მისივე თქმით, ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, სწავლების არადისტანციურად განახლების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ცხადია, აჭარაშიც, ის ყველა საფეხურზე დისტანციურია. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში არადისტანციური სწავლების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, - განაცხადა მინისტრმა.