23 თებერვალი 2020, 21:46 / სანდო წყარო

იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში, ქალაქ კრემონაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. გარდაცვლილს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და კრემონას საავადმყოფოში მკურნალობდა.

ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი. იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე კორონავირუსით დაინფიცირების 1 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია. მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

27 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

თამარ გაბუნია: განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს

სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა. ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებულად მუშაობს, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

27 ოქტომბერი 2020, 15:35

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ.

თამარ გაბუნია

27 ოქტომბერი 2020, 15:33

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი დაიწყო

დღეს დაიწყო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი, საუბარია ონლაინკონსულტაციის მოდელზე და მიმდინარე მეთვალყურეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უწყება სადაზღვევო კომპანიებთან აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დაზღვეულ პირს კოვიდინფიცირების შემთხვევაში ჰქონდეს ადეკვატური დაფარვა სამედიცინო სერვისის.

27 ოქტომბერი 2020, 15:25

ტექნოლოგიები

Admixer – ციფრული რეკლამის ქართული ბაზარი საერთაშორისო სტანდარტზე გადადის

დსთ-ის ბაზრის წამყვანი დიჯითალ მოთამაშე კომპანია Admixer ოქტომბრიდან ქართულ ბაზარზე კომპეტენციის არეალს აფართოვებს.კომპანია 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. მას უკვე რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ლატვია და ყაზახეთი. ახლა კი მათ გუნდს საქართველოც შეუერთდა.

27 ოქტომბერი 2020, 15:21

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 66 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 66 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 477 ადამიანი გარდაიცვალა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ოქტომბერი 2020, 15:16

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: არავის მივცემთ საშუალებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს

არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჰქონდეთ მცდელობები, შეფარვითი გზებით რაიმე სახის დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც ისინი აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2020, 15:11

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ე.წ. დამკვირვებლები შეეცდებიან დისკრედიტაცია მოახდინონ არჩევნების, რომელსაც ჩვენ მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩავატარებთ

გლობალური პანდემია შეეხო არ მარტო საქართველოს არამედ, ყველა ქვეყანას. ჩვენ გვიწევს ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და მათაც, როგორც საქართველოს, მოუწია გარკვეული წესების შეცვლა და ახალ რეალობასთან შეგუება. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტს, ამ კუთხითაც ყველა არჩევნებს შეეხო ეს. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება იმის თაობაზე, რომ 7 კაციანი ჯგუფი ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას საქართველოში თუმცა, ჩვენ გვეყოლება სხვა დამკვირვებლები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 15:04

პოლიტიკა

პოლ მ. ჯოიალი: საქართველოს „ციკლონი მიშა“ ახლა „სუპერ გამავრცელებელია?“

31 ოქტომბერს ქართველები არჩევნებზე მივლენ საქართველოში 150-წევრიანი პარლამენტის ასარჩევად. მე, 1991 წლის შემოდგომაზე ჩემი პირველი მოგზაურობის შემდეგ, მრავალმხრივ ვარ ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის როგორც მისი პირველი ლობისტი, პარლამენტის მრჩეველი, მეწარმე და ახლა საინვესტიციო მრჩეველი. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ „საპატიო ორდენი“ მიბოძა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით ჩემი ძალისხმევისთვის. მე ახლაც ყოველ დილით ვეცნობი საქართველოს ახალ ამბებს, - პოლ მ. ჯოიალმა Miami Herald-ში მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. .

გივი მიქანაძე

27 ოქტომბერი 2020, 15:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: გარკვეული სადამკვირვებლო ორგანიზაციები პირდაპირ კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან

მისივე თქმით, ჟურნალისტებს მათთვის დარიგებულ კატალოგში შეუძლიათ ნახონ წყაროების ლინკები, რომელიც პირდაპირ იძლევა ინფორმაციას საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, ნახონ როგორ ხდება დამფუძნებლის და გამგეობის თავმჯდომარეების უცებ გასვლა და ახალი უცნობი პირებით მათი ჩანაცვლება.

დიმიტრი შაშკინი

27 ოქტომბერი 2020, 14:43

პოლიტიკა

დიმიტრი შაშკინი: კანონმდებლობა არჩევნების პროცესზე მეთვალყურეობის შესაძლებლობას საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს

„ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ახლა გამწარებული ეძებს ვის დააბრალოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა რითაც „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძე

27 ოქტომბერი 2020, 14:37

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის განცხადებაზე: ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციებთან, რომ თითოეული ადამიანის ხმა დავიცვათ

დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციებთან, ძალიან მარტივი მიზეზისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმა დავიცვათ, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, თეა წულუკიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან.

ტარიელ ესებუა

27 ოქტომბერი 2020, 14:35

სამართალი

ტარიელ ესებუა აცხადებს რომ მისი შვილი უდანაშაულოა

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის ბადრი ესებუას ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. ტარიელ ესებუას განცხადებით, მისი შვილი ამ დღეებში იტყვის ყველაფერს რაც რეზონანსულ საქმეს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, გუშინ, მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას პოლიციას მნიშვნელოვანი არაფერი წაუღია.

სერგი კაპანაძე

27 ოქტომბერი 2020, 14:24

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ქალბატონი წულუკიანი აშკარად პანიკაშია იმის გამო, რომ იცის ამ არჩევნებს აგებს

ქალბატონი წულუკიანი აშკარად არის პანიკაში იმის გამო, რომ იცის აგებს ამ არჩევნებს. ახლა მოიგონა რაღაც სრული აბსურდი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“პარტიული სიის მეოთხე ნომერის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა. „თვითონ აკეთებენ ამას, თვითონ ჰყავთ თავიანთი დამკვირვებელი ორგანიზაციები. რა თქმა უდნა, დამკვირვებელ ორგანიზაციებში იქნებიან ისეთებიც, რომელთაც არ მოსწონთ შეიძლება ეს მთავრობა, რომელთაც კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიასთან, ან განწყობა აქვთ ოპოზიციური. ამაში რა არის პრობლემატური, არის გაუგებარი,. ერთი რამ გამოჩნდა მათ ეშინიათ დამკვირვებლების, არ უნდათ, რომ ბევრი ადამიანი აკვირდებოდეს. როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ რაღაცას ან გააყალბებენ, ან იძალადებენ, ან რაღაც სხვა ინსტრუმენტს გამოიყენებენ. არ გამოუვათ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 14:23

სამართალი

თეა წულუკიანი: ზუგდიდში რომ სისხლისღვრა არ მოხდა მადლობა ბატონ გომელაურს, რომელიც პირველივე საათებიდან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პროცესს ადგილზე პირადად მართავდა

თეა წულუკიანმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

27 ოქტომბერი 2020, 14:20

COVID19

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის რეგიონში კოვიდინფიცირების 573 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას გადის 303 ინფიცირებული პირი, დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 114 პირი, ხოლო ამჟამად თვითიზოლაციაში რჩება 1201 ადამიანი.

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი

27 ოქტომბერი 2020, 14:08

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი: იმის გაფიქრებაზეც კი გული მერევა, რომ არჩევნებში შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ გული ერევა იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლება არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს.

არჩილ თალაკვაძე

27 ოქტომბერი 2020, 13:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის წევრი, მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 13:38

რეგიონი

ნათია თურნავა: 2012 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტად არის გაზრდილი

„მთლიანობაში, საქართველოში, 2021 წლის ბოლომდე სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის 90 პროცენტზე მეტის გაზიფიცირებას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენისთანა რელიეფის მქონე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

27 ოქტომბერი 2020, 13:34

COVID19

გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში, - ამის შესახებ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე Facebook- ზე წერს. მისი თქმით, თავს კარგად ვგრძნობს და ელოდება ღირსეულ გამარჯვებას.

27 ოქტომბერი 2020, 13:31

საზოგადოება

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალმა, სადაც 21 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა, მუშაობა განაახლა

თითქმის ერთკვირიანი პაუზის შემდეგ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალმა, სადაც 21 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა, მუშაობა განაახლა. შენობა 6 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.