imedi /  18 ივნისი 2020, 21:07 / სანდო წყარო

რუსეთის ელჩი გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირს უარყოფს

სერგეი ნაჩაევი

სერგეი ნაჩაევი

რუსეთის ელჩი გერმანიაში კატეგორიულად უარყოფს გერმანიის გენერალური პროკურატურის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო უწყებებმა დაუკვეთეს.

სერგეი ნაჩაევის თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა და ფაქტებითა და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის, ბერლინის მხრიდან მოსკოვის წინააღმდეგ ნებისმიერი სანქცია კი უპოასუხოდ არ დარჩება. ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დღეს იყო დაბარებული.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 14:24

მსოფლიო

აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქმედებებში თადარიგში მყოფი სამხედროები ჩაერთვებიან

აზერბაიჯანის მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დავალებების შესრულებაში თადარიგში მყოფი სამხედროები ჩაერთვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

15 ივლისი 2020, 14:23

რეგიონი

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. ფოტოები

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში. დღევანდელი პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გარდასაქმნელად შესრულდა მასშტაბური, ექსტრაორდინარული სამუშაოები.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 14:20

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: დროებითი მმართველი კომპანიაში მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად შევა

არ უნდა გავიგოთ, რომ დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და განუსაზღვრელი უფლებამოსილებით სარგებლობს. დროებითი მმართველი კომპანიაში შედის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შეასრულოს კომისიის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან განმარტა, თუ რა არის შესაძლებელი არსებული რედაქციით და რა უფლებამოსილება აქვს კომისიას.

ირაკლი კობახიძე

15 ივლისი 2020, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავასახელებთ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს

დაახლოებით სამი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, შესაბამისად, უკვე აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს ჩვენი საარჩევნო სამზადისი. უახლოეს მომავალშიც ჩვენ დავასახელებთ კანდიდატებს. პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სერგი კაპანაძე

15 ივლისი 2020, 14:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: შემოტანილი კანონპროექტით, მარეგულირებელი შეუზღუდავ ძალაუფლებას იღებს ტელეკომუნიკაციის სფეროში

შემოტანილი კანონპროექტით, მარეგულირებელი შეუზღუდავ ძალაუფლებას იღებს ტელეკომუნიკაციის სფეროში. იღებს ისეთ უფლებებს, რომელიც შეუძლებელია, რომ ნეგატიურად არ აისახოს ამ ბაზარზე. იღებს უფლებას, რომ სასამართლოს კონტროლის გარეშე შევიდეს კომპანიაში და შეიყვანოს დროებითი მმართველი, - ამის შესახებ სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ძაღლები კორონავირუსი

15 ივლისი 2020, 14:10

COVID19

ჩილეში ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენას ასწავლიან

როგრამაში 4 ძაღლი მონაწილეობს - 3 ოქროსფერი რეტრივერი და 1 ლაბრადორი. მათი ასაკი 4-5 წელს შორის მერყეობს. ისინი აქამდეც სამართალდამცველებთან ერთად მუშაობდნენ და ნარკოტიკების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და დაკარგული ადამიანების პოვნაზე არიან გაწვრთნილები.

15 ივლისი 2020, 14:09

COVID19

აშშ-მექსიკის საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა 30 დღით გახანგრძლივდება

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა 30 დღით გახანგრძლივდება.

პაატა დავითაია

15 ივლისი 2020, 14:02

პოლიტიკა

„ძალა ერთობაშიას“ განცხადებით, კვოტებზე საუბარი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ დაწყებულა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების პასუხად, მისი პოლიტიკური პარტნიორები ირწმუნებიან, რომ კვოტებზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის გუნდთან არც კი დაწყებულა, რადგან პარტია ერთობის წევრებთან თაიმაუტის რეჟიმში იმყოფება.

სოფო კილაძე

15 ივლისი 2020, 13:56

პოლიტიკა

სოფო კილაძე: „ქართული ოცნების“ გუნდს არ უნდა, რომ მედიასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი დარჩეს

„იმიტომ გვაქვს ჩვენ სამი მოსმენა, რომ თუ რამე პრობლემური საკითხი იქნება, სამი მოსმენის ფარგლებში დავამუშაოთ და საბოლოო ჯამში ისეთ კანონპროექტს ვუყაროთ კენჭი, რომელიც იქნება მაქსიმალურად დახვეწილი. ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტზე ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ დახვეწილი სახით იყოს წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციურად გამართული კანონპროექტი, რომელიც არ დატოვებს არც ერთ კითხვის ნიშანს და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა. წინა საარჩევნო პერიოდში არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი მედიაში მედიათავისუფლების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ბექა ნაცვლიშვილი

15 ივლისი 2020, 13:50

პოლიტიკა

„დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

პრობლემა იცით რაშია, ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ მთავრობა სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ ბერკეტებს გამოიყენებს კეთილსინდისიერად. ეს ჩარევა არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ამიტომ ვემხრობი კერძო ინტერესის მოტივაციას, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

15 ივლისი 2020, 13:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველა სექტორის კონტროლი გრძელდება, რომელმაც პანდემიის შემდეგ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიიღო

თუ ჩვენ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ეპიდემიოლოგების პარალელურად გასცემს შრომის ინსპექცია, ნამდვილად გვექნება მეორე ტალღა და ეს იქნება გაცილებით უფრო მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხდა.

ლევან ბეჟაშვილი ნაციონალური მოძრაობა

15 ივლისი 2020, 13:42

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: „ძალა ერთობაშია“ როგორც ბრენდი „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის

„ერთობა შექმნილია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, როგორც ბრენდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბუნებრივია იქ სადაც იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია.საუბარი გვაქვს პარტნიორებთან იმაზე რომ ნაწილი შემოგვიერთდება ბლოკის სახით ჩვენს მოძრაობას, ნაწილი სიაში იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ შევთავაზოთ კონკრეტული წინადადებები და მათაც მოვუწოდებთ მხოლოდ თანამდებობზე და პარტიულ ნომერზე აქცენტის გაკეთება არ იქნება მართებული, როცა საუბარია საერთო ოპოზიციურ მოძრაობაზე. მოლაპარაკებებისას ადგილი პროპორციულ სიაში, თანამდებობები და ასე შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს პირველად არ ხდება, მაგრამ სხვა გამოწვევაა დღეს - ეს არის ერთობის შენარჩუნება", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ნინო ლომჯარია

15 ივლისი 2020, 13:42

საზოგადოება

ნინო ლომჯარია პრეზიდენტის განცხადებაზე: არ ვიცი ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი

„არ ვიცი ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი ერთზე იყო დაპირისპირება, ეს უფრო მისაღებია ან ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა არის შესაცვლელი. ჩვენს საზოგადოებაში არის შესაცვლელი წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფური, ეს არის კრიმინალი, მიუღებელია და ვაჟკაცობა გამოიხატება არა ძალადობაში ან თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებაში, არამედ სხვა ღირებულებებში - სამშობლოს სიყვარულში, დაჩაგრულის დაცვაში და ა.შ.“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ჯო ბაიდენი

15 ივლისი 2020, 13:41

COVID19

ჯო ბაიდენი: სიტუაცია იმდენად რთულადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა, პირბადე ატაროს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯებისთვის გააკრიტიკა.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 13:31

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რედაქცია, რომელიც დღეს დეპუტატების წინაშეა წარდგენილი, ასახავს დაინტერესებული მხარეების შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომლებიც საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა, კერძოდ ახალ რედაქციაში დავიწროვდა პრინციპები, რა დროსაც კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 13:22

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რედაქცია დაინტერესებული მხარეების შენიშვნებსა და მოსაზრებებს ასახავს

დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლს, ან 34-ე და 35-ე მუხლებს, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას განიხილავენ.

ბენქსი ვირთხები

15 ივლისი 2020, 13:22

კულტურა

ლონდონის სატრანსპორტო სამსახურმა მეტროში განთავსებული ბენქსის ახალი გრაფიტი წაშალა

კორონავირუსის პანდემიის თემისადმი მიძღვინილი ნამუშევრის შექმნის პროცესის ამსახველი ვიდეო ანონიმმა მხატვარმა Instagram-ზე ცოტა ხნის წინ ატვირთა.

15 ივლისი 2020, 13:11

ეკონომიკა

Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

30 ივლისს, Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად, საქართველო პირველად უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - „Startup World Cup”-ის რეგიონალურ ღონისძიებას - „Black Sea and Beyond Regional Competition”, - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

15 ივლისი 2020, 13:03

სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ-მ, 2019 წლის 7 და 11 დეკემბერს, უკანონოდ შეიძინა, შეინახა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3,232 გრ. ნარკოტიკული საშუალება „3,4“ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მდმა).

15 ივლისი 2020, 13:02

პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მასშტაბით მაჟორიტარების ნაწილი შეარჩია

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მასშტაბით მაჟორიტარების ნაწილი უკვე შეარჩია. კერძოდ, გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარულ ოლქში ლევან ბეჟაშვილი იბრძოლებს, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში - გიორგი ბოტკოველი. ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება, ქვემო ქართლის ერთ-ერთ ოლქში კი - დავით კირკიტაძე. არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის ოლქში, მაჟორიტარობისთვის მურთაზ ზოდელავა იბრძოლებს. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.