imedi /  11 აგვისტო 2020, 19:45 / სანდო წყარო

ჰაიკო მაასის თქმით, გერმანიამ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნით 17-ჯერ მიმართა

ჰაიკო მაასი

ჰაიკო მაასი

გერმანიის მთავრობის სხვადასხვა ორგანოებმა რუსეთის ხელისუფლებას ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნით 17-ჯერ მიმართეს. ამის შესახებ მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დაპირებების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან გერმანიის მოთხოვნებზე რეაგირება არ ყოფილა. მაასმა დასძინა, რომ სამართლებრივი დახმარების თხოვნით ბერლინმა მოსკოვს ორი ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა. ამ მოთხოვნებზე გერმანიამ პასუხი მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო.

მოსკოვისთვის შესაძლო შედეგებზე საუბრისას მაასმა აღნიშნა, რომ ყველაფერი გერმანული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც დაადგენს იყო თუ არა ხანგოშვილის მკვლელობა კრემლის მიერ შეკვეთილი.

ამავე პრეს-კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ხანგოშვილის საქმეზე გერმანული მხარის ყველა კითხვას უპასუხა და ახლა ბერლინისგან განმარტებებს ელის.

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 17:32

საზოგადოება

ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს

ნათელა პატარკაციშვილი ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის, ტელეკომპანია „იმედის“ დამაარსებლის, ბადრი პატარკაციშვილის დედას უკანასკნელი პატივი ოჯახის ახლობლებმა, პოლიტიკოსებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, არკადიაში მიაგეს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

12 აპრილი 2021, 17:31

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ წარმოვადგინეთ 7 პუნქტი, რომლისგანაც ერთი პუნქტის სერიოზულად განხილვის შემთხვევაშიც მზად ვართ პარლამენტში ვიმუშაოთ

​„თუ ამ შვიდი პუნქტიდან, არცერთი პუნქტი არ შესრულდება „ქართული ოცნების“ მიერ, ჩვენ ბუნებრივია არ შევალთ დარბაზში, რასაც პარლამენტის რეგლამენტი გულისხმობს იმას არ დავექვემდებარებით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს დერეფანი თავისუფალია. ანუ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს პარლამენტის ინფრასტრუქტურა, იარაღის ტარების უფლება და იმუნიტეტი. დანარჩენ ნებისმიერ მატერიალურ სიკეთეზე ჩვენ უარს ვიტყვით“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გიორგი ბარამიძე სერგო ჩიხლაძე

12 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

როგორ აფასებენ ოპოზიციაში „გირჩის“ შვიდპუნქტიან შეთავაზებას

„ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი, რომ თან პარლამენტში ვიქნები, თან ხელფასს არ ავიღებ, თან იარაღს ვატარებ, თან ბანერთან დავდგები, თან არ დავდგები. ეს არის უბრალოდ არასერიოზულობა, ისევე როგორც მათ მიერ დაანონსებული „გირჩის სამეფოს“ და კონსტიტუციის შექმნა. ძალიან კარგი სტრატეგიული თამაშები მაქვს, სადაც სახელმწიფოებს აშენებ და იპყრობ, გავუგზავნიდი ამას“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამერიკის საელჩო

12 აპრილი 2021, 17:25

ეკონომიკა

საელჩო: აშშ აგროტურიზმის უდიდეს პოტენციალს ხედავს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად

„აშშ-ის მთავრობა ხედავს აგროტურიზმის უდიდეს პოტენციალს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად, ამიტომ ვეხმარებით ფერმერებს, მცირე ბიზნესმფლობელებსა და სასოფლო საზოგადოებებს, ტურიზმის სექტორიდან სარგებლის მიღებაში“, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც სოფელ უდაბნოში კელი დეგნანის ვიზიტს ასახავს.

ზურაბ ჯაფარიძე

12 აპრილი 2021, 17:24

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ 7-პუნქტიან გეგმაზე: ძალიან კარგი პუნქტებია, შვიდივეს ვაწერ ხელს, მაგრამ შანსი არაა, ამაზე „ქართული ოცნება" წამოვიდეს

„მსგავსი არარეალისტური მოთხოვნები მაგათ რამდენჯერმე დააყენეს. სინამდვილეში, ნებისმიერი მაგ პუნქტის შესრულება ძალაუფლების დათმობას გულისხმობს. რატომ უნდა დათმოს, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ისედაც ჩანს, რომ ეგ ადამიანები ისედაც აპირებენ შესვლას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

12 აპრილი 2021, 17:16

მსოფლიო

საფრანგეთში მოკლე მანძილზე ავიაფრენების აკრძალვა გადაწყვიტეს

გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ქვეყნის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების სტრატეგიის ფარგლებში მიიღეს. ახლა კანონი საფრანგეთის სენატმა უნდა მიიღოს. თუ ასე მოხდება დოკუმენტი ფინალურ კენჭისყრაზე ეროვნულ კრებაზე გავა, რომელიც მას საბოლოოდ დაამტკიცებს.

12 აპრილი 2021, 17:11

მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

12 აპრილი 2021, 16:59

საზოგადოება

ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის შედეგად, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები. ასევე, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 აპრილი 2021, 16:52

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ომი არ გვინდა, მაგრამ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას არ დავუშვებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო საშიში და სერიოზული საფრთხე არ არსებობს, ვიდრე ირანის ფანატიკური რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხე.

ალეკო ელისაშვილი

12 აპრილი 2021, 16:52

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

მე პატივს ასეთ ხალხს ვცემ და არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ავკაცობენ და ხალხზე ძალადობენ, როცა ხელისუფლებაში არიან, შემდეგ კი ამ ქვეყნიდან გარბიან და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

12 აპრილი 2021, 16:48

სპორტი

ხვალ თბილისის ოლიმპიური სასახლე საქართველოს თასის მატჩებს უმასპინძლებს

ხვალ, 13 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის მატჩები გაიმართება. 4 შეხვედრის ფარგლებში, ერთმანეთს 8 გუნდი დაუპირისპირდება: ტიტები vs აფხაზეთი; კაკტუსი vs რუსთავი; დინამო vs ქუთაისი; ოლიმპი vs თსუ.

გიორგი ბარამიძე

12 აპრილი 2021, 16:45

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე: ვადამდელი არჩევნები ჩვენი მთავარი მიზანია, სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია

ვადამდელი არჩევნები არის ჩვენი მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელოვნური კრიზისის განმუხტვას სჭირდება ვადამდელი არჩევნები.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 16:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავპირდით „ევროპულ საქართველოს“, რომ 3 %-იანი პარტია იქნებოდა, თუმცა მალე ეს 3%-იც საოცნებო ექნებათ

ჩვენ დავპირდით „ევროპულ საქართველოს“, რომ 3 %-იანი პარტია იქნებოდა თუმცა როგორც აღმოჩნდა, გადაჭარბებით შევასრულეთ ეს დაპირება და 3%-იც საოცნებო იქნება მათთვის ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

12 აპრილი 2021, 16:34

მსოფლიო

ჰაიტიში ხუთი მღვდელი და ორი მონაზონი გაიტაცეს

ჰაიტიში ხუთი მღვდელი და ორი მონაზონი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შსს

12 აპრილი 2021, 16:23

სამართალი

შსს: სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 16:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაში აქტიურია და ეს კიდევ უფრო გაიზრდება - მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს სულ უფრო მეტად იყენებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარმოდგენილი ორი ოპოზიციური პარტია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას სჭირდება ოპოზიციის ის წარმომადგენლობა, რომელიც საზოგადოებამ აირჩია.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 16:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი და მთავრობა მთლიანად ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს

პარლამენტი და მთავრობა მთლიანად გადართული და ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური მოლაპარაკებების გარდა, მათთვის ძალზედ პრიორიტეტულია, უპასუხონ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებს, რაც დღეს ქვეყანაში დგას.

ვატო შაქარაშვილი

12 აპრილი 2021, 16:16

პოლიტიკა

ვატო შაქარაშვილი: 9 აპრილის შეკრებაც და ორგანიზებული ძალის შექმნაც მხოლოდ ერთ მიზეზს ემსახურება

„აი ია“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნებზე ისაუბრა. ვატო შაქარაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ამისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ თავად აიღოს პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე. ამ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მომღერალი გია გაჩეჩილაძეა.

12 აპრილი 2021, 16:15

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: აგროტურიზმი არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც კომპლექსურია და ჩვენს ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული

„ასოციაციის წევრი ფერმერები აძლევთ მაგალითს ყველას, რომ ფერმერული საქმიანობა შეიძლება იყოს პრესტიჟული, ინოვაციური და წარმატებული. ფერმერთა ასოციაციის საქმიანობა მოტივაციას ზრდის ჩვენ სფეროში. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტოდ წარმატებული და რეკორდული მაჩვენებლების იყო, რაც არის შედეგი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის და დიდი დახმარების ჩვენი მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციების მხრიდან. რაც შეეხება აგროტურიზმს, ეს არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე სოფლის მეურნეობა და ჩვენ ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ეს არის შესაძლებლობა, უშუალოდ ადგილზე გაყიდოს ფერმერმა თავის წარმოებული პროდუქცია და გრძელვადიანად უფრო მდგრადი იყოს მათი საქმიანობა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეგი ბაქრაძე

12 აპრილი 2021, 16:07

სამართალი

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას ითხოვენ

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას ითხოვენ. მათი თქმით, სწორედ ლევან რატიანს შეუძლია სიცოცხლის დროინდელი დიაგნოზის დასმა. ამასთან, მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.