imedi /  29 აგვისტო 2020, 23:53 / სანდო წყარო

Bellingcat-მა ხანგოშვილის მკვლელობის კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა დაადგინა

რომან დემიანჩენკო

რომან დემიანჩენკო

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკო ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bellingcat-ი, Der Spiegel-ი და The Insider-ი ავრცელებენ.

მათ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ 1980 წელს დაბადებული დემიანჩენკო ასევე ცნობილია „რომან დავიდოვისა“ და „რომან ნიკოლაევის“ სახელებით. მისი ნამდვილი სახელი ჟურნალისტებმა შენგენის ვიზისთვის „რომან დავიდოვის“ მიერ გადაღებული ფოტოს მეშვეობით დაადგინეს. ამ ვიზით დემიანჩენკო ევროკავშირში ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ჩავიდა. „დავიდოვის“ ფოტო დემიანჩეკოს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე არსებული ფოტოს იდენტურია.

Bellingcat-ის ცნობით, რომან დემიანჩენკო „ვიმპელში“ 2011 წლამდე მსახურობდა, 31 წლის ასაკში კი მას პენსია დაენიშნა - სავარაუდოდ, ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს მიღებლი ჭრილობის გამო. შემდგომ წლებში მისი საქმიანობის შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

Bellingcat-ისა და The Insider-ის მტკიცებით, დემიანჩენკოს სატელეფონო საუბრების მეტამონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ის ხშირად ყოფილა „ვიმპელის“ ოფისში, ხვდებოდა ხელმძღვანელობას, მათ შორის სპეცდანაყოფის ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელ ედუარდ ბანდერსკის და ФСБ-ს მოქმედ თანამშრომლებს. გამოცემის ინფორმაციით, ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიის პოლიციამ დააკავა, ასევე ხვდებოდა ედუარდ ბანდერსკის.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ახალი ინფორმაცია ამყარებს ვერსიას იმის შესახებ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა კომპანია „ვიმპელმა“, რომელიც რუსეთის ФСБ-სთან იყო კოორდინაციაში. მათი განცხადებით, კომპანია „ვიმპელი“, ფაქტობრივად, ФСБ-ს ქვედანაყოფს წარმოადგენს და „უცხო ქვეყნებში შეკვეთილი მკვლელობების შესრულება“ ევალება.

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 13:10

მსოფლიო

Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ

შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 13:00

სამართალი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 12:47

პოლიტიკა

კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 12:32

მსოფლიო

ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.

28 მაისი 2026, 12:11

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 11:57

მსოფლიო

აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო

აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

28 მაისი 2026, 11:44

სპორტი

სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

28 მაისი 2026, 11:39

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

28 მაისი 2026, 11:31

რეგიონი

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

28 მაისი 2026, 11:25

სპორტი

ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.

28 მაისი 2026, 11:20

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:16

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.

28 მაისი 2026, 11:12

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

28 მაისი 2026, 11:01

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 10:52

მსოფლიო

კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.