მანილას კაზინოზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
მანილა
ფილიპინების პოლიციამ იმ კაცის ვინაობა დაადგინა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ მანილაში კაზინოს დაესხა თავს. ამის შესახებ Reuters წერს. თავდასხმას 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პოლიციის ცნობით, დამნაშავე 42 წლის ფილიპინების მოქალაქე იყო. მისი სახელია ჯესი ჰავიერ კარლოსი. პოლიციის მონაცემებით,ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო და კაზინოში დიდი ვალი ჰქონდა.
ფილიპინების დედაქალაქ მანილას სასტუმრო კომპლექსა და კაზინოზე თავდასხმას 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. Reuters-ი ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თითქმის ყველა მათგანი გაიგუდა. თავდასხმა 1 ივნისს მოხდა. მძარცველი სასტუმრო კომპლექს Resorts World Manila-ს მესამე სართულზე მდებარე კაზინოში შეიჭრა. მას ცეცხლი ადამიანების მიმართულებით არ გაუხსნია, თუმცა სათამაშო მაგიდებს ბენზინი გადაასხა და დაწვა. ის სათამაშო ჩიპების მოპარვას შეეცადა. პოლიცია ვარაუდობს, რომ დამნაშავე მარტო მოქმედებდა.
თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ყველა სიახლე
24 აპრილი 2026, 18:20
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე გამახვილდა. როგორც მან აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაბამისი კვლევების მხარდასაჭერად.
24 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა
შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.
24 აპრილი 2026, 18:03
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ნუ ჰგონია ნურც ბატონ ელჩს და ნურც სხვას ევროპაში, რომ საქართველოს მომავალი არ დაწერილა - საქართველოს მომავალი ათასწლეულების განმავლობაში უმძიმეს ბრძოლებში და შრომაში იწერებოდა და იწერება
საქართველო დღეს არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, აღკვეთოს ყველაფერი ის, რაც ელჩის ამ ბნელ წინასწარმეტყველებაში იყო ნათქვამი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
24 აპრილი 2026, 17:59
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: ბატონი ჰერჩინსკი, ბატონი ფიშერი და დიდი ბრიტანეთის ელჩი აღქმებით ცხოვრობენ და არ სურთ ქართველი ხალხის რეალური სურვილი და დღის წესრიგი გაითავისონ
ანალიტიკოსი, გიორგი ქაჯაია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელჩის განცხადება სტაბილურობისკენ მიმართული არ არის. ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ჰერჩინსკი მსგავს განცხადებებს გააკეთებს, პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს.
24 აპრილი 2026, 17:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა
საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე; საქართველოს პროცესი არასდროს შეუჩერებია მიუხედავად იმისა, რომ ამაში გვადანაშაულებენ. საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაზე.
24 აპრილი 2026, 17:52
მსოფლიო
კაია კალასი: თუ თეირანთან მოლაპარაკება მხოლოდ ბირთვულ საკითხს შეეხება, უფრო საშიშ ირანს მივიღებთ
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ირანი ამერიკასთან მოლაპარაკების შედეგად, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო გახდეს.
24 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა
დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
24 აპრილი 2026, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება
საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
24 აპრილი 2026, 17:37
რეგიონი
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო - საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის
24 აპრილი 2026, 17:30
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ფოლკლენდის კუნძულებზე: სუვერენიტეტი ჩვენ გვეკუთვნის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი აშშ-ის მიერ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკის სავარაუდო შეცვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კუნძულები გაერთიანებულ სამეფოს ეკუთვნის.
24 აპრილი 2026, 17:20
პოლიტიკა
„ტვ პირველი“ მანიპულირებს, რომ 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2333 პირს მიენიჭა, რომელთა 60% რუსეთის მოქალაქეა - არაფერს ამბობს იმაზე, რომ განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს ან მათ, ვისაც შეუწყდათ მოქალაქეობა
ოპოზიციური მედიის მანიპულაცია: ტელეკომპანია „ტვ პირველი“ BPN-ზე დაყრდნობით ავრცელებს 2025 წელს საქართველოს მოქალაქოების მინიჭებასთან დაკავშირებით ინფორმაციას და წერს, რომ გასულ წელს, საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, რომელთაგან 60% რუსეთის მოქალაქეა.
24 აპრილი 2026, 17:11
სამართალი
რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლო პროცესი დახურული იყო, შესაბამისად, დეტალები უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის რომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, მათგან ორს დაუსწრებლად, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
24 აპრილი 2026, 17:05
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.
24 აპრილი 2026, 17:01
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
24 აპრილი 2026, 16:52
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
„კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთი დაკავებული უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, ხოლო მეორე დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები“.
24 აპრილი 2026, 16:33
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან Xiaomi-სთვის შეთავაზებულია ადგილობრივი აწყობის, ე.წ. CKD საწარმოს შექმნა, რაც პროდუქციის კომპონენტების იმპორტსა და მათ ადგილზე აწყობას ითვალისწინებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი ბიზნესგარემო ქმნის მყარ საფუძველს კომპანიისთვის, რათა საქართველოში აწყობილი პროდუქციითა და შეღავათიანი სატარიფო განაკვეთებით რეგიონული ბაზრების მომარაგება შეძლოს.
24 აპრილი 2026, 16:29
პოლიტიკა
თინათინ რუხაძე პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს, მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა
მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის კულტურულ ურთიერთობებსა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
24 აპრილი 2026, 16:11
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა. ცვლილებების თანახმად, თბილისის მსგავსად, საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს, ქალაქის მერის წარდგინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭება. მომხსენებლის განმარტებით, სსიპ-ები სხვადასხვა სფეროს მართვის ეფექტიანობას გააძლიერებს და საჯარო და მუნიციპალური სერვისების დახვეწას შეუწყობს ხელს.
24 აპრილი 2026, 16:08
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საინვესტიციო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ინვესტიციების განხორციელებას. ეს იქნება მთავრობათაშორისი ფორმატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტს შორის, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, მათ შორის, ინვესტიციებზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.
24 აპრილი 2026, 16:07
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიატებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიატებს შეხვდა. შეხვედრაში 9 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც 221 სტიპენდიატს შორის ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.


