imedi /  25 ოქტომბერი 2020, 19:49 / სანდო წყარო

IRNA: ირანმა სომხეთსა და აზერბაიჯანთან საზღვარზე სამხედრო ტექნიკა განათავსა

ირანი სამხედრო ტექნიკა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან ტანკები და სამხედრო ტექნიკა განათავსა. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით France 24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამხედროები ირანში, პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში განთავსდნენ, რომელიც როგორც აზერბაიჯანის, ასევე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას ესაზღვრება.

გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამის მიზანი რეგიონში ეროვნული ინტერესების დაცვა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა. ამასთან, კორპუსში ხაზს უსვამენ იმას, რომ მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ, თუმცა გეოპოლიტიკური საზღვრების ნებისმიერი ცვლილება ირანისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.

ყველა სიახლე

ბიონსე

25 ნოემბერი 2020, 10:46

კულტურა

Grammy 2021-ის ნომინანტების ვინაობა ცნობილია

მომღერლებს შორის ლიდერი ბიონსეა, რომელიც 9 კატეგორიაშია წარმოდგენილი. სვიფტს გამარჯვების 6 შანსი აქვს. ამერიკელი წარდგენილია კატეგორიაში „საუკეთესო ალბომი“, რომელშიც გასული 2 წლის განმავლობაში გაიმარჯვა. თუ სვიფტმა წელსაც მოიგო, ის ცერემონიის რეკორდს მოხსნის

კახა კალაძე

25 ნოემბერი 2020, 10:44

საზოგადოება

კახა კალაძე: სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8,000 კვ.მ. ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა

„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთი პროექტი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8,000 კვადრატულ მეტრზე ძალიან მაგარი პროექტი განახორციელდა. ირგვლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მის რეაბილიტაციაზე დიდი მოთხოვნა იყო, ხოლო რეაბილიტაციის შემდეგ გვაქვს ყველანაირად მოწესრიგებული პარკი. ამ პროექტის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდა, რაც სჭირდებათ სკვერებს, პარკებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სოფო კილაძე

25 ნოემბერი 2020, 10:26

პოლიტიკა

სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი გახდა. არჩევნებში საქართველოს კანდიდატმა 125 ხმა მიიღო. კომიტეტის წევრთა არჩევნები 24 ნოემბერს, ნიუ-იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. სოფო კილაძე კომიტეტში უფლებამოსილებას 4 წლის ვადით, 2021-2024 პერიოდში შეასრულებს.

ალექსანდრ ვერშბოუ

25 ნოემბერი 2020, 10:21

პოლიტიკა

ალექსანდრ ვერშბოუ: პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, შესაძლოა, ეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით მოხერხდეს

უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

კახა კალაძე

25 ნოემბერი 2020, 10:21

საზოგადოება

კახა კალაძე: 2021 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იქნება განსხვავებული და შეგვეძლება უფრო მეტი პროექტის განხორციელება

ყოველი წლის ბოლოს მიზანმიმართულად ხდება ოპონენტების მხრიდან, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს დავიღუპეთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირდება და ა.შ., - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მანქანა პარკირება

25 ნოემბერი 2020, 10:14

საზოგადოება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება

„ეს პროცესი საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ამ გამზირებზე, დაიწყება მას შემდეგ რაც მუნიციპალური პავილიონები მოიხსნება ვაკის რაიონში. ჩვენ დამატებით ინფორმაციას მომდევნო მთავრობის სხდომაზე აუცილებლად მოგაწყვდით და გეტყვით ზუსტ თარიღებს თუ როდიდან ამოქმედდება ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე გექნებათ სრული ინფორმაცია თუ როდიდან იქნება შესაძლებელი რეგისტრაცია და სხვა სერვისების მიღება. რა თქმა უნდა, მანდაც მოვახდენთ ამ ჯიხურების განთავსებას, მას შემდეგ რაც ვაკის რაიონში დავამთავრებთ ამ პროექტის განხორციელებას“, - განმარტა მერმა.

კახა კალაძე

25 ნოემბერი 2020, 10:08

საზოგადოება

კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს უკანონოდ მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე შენობების დემონტაჟი დაავალა

ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე დედაქალაქში, როდესაც უკანონოდ ხდება სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების დატაცება. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა მისი თქმით, ამ პროცესმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას დაავალა, რომ მოქმედება დღეიდანვე დაიწყოს.

25 ნოემბერი 2020, 10:04

თემა

ვინ არის პროდაქტ-მენეჯერი და რა უნდა ვიცოდე, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაო?

პროდაქტ-მენეჯერის ამოცანაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ესა თუ ის პროდუქტი ბაზარზე გამოჩნდეს და წარმატებული გახდეს. როგორც წესი, აქ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროზეა საუბარი. პროდაქტ-მენეჯერი პასუხისმგებელია, რომ პროდუქტი - მომსახურება, პროგრამა ან პლატფორმა იყოს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და ბიზნესისთვის - სასარგებლო, დეველოპერებს კი კარგად ესმოდეთ, როგორ განავითარონ ის. პროდაქტ-მენეჯერი აანალიზებს და იკვლევს ბაზარს, შეისწავლის აუდიტორიას, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტის პოტენციური მომხმარებელი უნდა გახდეს, პასუხისმგებელია პროექტის ტექნიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტაზე. ის ანაწილებს დავალებებს და აკვირდება, რომ ყველაფერი ისე გამოვიდეს, როგორც დაიგეგმა.

25 ნოემბერი 2020, 10:03

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ეს რიცხვი 2 784-მდე გაიზარდა. მუნიციპალიტეტის მიხედვით დღევანდელი ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა-169, თელავი -801, ყვარელი -241, ლაგოდეხი - 311, გურჯაანი-575, სიღნაღი-182 დედოფლისწყარო -235 და საგარეჯო -270 .

25 ნოემბერი 2020, 10:03

თემა

ჩემს სმარტფონში ქაოსია, კომპიუტერში კი მეხსიერება არ მყოფნის! როგორ მოვიქცე?

დროთა განმავლობაში, სმარტფონებისა და კომპიუტერების მუშაობის ტემპი იკლებს. უფრო მეტიც, ეს შეიძლება მეტ-ნაკლებად ახალ მოწყობილობასაც დაემართოს. პრობლემა ხშირად ტექნიკაში კი არა, ბანალურ ციფრულ უწესრიგობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ გაჯეტებში დაგროვდა ძალიან ბევრი აპლიკაცია, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვადასხვა ფაილი, რომლებიც მათ მუშაობას ანელებს. როგორ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია?

25 ნოემბერი 2020, 09:45

საზოგადოება

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოსახლეობა ვაგონშემკეთებელი ქარხნის დემონტაჟს აპროტესტებს

ნაძალადევის რაიონში, რკინიგზის 20 ნომერში მდებარე ვაგონმშენებელი ქარხნის დემონტაჟს მოსახლეობა აპროტესტებს. როგორც ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, ქარხნის შენობის ნგრევისას მათი კორპუსი ზიანდება, რომელიც ისედაც ავარიულ მდგომარეობაშია.

25 ნოემბერი 2020, 09:25

სამართალი

შსს: თბილისში დააკავეს ნარკორეალიზატორი, რომელიც შესანიღბად საკურიერო მომსახურების ზურგჩანთასა და სკუტერს იყენებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

25 ნოემბერი 2020, 09:18

საზოგადოება

საქართველოს მთიან რეგიონებში თოვს

სინოპტიკოსები 25 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +11 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დემნა გვასალია

25 ნოემბერი 2020, 08:58

ტაბლოიდი

დემნა გვასალია ბალენსიაგას ახალ კოლექციას ვიდეო თამაშის სახით წარადგენს

ბალენსიაგას პრეს-სამსახურმა სიახლე გაავრცელა, რომ დემნა გვასალია ბალენსიაგას მომავალ კოლექციას ვიდეო თამაშის სახით წარადგენს. ვიდეო თამაშის სახელწოდებაა : Afterworld: The Age of Tomorrow და მასში მოქმედება 2031 წელს ხდება. ამავე სახელწოდებისაა ლოიკის ახალი ტრეკი, რომელიც ვიდეო თამაშთან ერთად გავრცელდება.

25 ნოემბერი 2020, 08:48

COVID19

კახეთის რეგიონში COVID19-ით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. Imedinews- ის ინფორმაციით, 77 წლის კაცი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა. ხანდაზმული გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო და მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის დიაბეტი და ანემია. სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარება გახდა მიზეზი, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

25 ნოემბერი 2020, 08:36

საზოგადოება

სოფელ დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, 25 ნოემბრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მძღოლებს ავტომობილების მობრუნება მომდევნო წრიულ ზოლში შეეძლებათ.

25 ნოემბერი 2020, 08:25

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1,4 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 1,4 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ბოლო სტატისტიკით, მსოფლიოში COVID19-ით 1 407 542 პაციენტი დაიღუპა. ხოლო ინფექციის გამოვლენის მაჩვენებელი 59 671 202 გაუტოლდა. გამოჯანმრთელდა 38 189 510 ადამიანი.

25 ნოემბერი 2020, 08:16

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის პირველი სათამაშო დღის შემდეგ ფლეი-ოფის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა. ტურნირის მერვედფინალში „ჩელსი“, „სევილია“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ გავიდა. ლონდონელებმა, სევილიელებმა და ტურინელებმა „რენი“, „კრასნოდარი“ და „ფერენცვაროში“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლებით დაამარცხეს.

25 ნოემბერი 2020, 08:05

მსოფლიო

ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ. მხარეებს შორის 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქელბაჯარის რაიონი აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადადის. ამ ტერიტორიაზე კონტროლი ბაქომ 1992 წლიდან დაკარგა.

ჯო ბაიდენი

25 ნოემბერი 2020, 01:39

მსოფლიო

Reuters: თეთრი სახლი ჯო ბაიდენს ყოველდღიურ საიდუმლო მოხსენებებს გააცნობს

თეთრი სახლი ჯო ბაიდენს ყოველდღიურ საიდუმლო მოხსენებებს გააცნობს, რომელსაც ამერიკის სპეცსამსახურები აშშ-ის პრეზიდენტისთვის ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.