imedi /  28 ივნისი 2017, 09:08 / სანდო წყარო

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ყუმბარები დაუშინეს

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ვერტმფრენიდან ყუმბარები დაუშინეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოდიოდა. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

მომხდარი პრეზიდენტმა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა და მონაწილე პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პირობა დადო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნულმა გვარდიამ პარლამენტის ბლოკირება განახორციელა. შენობაში ოპოზიციონერი დეპუტატები რჩებიან. პარალელურად კი პრეზიდენტის სასახლესთან ჯავშანტექნიკის მობილიზაციაც გამოცხადდა.

პრეზიდენტი ოპოზიციურ ძალებს აფრთხილებს, რომ ამბოხისა და მისი მთავრობის ჩამოგდების მცდელობის შემთხვევაში, ომს გამოაცხადებს.

13 ივნისს, ვენესუელაში დემონსტრანტებმა ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციის შენობა დაწვეს.

80-მდე ადამიანი სასამართლოს შენობას თავს დაესხა და შენობა შიგნიდან დაწვა. შენობაში ამ დროს 2 500 თანამშრომელი და პროცესებზე დამსწრე იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია მსხვერპლის გარეშე მოხერხდა.

ვენესუელის უმაღლესი სასამართლო სამართლებრივ მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ყველა მოქმედებას. სასამართლომ კანონიერად ცნო მადურის გადაწყვეტილება, ოპოზიციური წევრების უმრავლესობისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეის დათხოვნის თაობაზე.

დემონსტრაციები ქვეყანაში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პოლიციასთან შეტაკებებში 70-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან მოზარდები, ერთ-ერთი 17 წლის ნეომარ ლანდერია.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 12:05

მსოფლიო

ტრამპი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს მიმართავს: უნდა დაყაროთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას, წინააღმდეგ შემთვევაში, ალეტრნატივის სახით გელით სიკვდილი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებსა და შეიარაღებულ ძალებს მიმართა და მათ იარაღის დაყრა ურჩია.

ლევან მახაშვილი

28 თებერვალი 2026, 12:00

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „იმედისა“ და „პოსტივი“-ს სანქცირებაზე: ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - ზოგიერთმა სიხარულის ცრემლები ვერც დამალა, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა

ზოგიერთმა სიხარულის ცრემლები ვერც დამალა, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „იმედისა“ და პოს ტვ“-ის სანქცირების საკითხზე საუბრისა.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 11:53

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.

28 თებერვალი 2026, 11:50

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან

სპეციალური პენიტენციური სამსახური კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. სამსახური ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

28 თებერვალი 2026, 11:50

რეგიონი

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთ კაფე-ბარს საფეხმავლო ბილიკზე უკანონოდ ჰქონდა დამატებითი კონსტრუქცია მიშენებული.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 11:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩვენს მიზანს წარმოადგენს ამერიკელი ხალხის დაცვა ირანული რეჟიმის საფრთხისგან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმის მიზანს ირანული რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეებისგან ამერიკელი ხალხის დაცვა წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძე

28 თებერვალი 2026, 11:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელშიც ორი ქართული ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესების მიზეზებზე საუბრობს და ერთ-ერთ მიზეზად დებატების ჩაშლის მცდელობას ასახელებს.

ირაკლი კობახიძე

28 თებერვალი 2026, 11:40

პოლიტიკა

პრემიერი: 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული

ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.

28 თებერვალი 2026, 11:40

კულტურა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ხელოვნების სასახლეში გამოფენა „დაბრუნებული საუნჯე“ დაათვალიერა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა საქართველოს კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან ერთად ხელოვნების სასახლეში გამოფენა ,,დაბრუნებული საუნჯე“ დაათვალიერა.

ირაკლი კობახიძე

28 თებერვალი 2026, 11:36

პოლიტიკა

პრემიერი: რადიკალების უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს, რა გასაკვირია, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ პროცესის შეჩერებას - ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ

მართალია, სუბიექტური ვართ, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მმართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.

28 თებერვალი 2026, 11:35

მსოფლიო

Reuters: აშშ ირანს ზღვიდან და ჰაერიდან ბომბავს

აშშ ირანს ზღვიდან და ჰაერიდან ბომბავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

28 თებერვალი 2026, 11:31

პოლიტიკა

პრემიერი: მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებში დებატების განახლებიდან ერთი თვეც არ არის გასული, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიის გახსნის შესახებ ჩვენი ინიციატივა აუცილებელი იყო და მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია

დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოაქვეყნა განცხადება სატელევიზიო სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების გახსნის შესახებ. განვმარტეთ, რომ ჯანსაღი დებატები იყო უპირობოდ აუცილებელი ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად და სიძულვილის დასამარცხებლად, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.

28 თებერვალი 2026, 11:30

თავდაცვა

პარასპორტსმენი და სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება

სამინისტროს ინფორმაციით, პაატა პატიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეს 2026 წლის ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან აღნიშნა, რომ პირველი ქართველი პარაათლეტი, რომელიც საქართველოს სახელით ზამთრის პარალიმპიადაზე იასპარეზებს ის სამხედრო მოსამსახურეა, რომელსაც არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს მიღებული.

ვიქტორ ჯაფარიძე

28 თებერვალი 2026, 11:24

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: მადლობა „პოსტვ“-ის ყველა თანამშრომელს იმ სიმართლის თქმისთვის, რისთვისაც დიდმა ბრიტანეთმა დაგვასანქცირა — „პოსტვს“ არაფერი ემუქრება

დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედსა" და "პოსტვ"-სთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე და ტელეკომპანია „პოსტვ“-ის თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

28 თებერვალი 2026, 11:23

რეგიონი

ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური და უკანონო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური ობიექტის დემონტაჟი დასრულდა, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა.

28 თებერვალი 2026, 11:21

მსოფლიო

ისრაელმა და ირანმა საჰაერო სივრცე დაკეტეს

ისრაელმა და ირანმა სამხედრო ესკალაციის დაწყების შემდეგ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტეს. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

28 თებერვალი 2026, 11:20

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით - 1997 წელს დაბადებული რ.ც. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1968 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს.

28 თებერვალი 2026, 11:19

სამართალი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით - 1997 წელს დაბადებული ზ.ო. დააკავეს.

დაკავება

28 თებერვალი 2026, 11:17

სამართალი

სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამინსიტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

ნადირობა

28 თებერვალი 2026, 11:13

საზოგადოება

28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას შეახსენებს, რომ 28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება.