imedi /  16 იანვარი 2018, 12:18 / სანდო წყარო

მოკლულია ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ვენესუელის უზენაეს სასამართლოს ხელყუმბარები ესროლა

ოსკარ პერესი

ოსკარ პერესი

ყოფილი პოლიციელი ოსკარ პერესი, რომელმაც 2017 წლის ივნისში ვენესუელის უზენაეს სასამართლოს მოპარული ვერტმფრენიდან ხელყუმბარები ესროლა, 15 იანვარს კარაკასში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ეს ინფორმაცია CNN-ს ვენესუელის სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლებმა მიაწოდეს, თუმცა თავიანთი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს.

ტელეკომპანია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პერესის მკვლელობის დღეს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უზენაეს სასამართლოზე თავდამსხმელების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა. მადუროს განცხადებით, ამ ჯგუფის ერთი ნაწილი სროლისას დაიღუპა, 5 ადამიანი კი დააკავეს. მადურო მათ ტერორისტებად მოიხსენიებდა.

ოსკარ პერესმა გარდაცვალების დღეს, დილით ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პერესი ამბობს, რომ პოლიცია მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებს და დასძენს, რომ ისინი სამართალდამცველებთან იარაღის გამოყენებას არ აპირებენ.

 


ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ვერტმფრენიდან ყუმბარები 2017 წლის 28 ივნისს დაუშინეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოდიოდა. მომხდარი პრეზიდენტმა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა და მონაწილე პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პირობა დადო.

ზაფხულში ვენესუელაში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები იმართებოდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

06 აგვისტო 2026, 16:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბათუმის საზღვაო აკადემიაში იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ, რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება ამ დაწესებულების გაძლიერება

„აქ იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და შესაბამისად, მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას. რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება ამ დაწესებულების გაძლიერებაც,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

06 აგვისტო 2026, 16:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ - ყოველ ჯერზე, ტურისტულ სეზონზე, ისინი ააქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

„2008-2012 წლებში ამ აგენტურას დავალებული ჰქონდა ასეთი რიტორიკით საუბარი რუსეთთან დაკავშირებით და 2022 წლის შემდეგ მათ დავალებული აქვთ განსხვავებული რიტორიკით საუბარი. რაც არის ცხადზე უცხადესი. ეს ყველაფერი მიანიშნებს ერთადერთ რამეზე, რომ ეს ხალხი არის ჩვეულებრივი აგენტურა და ისინი მოქმედებენ მხოლოდ გარე პატრონების დავალებით, საკუთარი ფორმალური სამშობლოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

06 აგვისტო 2026, 15:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის

„მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილება, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულება. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა და ცვლილება აუცილებლად იქნება სათანადო ვადებში განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა სირაძე

06 აგვისტო 2026, 15:48

სამართალი

ვაჟა სირაძე: სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად მკვლელობების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მაგალითისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების ფაქტები დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2012 წლამდე პერიოდში

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად მკვლელობების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, - განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ.

06 აგვისტო 2026, 15:38

სამართალი

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ პაპიძე მარიამ მეყანწიშვილის შეურაცხყოფისთვის სამართალდამრღვევად ცნო

სასამართლომ საქმე შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე განიხილა. დეპარტამენტმა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა.

კობა კობალაძე

06 აგვისტო 2026, 15:34

პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

06 აგვისტო 2026, 15:21

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

06 აგვისტო 2026, 15:20

მსოფლიო

გერმანული მედია: უკრაინული თვითმფრინავი, რომლის მახლობლად ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით დამუხტული დრონი აღმოაჩინეს, იარაღით იყო დატვირთული

Antonov-ის ტიპის უკრაინული თვითმფრინავი, რომლის მახლობლად გუშინ ლაიფციგის „ჰალეს“ აეროპორტში დრონი ასაფეთქებელი მოწყობილობით აღმოაჩინეს, იარაღით იყო დატვირთული. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ვალერი ზალუჟნი

06 აგვისტო 2026, 14:55

მსოფლიო

ვალერი ზალუჟნი: უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო შეიარაღების გამოყენების რესურსი ამოწურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად დიდ ბრიტანეთში ელჩის ვალერი ზალუჟნის განაცხადებით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ თითქმის ყველა სახის შეიარაღება გამოიყენა. რუსები ყველაფერს დაუპირისპირდნენ და ამჯერად კიევს რესურსი ამოწურული აქვს.

ლიზა გეგეჭკორი

06 აგვისტო 2026, 14:50

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ - მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

გუშინდელი დღიდან მოყოლებული, რაც ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს, ვადევნებ თვალს, თუ როგორ უდუღთ სისხლი და რა ისტერიკაში ვარდებიან კოლექტიური „ნაცები“. ორი დღეა, გამწარებულები იცავენ ამ ორ ლაწირაკს, ამ სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებმაც სრულიად წარმოუდგენელი სისასტიკის ჯაჭვი შეკრეს, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

06 აგვისტო 2026, 14:30

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

ნიკა მელია

06 აგვისტო 2026, 14:26

სამართალი

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

თამთა მეგრელიშვილი

06 აგვისტო 2026, 14:25

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა და საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავებასა და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების, დისკრედიტაციას ემსახურება

შიდა თუ გარე ძალების მცდელობა, ქვეყანა წარმოაჩინონ არასტაბილურად და ხელი შეუშალონ ნორმალურ ეკონომიკურ თუ სოციალურ ურთიერთობებს, ემსახურება მიზანს, საქართველო აღქმული იყოს არასტაბილურ და აგრესიულ სახელმწიფოდ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს შორის ხელოვნურად გაღვივდეს დაძაბულობა, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების მიმართ მტრულად არის განწყობილი - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

ლევან მაჭავარიანი

06 აგვისტო 2026, 14:21

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი საბოტაჟის საქმეზე: ძალიან დროული იყო გამოძიების დაწყება, ვინაიდან ორკესტრირებულად ვითარდება ეს ყველაფერი. თითქოს საქართველო არის ძალიან საშიში ქვეყანა, თითქოს რუს ტურისტებს ტყეში იტაცებენ და ათას ზღაპარს იგონებენ, რომელიც არა მხოლოდ იმაზეა გამიზნული, რომ რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ საქართველოში, არამედ ზოგადად რომ შიში დათესონ

ძალიან დროული იყო გამოძიების დაწყება, ვინაიდან ძალიან ორკესტრირებულად ვითარდება ეს ყველაფერი. თითქოს საქართველო არის ძალიან საშიში ქვეყანა, თითქოს რუს ტურისტებს ტყეში იტაცებენ, ათას ზღაპარს იგონებენ, რომელიც არა მხოლოდ იმაზეა გამიზნული, რომ რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ საქართველოში, არამედ ზოგადად რომ შიში დათესონ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

06 აგვისტო 2026, 14:21

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნუგზარ კირთაძე სამართალდამრღვევად ცნო

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნუგზარ კირთაძე სამართალდამრღვევად ცნო

დონალდ ტრამპი

06 აგვისტო 2026, 14:13

მსოფლიო

ტრამპი ამერიკის შეიარაღების მარაგზე ინფორმაციის გამავრცელებლებს სამართლებრივი დევნით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის შეიარაღების მარაგზე ინფორმაციის გამავრცელებლებს სამართლებრივი დევნით დაემუქრა.

06 აგვისტო 2026, 14:11

რეგიონი

ზუგდიდში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ნინო წილოსანი

06 აგვისტო 2026, 14:10

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტ საქმეს ემსახურება, რადგან 2008 წლის ომი დიდწილად მათ სინდისსა და ნამუსზეა, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგი მოუტანა

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტ საქმეს ემსახურება, რადგან 2008 წლის ომი, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგი მოუტანა, დიდწილად მათ სინდისსა და ნამუსზეა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

თორნიკე შენგელია

06 აგვისტო 2026, 14:10

სპორტი

თორნიკე შენგელია „დუბაის“ კალათბურთელია

თორნიკე შენგელია კარიერას „დუბაიში“ განაგრძობს. 34 წლის ქართველი კალათბურთელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კონტრაქტის დეტალები ამ დროისთვის გასაჯაროებული არ არის. ტრანსფერი კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 აგვისტო 2026, 14:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, ოპოზიციის მონოპოლიზება მოახდინოს და სხვა პარტიები მოგუდოს.