imedi /  19 დეკემბერი 2020, 00:46 / სანდო წყარო

მაიკ პომპეო: ჩინეთის კომუნისტური პარტია ჯანმოს ვირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარებაში ხელს უშლის

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩინეთი კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ჩინეთის კომუნისტური პარტია ვირუსის თაობაზე დეზინფორმაციას კვლავ ავრცელებს და ჯანმოს ვირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარებაში ხელს უშლის . ჩინეთის კომუნისტური პარტია ასევე წინ სწევს ვაქცინას, რომლის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე მნიშვნელოვანი მონაცემები არ არსებობს. ორივე ქმედება საფრთხეს უქმნის ჩინეთის მოქალაქეებსა და მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 15:56

საზოგადოება

31-ე საჯარო სკოლას ახალი სპორტული მოედანი ექნება

თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს გია ვოლსკის და „ჯინო კაპიტალის“ დირექტორს ნოდარ გიორგაძეს დაათვალიერებინა.

გიორგი ბარამიძე

04 მარტი 2021, 15:34

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ოპოზიცია ბრძოლას კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში გააგრძელებს

მისი თქმით, ნიკა მელია არის არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ დაიმსახურა სხვა ოპოზიციური პარტიების უდიდესი პატივისცემა.

თამარ კორძაია

04 მარტი 2021, 15:33

პოლიტიკა

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ადგილზე დროშებით. პლაკატებით, ხმის გამაძლიერებლებით მივიდნენ. ლიდერები თავიანთ მოწოდებებში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უდანაშაულოა და ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად დევნილია.

დენის შმიგალი

04 მარტი 2021, 15:31

COVID19

უკრაინის პრემიერი: ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ეპიდემიის მესამე ტალღის დაწყებაზე მიუთითებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ეპიდემიის მესამე ტალღის დაწყებაზე მიუთითებს.

ომა ფავორი

04 მარტი 2021, 15:31

ტაბლოიდი

ნიგერიელი ექიმი „იმედის დილაში“ ქართულად ამღერდა. ვიდეო

ახალგაზრდა ნიგერიელი ექიმი ომა ფავორი 4 წელია საქართველოში ცხოვრობს. მან მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და სპეციალობით კარდიოლოგია. მისი თქმით, ის ბავშვობიდან მღერის, ამჟამად კი ბენდ „სინთეზის“ წევრია. „იმედის დილაში“ სტუმრობისას მან ქართული სიმღერა „ვარდები არ არიან“ შეასრულა.

კეტრინ სმოლვუდი

04 მარტი 2021, 15:29

COVID19

ჯანმოს წარმომადგენელი: ვირუსის გავრცელების შემცირების კუთხით საქართველოში კარგი პროგრესი ვნახეთ

კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით მართლაც კარგი პროგრესი ვნახეთ საქართველოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა ონლაინ პრესკონფერენციაზე „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჰანს კლუგე

04 მარტი 2021, 15:04

COVID19

ჰანს კლუგე: ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულეს, მაგრამ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების გადანაწილება

თქვენ მკითხეთ, თუ რა არის ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისთვის. პირველი ჩემი გზავნილი ისაა, რომ ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს მთავრობამ შეასრულეს ყველა ვალდებულება. ამას ვამბობ იმის გამო, რომ მე ვხედავ პრესაში სხვა ინფორმაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ „ქრონიკის“ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ, როგორც ქვეყანამ და როგორც ხელისუფლებამ, შეასრულა ყველა ვალდებულება.

მიხეილ სააკაშვილი

04 მარტი 2021, 15:00

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

04 მარტი 2021, 14:41

სამართალი

გორში 13 წლის მოზარდმა სავარაუდოდ 50 წლამდე კაცისგან ბავშვი გააჩინა

შემთხვევა გორის მუნიციპალოტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 49 წლის კაცს 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა. მან რამდენიმე თვის წინ იმშობიარა და ახლა 13 წლისაა. თბილისის სოციალურ სააგენტოს ფაქტის შესახებ დედაქალაქის ერთ-ერთმა სამშობიარო სახლმა აცნობა. ამ დროისთვის მოზარდი ჩვილთან ერთად საცხოვრებლად თავშესაფარშია გადაყვანილი.

ანდრია ბასილაია

04 მარტი 2021, 14:26

ეკონომიკა

რას ითვალისწინებს სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა. თბილისის მერის მოადგილის კომენტარი

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ის ინიციატივა განუმარტა, რომელიც დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა.

დავით სონღულაშვილი

04 მარტი 2021, 14:24

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მინისტრებს პარლამენტში მომავალ კვირაში ელოდებიან

რამდენიმე ხნის წინ პარლამენტში შემოვიდა პეტიცია, სადაც აღწერილი იყო „ნამახვანჰესთან“ არსებული პრობლემები, რომელიც შესაბამისად იყო გადაგზავნილი როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროში, რათა ეპასუხათ იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ასახული იყო ამ პეტიციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა „ნამახვანჰესზე“ საუბრისა განუცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

04 მარტი 2021, 14:24

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: აქციები და მოლაპარაკებები არაფერ შუაშია ერთმანეთთან

„ჩვენ ვაპროტესტებთ ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნას და სწორედ ეს არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი. როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება, ბუნებრივია, ეს აქციებიც აღარ იქნება. ასე რომ ეს აქციები და მოლაპარაკებები არაფერ შუაშია ერთმანეთთან. ულტიმატუმი, რაც ჯერჯერობით მოვისმინეთ, ხელისუფლების მხრიდან არსებობს. გუშინ გაუსვა წითელი ხაზები და დასვა წერტილები პრემიერ-მინისტრმა. ასე რომ, ჯერ თავის რიტორიკაში ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ - დიალოგი თუ წითელი ხაზების გავლა, იმიტომ რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

დავით სონღულაშვილი

04 მარტი 2021, 14:13

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენ უნდა დავიჭიროთ ოქროს შუალედი სწრაფ აღდგენასა და შეზღუდვების მოხსნასთან მიმართებით

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეზღუდვების სწრაფად მოხსნა შემთხვევების ზრდას გამოიწვევს. ცხადია, ეკონომიკა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა ჟურნალისტებს არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განუცხადა. „არასერიოზულია განცხადება, რომ რაიმე სახის პოლიტიკა დღეს კრიზისს ხელს უწყობს. კრიზისი არის გამოწვეული იმ ძალიან მძიმე მოცემულობიდან, რაც არის პანდემია.

ნაცმოძრაობა ოპოზიცია აქცია

04 მარტი 2021, 14:10

პოლიტიკა

ოპოზიცია რუსთავის მიმართულებით აქცია-მსვლელობას მართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავისკენ საავტომობილო მსვლელობა დაიწყეს. ამ სახით პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები ნიკა მელიას დაპატიმრებას აპროტესტებენ. სავარაუდოდ რუსთავში მათ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან და აქციას გამართავენ.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 13:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები, რომ მომავალში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოსა და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მოსახლეობასთან დაგეგმილი აქტიური კომუნიკაციისა და საუბრის საგანი, ყველა შეხვედრაზე, იქნება ორი რამ - რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა და ასევე ამოცანა, რომ ჩვენი მოსახლეობის, კერძო სექტორის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი არ გადიოდეს გარეთ, მაქსიმალურად რჩებოდეს ქვეყანაში, მოხმარდეს საკუთარ ჰიდროსადგურებს, იქ მომუშავე ადამიანებს და არა ქვეყნის გარეთ არსებულ სადგურებს და იქ დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

04 მარტი 2021, 13:56

საზოგადოება

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

5-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.

04 მარტი 2021, 13:46

სამართალი

დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი, მათ შორის შსს-ს 1 თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცველებმა მოსამართლოს განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

დავით სონღულაშვილი

04 მარტი 2021, 13:38

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში

ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, რათა არსებობდეს საკითხის გრძელვადიანი გეგმა და ხედვა - როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პრემიერის ინიციატივაზე განაცხადა. დავით სონღულაშვილის თქმით, პარლამენტის მხრიდან ჩართულობა იქნება მაქსიმალური, რათა ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგეს.

შიში

04 მარტი 2021, 13:35

საზოგადოება

არ შეაშინოთ ბავშვი ნემსის გაკეთებით - რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენს პატარას ექიმის შიში არ ჰქონდეს. ფსიქოლოგის რჩევები

როგორ უნდა გაუმკლავდეს ბავშვი ექიმის შიშს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, - ამის შესახებ ფსიქოთერაპევტმა, ნინო კერესელიძემ „იმედის დღეში“ ისაუბრა. მისი თქმით, პირველი შეცდომა, როდესაც ბავშვს შიში უყალიბდება, ეს არის მისი არაინფორმირებულობა და არმიწოდება იმ ინფორმაციის, რაც ექიმთან ვიზიტის დროს ხდება.

04 მარტი 2021, 13:32

მსოფლიო

Walt Disney მაღაზიების 20 პროცენტს ხურავს

Walt Disney 2021 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში 60-მდე მაღაზიას, ე.წ. Disney Store-ს დახურავს. ამის შესახებ განცხადებას CNBC-ი ავრცელებს. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ელექტრონულ კომერციაზე იქნება ორიენტირებული, რაც ტრადიციული ოფლაინ-მაღაზიების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.