imedi /  14 თებერვალი 2021, 01:28 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: წინ ბევრი სამუშაო გველის - ერთად ყველაფერს მივაღწევთ

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცესზე მის გამართლებას გამოეხმაურა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი მადლობას უხდის ადვოკატებს, ასევე სენატორებსა და კონგრესმენებს, რომლებმაც მის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს.

„ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის კიდევ ერთი ეტაპი იყო. არც ერთ პრეზიდენტს არ გამოუვლია მსგავსი რამე და ეს ნადირობა კვლავ გრძელდება, რადგან ჩვენი ოპონენტები ვერ ივიწყებენ იმას, რომ თითქმის 75 მილიონმა ადამიანმა სულ რამდენიმე თვის წინ მხარი დამიჭირა“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პატრიოტული მოძრაობა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ მხოლოდ ახლა იწყებს მოქმედებას.

„მომდევნო თვეებში ბევრი რამე უნდა გაგიზიაროთ და მოუთმენლად ველი ჩვენს წარმოუდგენელ მოგზაურობას, რათა ერთად მივაღწიოთ ამერიკის სიდიადეს. წინ ბევრი სამუშაო გველის. ერთად ყველაფერს მივაღწევთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ბრალდებაში გაამართლა. ყოფილი პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 43-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო.

იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდებოდა (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა).

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 17:11

სპორტი

საბა ლობჟანიძის შესრულებული საგოლე გადაცემის შედეგად, „ანკარაგუჩუმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა

საბა ლობჟანიძის შესრულებული საგოლე გადაცემის შედეგად, „ანკარაგუჩუმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თურქეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურის დაპირისპირება, სადაც საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჩუმ“ გასვლით შეხვედრაში ჩემპიონატის ათეულში მყოფი „კარაგუმრუკი“ ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი სტუმართა ნახევარმცველმა ალფერ ფოთუქმა, სწორედ ქართველი ფორვარდის საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 მარტი 2021, 17:08

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ესაა უსუსური მცდელობა, ჩაშალონ გარკვეული მოლაპარაკებები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება

ესაა მათი ბოლო „პოლიტიკური იარაღი“. ყველა სხვა მინდორზე, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ისინი დამარცხდნენ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

07 მარტი 2021, 17:06

საზოგადოება

ბექა ფერაძე: მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდვად რჩება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კულტურული ღონისძიების მასშტაბი გაცილებით დიდია და როგორც ხალხის მობილობის გაკონტროლება, ასევე, რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია.

იაგო ხვიჩია

07 მარტი 2021, 16:49

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას

„შესაბამისად ბევრი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესის წინ ასეთი ჩანაწერების გამოგდება იკითხება, როგორც პირდაპირი მიზანი, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

07 მარტი 2021, 16:33

სპორტი

ამერიკის სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლით, მისმა გუნდმა კი მარცხით დაასრულა

ამერიკის სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა - ორმაგი დუბლით, მისმა გუნდმა სეტონ ჰოლმა კი მარცხით დაასრულა. სეტონ ჰოლი ბოლო ტურში სენტ ჯონსს სტუმრად დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო, საბოლოოდ 71:81 დამარცხდა.

დავით მათიკაშვილი

07 მარტი 2021, 16:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და გაყალბებულ სიუჟეტებს, ამიტომ ამ კონტექსტით თუ ვიმსჯელებთ მელაძისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასაკვირი ნამდვილად არაფერია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების ჩასაშლელად ყველა გზას იყენებს.

ჰასან როუჰანი

07 მარტი 2021, 16:24

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ დაბრუნების წინაპირობა დაასახელა

„როგორც კი აშშ უკანონო სანქციებს მოხსნის და მუქარისა და ზეწოლის პოლიტიკაზე უარს იტყვის, ირანი მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა როუჰანიმ.

07 მარტი 2021, 16:17

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა. შეჯიბრის ბოლო დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ფინალურ ბლოკამდე მისვლა ვერცერთმა შეძლო. უშანგი მარგიანი (90 კგ) 1/4-ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტის შეხვდა და დამარცხდა, რის შედეგადაც რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ სამწუხაროდ იქაც პირველივე დაპირისპირება უზბეკი შერმუხამად იანდრეევთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.

ლანა გალდავა

07 მარტი 2021, 16:03

პოლიტიკა

ლანა გალდავა ნიკოლოზ მეტრეველს პასუხობს

„ნიკოლოზ, შენს სტატუსს აკადემიური სიტყვათა წყობით ვერ გამოვეხმაურებოდი, პრინციპში, არც იმსახურებ. ბავშვიც კი ხვდება, რომ რასაც დაუწერენ, ყველაფერი არ გაიმეოროს. ეს სტატუსი იმდენად ნულს ქვემოთ ნიშნულზეა და გაშიშვლებს პიროვნულად, რომ მეტ ლუსტრაციას ვერავინ მოგიხერხებდა, თავად მოახერხე თვითლუსტრაცია და საკმაოდ მდარედ“.

07 მარტი 2021, 15:57

რეგიონი

საქართველოს ქალაქები, სადაც 8 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება

ხვალ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება ბათუმსა და ქუთაისში. თელავში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს, მგზავრობა არა მხოლოდ ქალებისთვის და არა მხოლოდ ხვალ, არამედ კიდევ რამდენიმე თვე უფასო იქნება ყველა მგზავრისთვის.

ლიონელ მესი

07 მარტი 2021, 15:57

სპორტი

მესიმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა

მესიმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. კატალონიის „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ლიონელ მესიმ საკუთარი ხმა დააფიქსირა, არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი არჩევნებზე ხმის მისაცემად ვაჟთან, ტიაგო მესისთან ერთად მივიდა. აღნიშნულის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას გავლენიანი მედია სააგენტო ESPN-ი ავრცელებს.

07 მარტი 2021, 15:49

სპორტი

მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა

ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი 2020 წლის 25 ნოემბერს დაიღუპა. არგენტინის შემდეგ ყველაზე მეტად ეს ამბავი ნეაპოლში განიცადეს, სადაც, დღემდე „ნაპოლის“ საშინაო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასთან უამრავი ადამიანი მიდის და მის ხსოვნას პატივს მიაგებს.

ლაშა ნაცვლიშვილი

07 მარტი 2021, 15:35

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ამით გამწარებული უტევდე მის არასრულწლოვან შვილს, - ამის შესახებ POSTV-ის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

07 მარტი 2021, 15:22

მსოფლიო

უნდა აიკრძალოს თუ არა საზოგადოებაში სახის სრულად დაფარვა - შვეიცარიაში რეფერენდუმი ტარდება

დღეს შვეიცარიის მოსახლეობა რეფერენდუმშია ჩართული - მათ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა აკრძალული სახის დაფარვა. არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით იხელმძღვანელოს და საზოგადოებაში ისეთი სამოსით გამოჩენა აკრძალოს, როგორიცაა ტრადიციული მუსლიმური ბურკა.

თამთა მეგრელიშვილი

07 მარტი 2021, 14:58

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ფეიკ-გასროლისას სამიზნე, დაწყებული კონსტრუქციული მოლაპარაკებების ჩაშლა იყო, პლებისციტის მოთხოვნაც უკან წაიღეს

ირაკლი კობახიძის მიერ სწორედ მაშინ გაჟღერებული ინფორმაციით - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სპეციალური პროგრამის საშუალებით გეგმავდა აუდიო - ვიდეო მასალების გაყალბებას, და აი, პოლიტიკურმა ლუზერმა სააკაშვილმა თავი მოხადა შავ არქივს, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

ზურაბ ქადაგიძე

07 მარტი 2021, 14:44

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კობახიძე არჩევნებამდე ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ ე.წ. Deepfake-ის გამოგდებას აპირებდა, ასეც მოხდა

ირაკლი კობახიძე ამბობდა თვეების წინ, არჩევნებამდე, რომ Deepfake გამოგდებას აპირებდა „ნაცმოძრაობა“ სიტუაციის არევისთვის და ასეც მოხდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიური მიღწევები ყველანაირ საშუალებას იძლევა, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

ზაალ უდუმაშვილი, ლაშა დამენია, სერგო ჩიხლაძე და ლანა გალდავა

07 მარტი 2021, 14:36

პოლიტიკა

ოპოზიცია კვლავ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. რას ამბობენ პარტიების წარმომადგენლები

როდის შედგება დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიალოგს პერსპექტივა არ აქვს, თუ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება მთავარი მომლაპარაკებელი. ოპოზიციის მოთხოვნები ისევ უცვლელია.

07 მარტი 2021, 14:04

საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო

„ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით, აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც, მის გმირობაზე თაობები აღიზრდებიან, მადლობა მას ამ თავდადებისთვის“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

გურამ მაჭარაშვილი

07 მარტი 2021, 13:59

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ და მომავალშიც, გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები სტაბილური იყოს

ეუთო/ოდირის გუშინდელმა დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ვამბობთ - არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. ამავდროულად იქ არსებული ხარვეზები, ჩვენი მხრიდან, უკვე დაინიცირებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

07 მარტი 2021, 13:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და ამას წინ ვერანაირი „კარგად გადაფუთული“ ტყუილები ვერ დაუდგება

„ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ Facebooko-ზე დაწერა.