imedi /  25 თებერვალი 2021, 21:35 / სანდო წყარო

ნატო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ნატო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული ისეთი სიტყვები ან ქმედებები, რამაც შეიძლება შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს. ნებისმიერი პოლიტიკური უთანხმოება უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად, დემოკრატიულად და სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ.

პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 12:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ აჩვენებს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ

„საქართველო პრიორიტეტია ევროკავშირისთვის და ამის გამოხატულებაა შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა. განსაკუთრებული პრიორიტეტულობის დემონსტრაცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ჩვენ ძალიან თამამად წარვადგინოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

20 აპრილი 2021, 12:12

სამართალი

ნასიძის ქუჩაზე თავდამსხმელი ერთ-ერთი საკურიერო სერვისის მოპედით გადაადგილდებოდა

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე თავდამსხმელი ერთ-ერთი საკურიერო სერვისის მოპედით გადაადგილდებოდა. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 12:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა

შეთანხმება თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის პრინციპში მხოლოდ ინსტრუმენტი საბოლოო მიზნის მისაღწევად. შედეგი კი უნდა იყოს პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან ქართული პოლიტიკის გათავისუფლება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ბოგდან აურესკუ

20 აპრილი 2021, 12:07

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუმინეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სრულად უჭერს მხარს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 11:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი

„რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. ისინი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს არ შეუერთდნენ. ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი ორიენტირი და მათ შორის პარტიების საგარეო ორიენტირი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველმა გუნდმა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით. ამის შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გაფორმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20 აპრილი 2021, 11:56

რეგიონი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ჯონ კირბი

20 აპრილი 2021, 11:48

მსოფლიო

პენტაგონი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 11:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ საზოგადოებამ დაინახა ვინ არიან რადიკალები და ვინ - არა.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 11:37

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი

„გაქცეული პრეზიდენტი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა, ევროკავშირის, ამერიკის, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ ბრძოლაში და გუშინ კიდევ ერთხელ ღიად დადასტურდა მათი რუსული თამაში. ახლა ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი“, - წერს ბოჟაძე.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2021, 11:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები ასრულებენ გეგმას, რომელიც ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოიკოტს აგრძელებენ, ასრულებენ გეგმას, რომელიც ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას ერთადერთი პასუხისმგებლობის აღება უწევთ იმაზე, რომ დესტრუქციაზე უარი უნდა თქვან.

20 აპრილი 2021, 11:36

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ია

19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 3.24%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 3.92%.

20 აპრილი 2021, 11:20

სამართალი

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლა იყო

მომხდარის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო.

20 აპრილი 2021, 11:14

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი II ასეულის ფიცის მიღების ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 11:03

ეკონომიკა

„ჯივიპიმ“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტი მოიცავს 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემის შეცვლა-რეაბილიტაციას. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2021, 11:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი

გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მოუწევს თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2021, 11:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

20 აპრილი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 აპრილი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1792 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

20 აპრილი 2021, 10:50

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

20 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.