imedi /  15 ივლისი 2017, 16:17 / სანდო წყარო

კადიროვი: ჩეჩნეთში გეები არ გვყავს

რამზან კადიროვი

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა, მრავალი წლის მანძილზე პირველად, ინტერვიუ უცხოურ მედიას მისცა. ის ტელეკოპმანია HBO-ს სპორტული განყოფილების რედაქტორს ესაუბრა, რომელმაც კითხვა ჩეჩნეთში მცხოვრები ლგბტ-თემის შესახებ დაუსვა. 

კადიროვმა განაცხადა, რომ "ეს ყველაფერი სისულელეა" და რომ "ჩეჩნეთში გეები არ არიან", - "და თუ არიან, წაიყვანეთ კანადაში, ჩვენგან შორს...ასე გაიწმინდება სისხლი", - ამბობს კადიროვი. 

გარდა ამისა, მან ჰომოსექსუალებს ეშმაკები (შაითან) უწოდა: "ისინი ადამიანები არ არიან. და წყეულიმც იყვნენ ჩვენი ცილისწამებისთვის". 

კადიროვს ასევე ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა აშშ-ის მტრად. ამაზე ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ამერიკას ანტირუსული პოლიტიკა აქვს, თუმცა ის არასაკმარისად ძლიერი ქვეყანაა, რომ რუსეთს შეერკინოს. "ჩვენ ძლიერი, ბირთვული სახელმწიფო გვაქვს. რომც განადგურდეს ჩვენი ხელისუფლება, იქით ჩვენი რაკეტები გაფრინდება. ჩვენ მთელს მსოფლიოს წელში გადავხრით", - განაცხადა რამზან კადიროვმა. 

3 აპრილს, Новая газета საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის მოქალაქეები დააპატიმრეს. გაზეთის ცნობით, უკვე დაკავებულია 100-ზე მეტი კაცი. გამოცემას აქვს ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება უფრო მეტი იყოს. 

შემთხვევას მსოფლიო მასშტაბით გამოხმაურება მოჰყვა. ლგბტ თემის უფლებადამცველმა  სამმა ფრანგულმა ორგანიზაციამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს უჩივლა.

ყველა სიახლე

29 აპრილი 2026, 08:31

რეგიონი

დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა

„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ ინიციატივით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა.

29 აპრილი 2026, 08:30

საზოგადოება

კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

29 აპრილი 2026, 08:27

რეგიონი

რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო

მათგან ყველაზე მოტივირებულები კი, მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.

29 აპრილი 2026, 08:24

რეგიონი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გიორგი ვოლსკი

29 აპრილი 2026, 08:23

ჯანდაცვა

გიორგი ვოლსკი გერმანიის მთავრობის ქმედებაზე: პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით

პოლიტიკური დემარში, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.

29 აპრილი 2026, 08:16

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ

მათ ზოგადად ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

29 აპრილი 2026, 08:09

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას

ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

29 აპრილი 2026, 08:03

პოლიტიკა

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება.

29 აპრილი 2026, 08:00

ჯანდაცვა

დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს

კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.

ჯეიმს კომი

29 აპრილი 2026, 02:16

მსოფლიო

FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის

FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.

29 აპრილი 2026, 01:50

მსოფლიო

მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება

აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.

ჯული დევისი

29 აპრილი 2026, 01:44

მსოფლიო

Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.

მეფე ჩარლზ III

29 აპრილი 2026, 01:31

მსოფლიო

მეფე ჩარლზი აცხადებს, რომ ლოცულობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ალიანსის გაგრძელებისთვის, რათა მათ კვლავაც „დაიცვან საერთო ღირებულებები“

გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, - განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.

მეფე ჩარლზ III

29 აპრილი 2026, 01:25

მსოფლიო

მეფე ჩარლზი: ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების ერთგულება და გამოცდილება ნატოს საფუძველია

მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ნაწილი ნატოს შექებასა და იმ როლის ხაზგასმას დაუთმო, რომელსაც თავდაცვის ალიანსი ასრულებს მოქალაქეებისა და საერთო ინტერესების დაცვაში.

ხვიჩა კვარაცხელია

29 აპრილი 2026, 01:06

სპორტი

კვარაცხელიას PSG-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა - ქართველმა დუბლი შეასრულა

კვარაცხელიას PSG-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა დუბლი შეასრულა - კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია

29 აპრილი 2026, 00:20

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. თამაშის 56-ე წუთზე ქართველის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ PSG მიუნხენის „ბაიერნს“ 4:2 უგებს.

28 აპრილი 2026, 23:28

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა.

დონალდ ტრამპი

28 აპრილი 2026, 22:30

მსოფლიო

ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენბტმა, დონალდ ტრამპმა.

აბას არაღჩი

28 აპრილი 2026, 22:22

მსოფლიო

CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას

პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.

ნინო წილოსანი

28 აპრილი 2026, 22:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა, წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.