ბელარუსის საგარეო უწყება Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფოტო: ფოტო: RIAN
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ვწუხვართ, რომ მგზავრებს გარკვეული უხერხულობა შეექმნათ, მაგრამ საავიაციო უსაფრთხოების წესები აბსოლუტური პრიორიტეტია ყველგან და ყველასთვის. ამ მხრივ, სავსებით გამართლებული იყო თვითმფრინავის ეკიპაჟის მოქმედება, რომელიც პასუხისმგებელია მისი მგზავრების სიცოცხლეზე. სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა დავაკვირდეთ ამ ინციდენტს“, - ნათქვამია ბელარუსის საგარეო უწყების განცხადებაში.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნის შესაბამისი ორგანოების ქმედებები სრულად შეესაბამებოდა დადგენილ საერთაშორისო წესებს.
„სიტუაციის აშკარა ესკალაცია ხდება. ვითარება განზრახ პოლიტიზირებულია, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენთ. არ არსებობს სიტუაციას ობიექტურად განხილვის აშკარა სურვილი. ამის ნაცვლად სანქციების დაწესების შესახებ ლოზუნგები გვესმის“, - აღნიშნავენ ბელარუსის საგარეო უწყებაში.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 23:59
პოლიტიკა
პრემიერი: როგორ შეიძლება ენჯეომ, რომელიმე პოლიტიკოსმა ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხისადმი, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა
როგორ შეიძლება ენჯეომ, ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
25 მარტი 2026, 23:59
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, კმაყოფილია თუ არა ადმინისტრაცია ირანის ახალი ხელმძღვანელობით
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ „ჯერ ნაადრევია იმის თქმა“, კმაყოფილია თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ახალი ხელმძღვანელობით.
25 მარტი 2026, 23:53
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციაზე: მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება გამოვიდა დებატების ინიციატივით, რაც საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან, თუმცა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მმართველი გუნდი მის შედეგებს დაელოდება.
25 მარტი 2026, 23:49
პოლიტიკა
პრემიერი: პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას არჩევასთან დაკავშირებით - ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე
დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
25 მარტი 2026, 23:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს
ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.
25 მარტი 2026, 23:40
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას უკრაინის მიერ დონბასის დათმობას უკავშირებს
აშშ-მა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება დაუკავშირა პირობას, რომლის მიხედვითაც, კიევმა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონი, დონბასი, სრულად უნდა დაუთმოს რუსეთს - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში.
25 მარტი 2026, 23:38
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს
ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს, რასაც პატრიარქმა ილია მეორემ მთელ;ი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა უნგრეთთან განსაკუთრებულ მეგობრობას და აღნიშნა, რომ უნგრეთი რჩება ევროპაში საქართველოს ეროვნული ინტერესების მთავარ დამცველად.
25 მარტი 2026, 23:29
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას.
25 მარტი 2026, 23:26
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპის არჩევანი მშვიდობაა, თუმცა ის მზად არის ირანს ჯოჯოხეთი მოუწყოს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ირანთან მიმდინარე ომისა და მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა. მისი განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „მშვიდობა სურს“, თუმცა, თუ ირანი არ აღიარებს სამხედრო დამარცხებას, აშშ-ის პასუხი იქნება უპრეცედენტო სიმკაცრის.
25 მარტი 2026, 23:24
პოლიტიკა
პრემიერი: ცდილობდნენ გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ეს სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა
საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ეს იყო სიყვარულის ძალიან დიდი მანიფესტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.
25 მარტი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში
პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით.
25 მარტი 2026, 23:16
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი გლობალური სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის პირველ ქალბატონებსა და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი გლობალური სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის პირველ ქალბატონებსა და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა
25 მარტი 2026, 23:07
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა, რადგან ქართული ეკლესია არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებით, ეპოქა დასრულდა. სოზარ სუბარმა არაჩვეულებრივად თქვა, „ეპოქა გრძელდება და ეპოქა გრძელდება სხვა განზომილებაში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
25 მარტი 2026, 21:59
მსოფლიო
სომხეთის პარლამენტის სპიკერი: დიახ, არსებობს ომის პარტია და არსებობს მშვიდობის პარტია - დიახ, 2026 წლის არჩევნები იქნება მშვიდობისა და შესაძლო ომის შესახებ
სომხეთში 2026 წლის ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი არჩევანს მშვიდობასა და შესაძლო ომს შორის გააკეთებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
25 მარტი 2026, 21:46
მსოფლიო
CNN: ისრაელი შეშფოთებულია, რომ აშშ-მა შესაძლოა ირანთან მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტა გამოაცხადოს
ისრაელი შეშფოთებულია, რომ აშშ-მა შესაძლოა ირანთან მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტა გამოაცხადოს - ამის შესახებ CNN-ს ორმა ისრაელურმა წყარომ განუცხადა იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი, როგორც ჩანს, ააქტიურებს დიპლომატიურ ძალისხმევას მიმდინარე ომის დასასრულებლად.
25 მარტი 2026, 21:32
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ვფიქრობ, ირანში ოპერაციას ვასრულებთ, ვფიქრობ, ეს ძალიან მალე დასრულდება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ აშშ ირანთან ომს „ასრულებს“.
25 მარტი 2026, 21:25
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის
რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის მერე ინგლისურს სწავლობს, თუ როგორაა საქმე?, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
25 მარტი 2026, 20:38
პოლიტიკა
დანიის წაგებული მთავრობა და რჩევა თბილისიდან - სხვა ქვეყნის საქმეში ჩარევას საკუთარ პრობლემებზე სწორება სჯობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სხვა ქვეყნის საქმეში ჩარევას საკუთარ პრობლემებზე სწორება სჯობს - ამას დანიის ხელისუფლებას თბილისიდან მას შემდეგ ახსენებენ, რაც საპარლამენტო არჩევნებში დანიის მმართველმა ძალამ უპრეცედენტოდ დაბალი შედეგი აჩვენა.
25 მარტი 2026, 20:32
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ინოვაციური სტარტაპის სტატუსი საქართველოს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში
საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთაშორისო დონეზე უფრო მიმზიდველი გახდა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად შემოღებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რომელიც 10 წლიან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, უკვე იწვევს ინტერესს რეგიონული სტარტაპების მხრიდან და ქვეყანას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
25 მარტი 2026, 20:29
პოლიტიკა
ევროკომისია რუსული ნავთობის იმპორტს არ კრძალავს - როდის მიუბრუნდება ბრიუსელი საკითხის განხილვას, ცნობილი არ არის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისია რუსული ნავთობის იმპორტს არ კრძალავს. არც ის არის ცნობილი, როდის მიუბრუნდება ბრიუსელი საკითხის განხილვას.


