imedi /  10 ივნისი 2021, 00:34 / სანდო წყარო

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო

ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო.

სასამართლომ მოსკოვის პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ გარდა, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციებად „მოქალაქეების უფლებების დაცვის ფონდი“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ნავალნის შტაბი“ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ორგანიზაციების რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა იკრძალება. მათ ეკრძალებათ ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების განხორციელება, არჩევნებში მონაწილეობა და აქციების ორგანიზება, ხოლო ორგანიზაციების თანამშრომლებს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, თუ აღნიშნულ ქმედებებს განახორციელებენ.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული ორგანიზაციები რუსეთში სოციალური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური დესტაბილიზაციის პირობებს ჰქმნიან, ხოლო მათი ფაქტობრივი მიზანი საკონსტიტუციო წყობის შეცვლის პირობების შექმნაა, მათ შორის „ფერადი რევოლუციების“ მეშვეობით“.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2026, 10:56

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან.

21 ივნისი 2026, 10:55

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან დავით თამაზაშვილთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ჯეი დი ვენსი

21 ივნისი 2026, 10:40

მსოფლიო

​ვენსმა შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებების პრიორიტეტები დაასახელა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტებია ამ მოლაპარაკებების სტრუქტურის შექმნა, ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. განცხადება ვენსმა შვეიცარიაში გაფრენის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

21 ივნისი 2026, 10:23

მსოფლიო

მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა

თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც ლგბტქ+ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვთ, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუროს. წელს ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის შეარჩიეს ლოზუნგი „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“.

დონალდ ტრამპი

21 ივნისი 2026, 09:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ იქნება

ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ზაალ მიქელაძე

21 ივნისი 2026, 09:15

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: აშშ-სა და ბრიუსელს საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების მოსაწყობად ისეთი ადამიანების გაზრდა სურდათ, რომლებიც მათთვის ყურმოჭრილი მონები იქნებოდნენ

პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი კურსი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

21 ივნისი 2026, 09:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

21 ივნისი 2026, 08:44

მსოფლიო

ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა

ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა. ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მიიღებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.

ჯორჯია მელონი

21 ივნისი 2026, 08:35

მსოფლიო

მელონი ტრამპს: ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის, გირჩევთ, თქვენსას მიხედოთ. თქვენთან მეგობრობა ამ პოპულარობას ნამდვილად არ განსაზღვრავს

ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის, გირჩევთ, თქვენსას მიხედოთ, - დაწერა ტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელში, რითაც უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგ განცხადებას, რომ ჯორჯია მელონი „იტალიაში მხარდაჭერას კარგავს“ და ახლა „აშშ-თან მეგობრობა კვლავ სურს“.

21 ივნისი 2026, 08:05

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: 20 ივნისს ჰორმუზის სრუტე 55-მა სავაჭრო გემმა გადაკვეთა, მათ დიდი მოცულობის ტვირთი და 17 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი გაიტანეს

20 ივნისს სრუტე 55-მა სავაჭრო გემმა გადაკვეთა, რომელთაც მსოფლიო ბაზრებზე დიდი მოცულობის ტვირთი და 17 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი გაიტანეს, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

21 ივნისი 2026, 00:14

სპორტი

მარია ალავიძე „მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრიზიორია

მარია ალავიძე „მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრიზიორია

ლევან ნიკოლეიშვილი

20 ივნისი 2026, 21:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპონენტებზე: მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია

მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა მონაწილე ოპონენტების მისამართით.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2026, 21:25

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს და შეეძლოს აწონ-დაწონვა, გაზომვა იმისა, რას გვაძლევს ჩვენ ევროკავშირისკენ სვლა და რა ფასის გადახდას მოითხოვენ

საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს და შეეძლოს აწონ-დაწონვა, გაზომვა იმისა, რას გვაძლევს ჩვენ ევროკავშირისკენ სვლა და რა ფასის გადახდას მოითხოვენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 ივნისი 2026, 21:24

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: რუსეთის ფედერაციასთან ერთად ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია უფრო დიდი საშიშროებაა, იმიტომ რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები

ჩვენ არგუმენტირებულად ვაყალიბებთ იმ აზრს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ერთად ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, არსებულ გეოგრაფიულ არეალში, საქართველო უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც იქნება დაცული საკუთარი ნეიტრალიტეტით და არ ვინმეს მიერ.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2026, 21:05

პოლიტიკა

შაქარიშვილი ობოლაძეს: თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის. ამას არ გავაკეთებთ

თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის. ამას არ გავაკეთებთ, - ამ სიტყვებით „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ბოლაძეს მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. „ერთი განცხადება მოიყვანა აქ ბატონმა ბიძინამ რასა იუკნევიჩიენესი, რომელმაც აღიარა, რომ ომამდე არავის, არასდროს არ უფიქრია აღმოსავლეთით გაფართოებაზე. ანუ იქამდე ჩვენ რაც ვაკეთეთ, კონსტიტუციაში, რომ ჩავწერეთ, ეს იყო სრული ბლეფი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა როდესაც დასაჯა საქართველო, იმიტომ რომ არ შეერთდნენ ომს, იცით რა თქვა? უკრაინელები არიან მზად მოკვდნენ ევროპული პერსპექტივისთვის, თქვენ გვთავაზობთ ჩვენ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის. ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

ნიკა ობოლაძე

20 ივნისი 2026, 21:00

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის, იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა

საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2026, 20:59

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტია სიძლიერის გარანტი და არა პირიქით, რომ ძლიერი იყო და შემდეგ გახდე ნეიტრალური. ნამდვილად, ნეიტრალიტეტია სიძლიერის, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი

ნეიტრალიტეტია სიძლიერის გარანტი და არა პირიქით, რომ ძლიერი იყო და შემდეგ გახდე ნეიტრალური, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 ივნისი 2026, 20:44

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?

რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა და ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში? - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა. გიორგობიანმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 ივნისი 2026, 20:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ჰერმან საბოს: 50 ათასი ადამიანი პარტიის მეშვეობით, სექტის საშუალებით დეზერტირად აქციეთ. ადამიანებს ეუბნებით, რომ სამშობლოს კი არ უნდა ემსახუროთ, უნდა ნახოთ გზა, რომ სამშობლოში არ იმსახუროთ, სამშობლოსთვის არ იმსახუროთ

50 ათასი ადამიანი პარტიის მეშვეობით, სექტის საშუალებით დეზერტირად აქციეთ, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა პარტია „გირჩის“ წარმომადგენელს ჰერმან საბოს.

ჰერმან საბო

20 ივნისი 2026, 20:27

პოლიტიკა

ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა

ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარტია “გირჩის” წარმომადგენელმა ჰერმან საბომ. მისივე თქმით, სამოთხე არსად არ არის, მაგრამ ნეიტრალიტეტი არ არის თავისი შინაარსით მიზანი, ნეიტრალიტეტი არის საშუალება, რომ რაღაც სიტუაციაში ქვეყანა გადარჩეს.