აშშ კრემლს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრა სანქციების დაწესებას გამოიწვევს, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე აქამდე დაწესებული სანქციები
ენტონი ბლინკენი
ფოტო: Reuters
აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან გაიყვანოს და აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა სანქციების დაწესებას გამოიწვევს, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე აქამდე დაწესებული სანქციები.
„ჩვენ არ ვიცით, მიიღო თუ არა პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ ის აყალიბებს ამის შესაძლებლობას. თუ რუსეთი დაპირისპირების გზას გაჰყვება, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მტკიცედ ვუპასუხებთ, მათ შორის, მაღალი გავლენის მქონე ეკონომიკური ზომების გამოყენებით, რომელთა განხორციელებისგან წარსულში თავს ვიკავებდით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე იმედისმომცემი გზა იქნება, თუ უკრაინა და რუსეთი მინსკის შეთანხმების ფარგლებში დიალოგს დაუბრუნდებიან, რომლის ამოცანა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დასრულებაა.
30 ნოემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირად დაუჯდება, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.
ყველა სიახლე
11 ივლისი 2026, 10:39
პოლიტიკა
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოყვება რეაგირება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს.
11 ივლისი 2026, 10:34
მსოფლიო
ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაკარგულად ითვლება
ესპანეთის სამხრეთში, ტყის მასშტაბურ ხანძარს გაქცევის მცდელობისას, სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 23 პირი კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 10:17
პოლიტიკა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი ბრალდებულის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
11 ივლისი 2026, 10:09
მსოფლიო
რუსეთმა კიევი დაბომბა. დაშავდა 10 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით კიევი დაბომბა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 09:52
საზოგადოება
სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს განაგრძობს.
11 ივლისი 2026, 09:31
მსოფლიო
The Telegraph: რუსეთმა კარის ზარის კამერებზე კიბერთავდასხმა განახორციელა, რათა ნატოს ბაზებისთვის ეთვალთვალა
ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურების განცხადებით, რუსეთი ნატოს სამხედრო ბაზებსა და სამხედრო მარშრუტებზე მეთვალყურეობას ინტერნეტთან დაკავშირებული სამოქალაქო კამერების, მათ შორის კარის ზარის კამერების, გატეხის გზით ახორციელებდა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 09:12
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში
11 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
11 ივლისი 2026, 09:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს
ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
11 ივლისი 2026, 08:59
სპორტი
დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება - ღონისძიებას პირდაპირ ეთერში 20:00 საათზე ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ
დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
11 ივლისი 2026, 08:21
მსოფლიო
POLITICO: რუსეთის ხელისუფლება საწვავის კრიზისის ფონზე მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს
რუსეთში საწვავის კრიზისის გაღრმავების ფონზე, ციმბირის რეგიონების ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 08:01
მსოფლიო
ტრამპი იმუქრება, რომ ირანს პირისაგან მიწისა აღგვის, თუ ისლამური რესპუბლიკა მის მკვლელობას შეეცდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1 000 რაკეტა უკვე დამიზნებულია ირანზე და მზადაა გასაშვებად, თუ ისლამური რესპუბლიკა მას მოკლავს ან მკვლელობის მცდელობას შეეცდება.
11 ივლისი 2026, 01:09
სპორტი
ესპანეთი 16-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ბელგია დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
11 ივლისი 2026, 01:04
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილე: აშშ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ამავდროულად, მზადაა, პასუხი მოთხოვოს ირანს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს
აშშ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ამავდროულად, მზადაა, პასუხი მოთხოვოს ირანს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, - განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ, ტემი ბრიუსმა.
11 ივლისი 2026, 00:51
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: ჩვენ არ ვენდობით ამერიკელებს - როგორც კი ამერიკელები დაარღვევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვიქნებით საყოველთაო თავდაცვისთვის
ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა და პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის „საყოველთაო თავდაცვისთვის“, იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაარღვევს გასულ თვეს ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
11 ივლისი 2026, 00:19
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა, რაც მოჰყვა მიმდინარე კვირის დასაწყისში ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებს.
10 ივლისი 2026, 23:11
სპორტი
ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიოს თასის“ ვიცე-ჩემპიონია
კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე 2026 წლის ICF-ის „მსოფლიოს თასზე“ ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი ასპარეზობაში 200-მეტრიანი დისტანცია 41,09 წამში დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა.
10 ივლისი 2026, 23:01
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც
უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
10 ივლისი 2026, 22:23
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება დღეს ვერ შედგა
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით დღეს შეთანხმება ვერ შედგა.
10 ივლისი 2026, 22:04
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი: კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია
აშშ-ის კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია. მოსალოდნელია, რომ კონგრესი მას უახლოეს ხანში დაამტკიცებს, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა, სენატორმა ლინდსი გრემმა კიევში გამართულ ბრიფინგზე.
10 ივლისი 2026, 21:53
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხაძეა
სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა.


