imedi /  23 აგვისტო 2017, 00:22 / სანდო წყარო

ესპანეთის ტერაქტების ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სასამართლომ გაათავისუფლა

ტერაქტი კატალონიაში

ტერაქტი კატალონიაში

ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილი ოთხი ეჭვმიტანილიდან, რომლებიც სავარაუდოდ ესპანეთში მომხდარ ტერაქტებთან კავშირში იყვნენ, ერთ-ერთი თავისუფლებაზე დარჩა. ამის შესახებ გამოცემა El Pais წერს.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ მუჰამედ ალიასთვის გირაოს შეფარდება შესაძლებელი იყო. რაც შეეხება სალაჰ ელ-კარიბს, მის შესახებ გადაწყვეტილებას 72 საათში მიიღებენ. პატიმრობაში რჩებიან დრის უკაბირი და მუჰამედ ხული ქემლიალი.

კატალონიის ტერაქტების ფარგლებში, ოთხივე მთავარი ეჭვმიტანილი სასამართლომ გუშინ დაკითხა. მათ ბრალი სისხლის სამართლი 4 მუხლით აქვთ წარდგენილი - ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა, მკვლელობა, ზიანის მიყენება და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა.

17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. იმავე დღეს, ქალაქ კამბრილსში, ბარსელონის სამხრეთით, კიდევ ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ადამიანს სატვირთო მანქანით გადაურა. ბოლო მონაცემებით, ბარსელონის რამდენიმე ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაჯგუფებაში, რომელმაც ტერაქტი მოაწყო, 12 წევრი შედიოდა. მათგან ოთხი დაპატიმრებულია, ხუთის ლიკვიდაცია კამბრილსის ტერაქტის შემდეგ მოხდა. ორი - მათ შორის ორგანიზატორი იმამი აბდელბაკი ეს-სატი - თავდასხმის წინა დღეს ალკანარში სახლის აფეთქები დროს დაიღუპა, როცა ტერორისტები ბომბებს ამზადებდნენ. მინი-ვენის მძღოლი, 22 წლის მაროკოელი იუნეს აბუიაკუბი 21 აგვისტოს სუბირატსში სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

13 მარტი 2026, 08:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების სია

ეს დოკუმენტი არის ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების და ზღაპრების სია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

13 მარტი 2026, 08:12

რეგიონი

ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ

ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ. მეწყრული პროცესების შესწავლას, დღეიდან დამატებითი სპეციალისტებიც შეუერთდებიან.

13 მარტი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.

13 მარტი 2026, 02:25

მსოფლიო

ერაყის ჩრდილოეთში დრონებით თავდასხმის შედეგად ექვსი ფრანგი ჯარისკაცი დაიჭრა

ერაყის ჩრდილოეთში, ერბილის რეგიონში განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად, ექვსი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Le Figaro საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოგა გულორდავა

13 მარტი 2026, 00:20

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება - კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს

„ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - ეს არ არის ქართული სტანდარტი, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული, და აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შინაარსობრივ ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა, სწორედ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

გოგა გულორდავა

13 მარტი 2026, 00:17

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: მედიის შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით არის დასაშვები, რაც ქართული არხების მიმართ დაცული არ ყოფილა

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები ბევრია და ეს კითხვები საჭიროებს გამჭვირვალე პასუხებს. ასევე აღნიშნა, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი, ან პრეტენზია არავის შეუტანია და შესაბამისად, ორი ქართული არხის მიმართ მტკიცებულების მაღალი სტანდარტი დაცული არ ყოფილა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

13 მარტი 2026, 00:15

მსოფლიო

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ იცის, დაამხობს თუ არა ირანელი ხალხი რეჟიმს - „თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ, დალიოს“

არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ირანელი ხალხი აჯანყდება მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის რეჟიმის დასამხობად პირობებს შექმნის, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

13 მარტი 2026, 00:08

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა სუსში გამოკითხვაზე დაბარებულებზე: ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან

ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ იმ განცხადებების ავტორებზე საუბრისას, რომლებიც საქართველოში ირანული განწყობების ზრდას ეხება. „დღეს ყველას კარგად ესმის, რომ ის ძალები ვისაც შიდა ძალებს ეძახიან, არანაირი შიდა ძალები არ არიან. მაგაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც იძახის, რომ საქართველოში არის ტერორისტების ცენტრები, დღეს იძახის ამას. რატომ დღეს და არა ერთი თვის წინ, 6 თვის წინ, ერთი წლის წინ? გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვინმე კაპანაძე, რომელსაც ჩემი აზრით უნდა ჩამოერთვას გენერლის წოდება, იმიტომ რომ ის არცხვენს საქართველოს სამხედრო ოფიცრის მუნდირს, აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ყველაზე დაუცველი მონაკვეთი არის საქართველო და ჩემი ნება რომ იყოს აქ დავარტყამდიო, მტრებს ეუბნება. როგორ უნდა გქონდეს სული გაყიდული, რომ ასეთი რამე [თქვა]. თარგამაძე, რომელიც იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც სულის ამოხდით გვემუქრებოდა იმ დღეს როცა სული უკვე ამოგვხადეს, 7 ნოემბერს. ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან. როგორ უნდა გქონდეს დაბნელებული გონება, რომ შენს სამშობლოს მსგავსი ტიპის საფრთხე შეუქმნა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

13 მარტი 2026, 00:06

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: „ფორმულამ“ უამრავი სისულელე დამაბრალა, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია. ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული

უამრავი სისულელე დამაბრალეს, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია. ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული, - კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

 გოგა ხაინდრავა

13 მარტი 2026, 00:05

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში გიორგი ხაინდრავა მიწერია. ახლა ვიყავი ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა

სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში, რომ გიორგი ხაინდრავა მიწერია მაგაზე არც იფიქრა არავინ. ახლა ვიყავი უკვე ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

გოგა გულორდავა

12 მარტი 2026, 23:51

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავას განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო მიდგომის შედეგად გარანტირებულია მედიაპლურალიზმი და მრავალფეროვნება, თუმცა, მედიაში აშკარაა ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში მაყურებელს აზიანებს და ზრდის პოლარიზაციას.

გოგა ხაინდრავა

12 მარტი 2026, 23:45

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „იმედს“: იცოდეთ, რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს, ისეთი მხარდაჭერა გაქვთ

იცოდეთ, რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს ისეთი მხარდაჭერა გაქვთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ. „განსაკუთრებული სამიზნე ხართ თქვენ და ამიტომ მინდა ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა გამოგიცხადოთ. მინდა გითხრათ, რომ ფასდაუდებელი როლი გაქვთ საბჭოთა ევრობიუროკრატიის მხილებაში და ამის მოწმენი ვიყავით დღეს კიდევ ერთხელ, როდესაც დემოკრატიის თავყრილობაში [ევროპარლამენტი] დეპუტატმა თქვენს წარმომადგენელს უთხრა, რომ თქვენ აქ შემოსვლის უფლება არ გაქვთო. ამიტომ ჩემი დიდი პატივისცემა იმედს და იცოდეთ რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს ისეთი მხარდაჭერა გაქვთ“, - განაცხადა ხაინდრავამ.

გოგა გულორდავა

12 მარტი 2026, 23:37

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე: ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო

„მოგეხსენებათ, რომ მედიას ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ფუნდამენტური სოციალური დანიშნულება გაქვთ, რასაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან. მაუწყებლები მაყურებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენთ“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ გადაცემა „იმედი LIVE“ - ში გააკეთა, სადაც მედიას კანონისა და მაყურებლების წინაშე არსებული ვალდებულებები შეახსენა.

გოგა გულორდავა

12 მარტი 2026, 23:30

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა

დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა და შესაბამისად საკანონმდებლო გადაწყვეტილებით შინაარსობრივი რეგულაცია ამ საკითხების გადავიდა კანონის მოქმედების სფეროში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ. მისივე თქმით, შინაარსობრივ რეგულაციებთან დაკავშირებით, კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით არც ერთ მაუწყებელს შენიშვნა არ გამოუთქვამს.

12 მარტი 2026, 23:19

პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ალი ლარიჯანი

12 მარტი 2026, 22:59

მსოფლიო

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ტრამპს: ომის დაწყება ადვილია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა, რომ ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მის „სავალალო მცდარ გათვლას“ არ ანანებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კრის მერფი

12 მარტი 2026, 22:53

მსოფლიო

სენატორი კრის მერფი: ირანი კვლავ ინარჩუნებს ჩვენს მოკავშირეებზე დარტყმის შესაძლებლობას, ბირთვული პროგრამა კვლავ არსებობს - ეს არის სრული კატასტროფა

„დემოკრატმა“ სენატორმა, კრის მერფიმ ირანში მიმდინარე კონფლიქტს უწოდა „ყველაზე არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული ომი, რომელიც ამერიკას ბოლო საუკუნის განმავლობაში უწარმოებია“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

12 მარტი 2026, 21:52

რეგიონი

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.

12 მარტი 2026, 21:44

საზოგადოება

ბესიკ კალაძე: გზის საფარს გლდანის რაიონის გამგეობა რაჭის ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა

„მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, გზის საფარს გლდანის რაიონის გამგეობა რაჭის ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა. საგზაო სამუშაოები 5 000 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდება. ასევე გორგულისა და ოშკის ქუჩებზე, 3 200 კვ.მ ფართობზე, ასფალტის საფარი დაიგება. წელს საგზაო ინფრასტრუქტურა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე დამატებით შვიდ მისამართზე მოწესრიგდება“, - აცხადებს გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე.

ლევან ნიკოლეიშვილი

12 მარტი 2026, 21:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს

მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.