imedi /  04 სექტემბერი 2017, 21:06 / სანდო წყარო

გაერო ჩრდილოეთ კორეის შესახებ რეზოლუციას ერთ კვირაში მიიღებს

გაერო

გაერო

აშშ უახლოეს მომავალში დაასრულებს ჩრდილოეთ კორეის შესახებ რეზოლუციის პროქტის მზადებას და დოკუმენტს, ხმის მიცემაზე ერთ კვირაში წარადგინეს, - განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმოამდგენელმა ნიკი ჰეილიმ. 

დღეს ყველაზე მწვავე კომენატრები ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული (წყალბადის ბომბი) ბომბის გამოცდის გამო, ნიკი ჰეილიმ გააკეთა. "ჩრდილოეთ კორეა იხვეწება ომს. აშშ-ის ომი არ სურს, თუმცა ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი", - განაცხადა ჰეილიმ. 

მან "შეურაცხყოფად" მიიღო ჩინეთის წინადადება, რომელიც აშშ-სა და სამხრეთ კორეას, ჩრდილოეთ კორეასთან საზღვარზე, სამხედრო ვარჯიშების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. ჰეილის აზრით, მხოლოდ უმკაცრესი სანქციებით შეიძლება გამოსწორდეს ეს სიტუაცია დიპლომატიურად, რასაც არ ეთანხმება რუსეთი და ჩინეთი. 

გაეროს უშიშროების საბჭო  ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდის გამო საგანგებო სხდომა დღეს გამართა.

 


სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული ბომბის ცდის საპასუხოდ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

ოფიციალური ფხენიანის ცნობით, 3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი. 

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბომბის გამოცდამ გამოიწვია ჩრდილოეთ კორეაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბესთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა მზადყოფნა, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. 

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი, აშშ-ის ან მისი მოკავშირეების ტერიტორიებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას მასშტაბურ სამხედრო პასუხს გასცემს.  

ყველა სიახლე

13 ივლისი 2026, 11:34

მსოფლიო

ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ქარხნიდან რეკორდული რაოდენობის თხევადი გაზი შეისყიდეს

როგორც Financial Times კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, იანვარ-ივნისში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული საწარმოსგან 9,89 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდეს, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესყიდული გაზის ღირებულება დაახლოებით 6 მილიარდ ევროდ ფასდება. ძირითადი მყიდველები საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი იყვნენ.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 11:27

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

13 ივლისი 2026, 11:26

მსოფლიო

წყალდიდობას ბანგლადეშში ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ამ დროისთვის დაღუპულთა ნახევარზე მეტი კოქს-ბაზარის რაიონში ფიქსირდება, სადაც როჰინჯა ლტოლვილების დიდი დასახლება მდებარეობს. გასულ კვირას ამავე რაიონში რამდენიმე სტუდენტი და მასწავლებელი დაიღუპა, როდესაც ნიაღვარმა მათი სკოლა წალეკა.

13 ივლისი 2026, 11:15

ეკონომიკა

პრემიერი: ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია - პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება

ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

13 ივლისი 2026, 11:15

მსოფლიო

მოლდოვაში რუსული „შაჰედი“ შეფრინდა და აფეთქდა

„შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და მეხანძრეები მივიდნენ. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ტერიტორია შემოიღობა, სამართალდამცველები ყველა გარემოების დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ“, - აღნიშნეს პოლიციაში.

გიორგი ბარამიძე

13 ივლისი 2026, 11:13

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე „კასრების საქმეზე“: კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „დღის ამბები“ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც შიგნით საბრძოლო მასალა ინახებოდა.

13 ივლისი 2026, 11:08

მსოფლიო

მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრა დღეს პარიზში გაიმართება

მიზანი - მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელი საკითხების შესრულებაა. შეხვედრაზე 30 ლიდერია მიწვეული, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დროებითი კოალიციის ყველაზე მასშტაბურ შეკრებას წარმოადგენს.

13 ივლისი 2026, 11:04

მსოფლიო

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში გეგმის მიხედვით გაიმართება

არჩევნებისთვის ოფიციალური მზადება 17 ივლისს დაიწყება. ამის შემდეგ მთავრობა დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით იმოქმედებს და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს, გარდა ფართო მხარდაჭერის მქონე კანონპროექტებისა, მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხებისა და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელი ზომებისა.

13 ივლისი 2026, 11:02

ეკონომიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ესწრება. LIVE

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

13 ივლისი 2026, 11:02

მსოფლიო

მსოფლიოში ნავთობი ისევ გაძვირდა

Brent-ის მარკის სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე $76.48 შეადგინა, რაც 23 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აზიის საფონდო ბირჟებზე არაერთგვაროვანი ტენდენცია დაფიქსირდა: ტოკიოსა და სეულში აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, ხოლო ტაიბეისა და ჰონგ-კონგში მატება აღინიშნა.

კაია კალასი

13 ივლისი 2026, 10:55

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი ჯერ ვერ შეათანხმა

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პაკეტი ჯერ შეთანხმებული არ არის, მან დააანონსა, რომ 13 ივლისს სანქცირებულთა სიებს კიდევ 250 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიძლება დაემატოს. მისი თქმით, „ეს არის ფიგურანტების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელიც კი ოდესმე შეგვიყვანია სიებში“.

13 ივლისი 2026, 10:45

ეკონომიკა

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური, ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.

ილჰამ ალიევი

13 ივლისი 2026, 10:43

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს

„შეიძლება საბჭოს წევრად დარჩენა სჯობდეს კიდეც, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანზე რეგულარულ თავდასხმებს ეხება. ვიმეორებ: ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან გარკვეული სახის აკვიატებაა“, - განაცხადა ალიევმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

13 ივლისი 2026, 10:36

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი: ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ გვჭირდება სამართალი და წესები

გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, „დაუნდობლობის ახალ სულს“, რომელსაც, მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ფედერაცია და აშშ აძლიერებენ, „ევროპული მოდელი“ უნდა დაუპირისპირდეს. ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ იცხოვრონ სამართლისა და წესების გარეშე სამყაროში და გარკვეული დროით აქედან სარგებელიც კი ნახონ.

13 ივლისი 2026, 10:33

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 10:31

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:25

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: 2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია

2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.

ლინდსი გრემი

13 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

ლინდსი გრემის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა

სენატორის ოფისის ინფორმაციით, გრემის გარდაცვალების მიზეზი გახდა „აორტის განშრევება, რომელიც ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებამ გამოიწვია. განცხადებაში, რომელსაც Politico ციტირებს, ნათქვამია, რომ საბოლოო დასკვნები ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევების შედეგების მიღების შემდეგ გაკეთდება.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:23

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი, მიმზიდველი საგადასახადო სისტემა

იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:20

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი პირისთვის

პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი ხელმისაწვდომი პირისთვის, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.