Imedi /  07 სექტემბერი 2017, 20:27 / სანდო წყარო

ქარიშხალ „ირმას“ მსხვერპლთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ქარიშხალ "ირმას" მსხვერპლის რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Sky News-ი პუერტო-რიკოს მთავრობაზე საყრდნობით ავრცელებს.


მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 ადამიანის დაღუპვის და 23 დაშავებულის შესახებ. გამოცემის ცნობით, სულ მცირე, ერთი ადამიანი დიდი ბრიტანეთის კუნძულ ანგილიზე დაიღუპა. 

კუნძულ ბარბუდაზე ქარიშხალის მსხვერპლი 2 წლის ბავშვი გახდა. ის დაიღუპა მაშინ, როდესაც ბავშვის ოჯახი სახლის დატოვებას ცდილობდა. 

„ირმა“ ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში სტიქიაა, რომელიც ატლანტიკის კუნძულებს დაატყდა თავს. ის 26 აგვისტოს ამოვარდნილ ქარიშხალ "ჰარვიზე" ძლიერია.

კომენტარები ()