რუსეთი თურქეთს საზენიტო რაკეტებს გადასცემს
С-400
ფოტო: youtube
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთთან საზენიტო რაკეტის სისტემა С-400-ის შეძენის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ გაზეთი Hürriyet-ი წერს.
"ჩვენი მეგობრები С-400-ის შესახებ შეთანხმდნენ. როგორც ვიცი, პირველი შენატანი უკვე გადახდილია. შემდეგი ნაბიჯი რუსეთისგან სესხის მიღებაა. მე და პრეზიდენტი პუტინი ამ საკითხზე მტკიცედ ვართ შეთანხმებულები", - განაცხადა ერდოღანმა.
С-400 "ტრიუმფის"კომპლექსი გამოიყენება სირთულეების შემქმნელი თვითმფრინავების, რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავების, სადაზვერვო თვითმფრინავების, სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების, ბალისტიკური რაკეტების, ჰიპერბგერითი მიზნებისა და საჰაერო თავდასხმის სხვა თანამედროვე და პერსპექტიული საშუალებების ჩამოსაგდებად.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 08:29
რეგიონი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოლქვში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოლქვში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. იგება ასფალტის ახალი საფარი. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ლითონის ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელები.
06 მაისი 2026, 08:28
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრები რეგიონებში მოსახლეობასთან და საკრებულოებში თავიანთ ფრაქციის წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ
შეხვედრების მიზანი, ფრაქციის წევრების მხრიდან მიმდინარე საკითხების განხილვა, ადგილზე არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და სამომავლო გეგმების გაზიარებაა. მორიგი შეხვედრა ზესტაფონის საკრებულოში გაიმართა.
06 მაისი 2026, 08:23
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ოპოზიციურ ალიანსზე: ერთმანეთისადმი გაუტანლობა და პირველობისადმი მუდმივი სწრაფვა სძალავს ყველანაირ დავალებას, ამიტომ არანაირი შანსი ასეთ ალიანებს არ აქვს
ერთმანეთისადმი გაუტანლობა და პირველობისადმი მუდმივი სწრაფვა სძალავს ყველანაირ დავალებას, ამიტომ არანაირი შანსი ასეთ ალიანებს არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
06 მაისი 2026, 08:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ლელოზე“: გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი
გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
06 მაისი 2026, 08:12
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს
მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
06 მაისი 2026, 08:01
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ევროპარლამენტი პრაქტიკულად დაცილებულია იმ ღირებულებებს და ფუნქციებს, რაც სინამდვილეში გააჩნია
რაც კი ამ რეზოლუციაში წერია, მტკნარი სიცრუეა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
06 მაისი 2026, 02:26
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მაქსიმუმზეა
რუსული ნავთობის ექსპორტის ღირებულება ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა მას შემდეგ, რაც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბური ინტერვენცია დაიწყო - აღნიშნული ზრდა განპირობებულია ნაკადების მატებითა და ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული მაღალი ფასებით, - წერს გამოცემა Bloomberg-ი.
06 მაისი 2026, 01:33
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის მოთხოვნები არარეალური და შეუძლებელია
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ს მისი ქვეყნის მიმართ „არარეალური და შეუძლებელი“ მოთხოვნების წაყენებაში დასდო ბრალი.
06 მაისი 2026, 01:01
სპორტი
„არსენალმა“ „ატლეტიკო“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
ლონდონის „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ესპანური „ატლეტიკო“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა.
06 მაისი 2026, 00:54
მსოფლიო
რუბიო: ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ შეტევითი ეტაპი დასრულებულია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ „ოპერაცია ეპიკური რისხვა“ დასრულებულია.
06 მაისი 2026, 00:45
მსოფლიო
რომის პაპი: თუ ვინმეს სურს ჩემი გაკრიტიკება სახარების ქადაგების გამო, დაე, ეს სიმართლით გააკეთოს
რომის პაპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გაკრიტიკება, სანამ ის ირანში მიმდინარე ომის ფონზე მშვიდობისკენ მოწოდებებს აგრძელებს. პაპის ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მორიგ მწვავე საყვედურს მოჰყვა.
06 მაისი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს გიორგობაა
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
05 მაისი 2026, 23:48
მსოფლიო
რუბიო: ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლი ჩვეულებრივ მოვლენად არ უნდა იქცეს
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლი „ახალ ნორმად“ არ უნდა იქცეს - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. მან თეირანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანაოსნო გზის ბლოკირებისა და სხვა ქვეყნებისთვის სრუტეში გავლის სანაცვლოდ ფულის გამოძალვის მცდელობის გამო გააკრიტიკა.
05 მაისი 2026, 23:44
მსოფლიო
რუბიო ცეცხლის შეწყვეტის დროს აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს თავდაცვით ოპერაციად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს ირანში ამერიკელი სამხედროების მოქმედებას „თავდაცვითი ოპერაცია“ უწოდა.
05 მაისი 2026, 23:08
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ არ ვაპირებთ, გიჟებს ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ
ჩვენ არ ვაპირებთ, გიჟებს ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
05 მაისი 2026, 22:08
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ირანის ეკონომიკა დაანგრიოს, „რადგან გამარჯვება სურს“
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ირანის ეკონომიკა დაანგრიოს, „რადგან გამარჯვება სურს“.
05 მაისი 2026, 21:59
საზოგადოება
საპატრიარქო: კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა. მათივე ინფორმაციით, კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
05 მაისი 2026, 21:56
მსოფლიო
„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელის ძალები ყურადღებით აკვირდებიან სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებს და მზად არიან ძალისმიერი პასუხი გასცენ ისრაელის წინააღმდეგ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას
ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ეიალ ზამირი აცხადებს, რომ სამხედრო ძალები „მზად არიან ძალისმიერი პასუხისთვის“, თუ ყურეში ესკალაციის ფონზე ირანი ისრაელს ამოიღებს მიზანში.
05 მაისი 2026, 21:52
პოლიტიკა
როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკ პეტრო: თუ ნატო დაიშლება, ევროპა იძულებული იქნება, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შექმნას. ნატოს დაშლით გამოწვეული შოკი შესაძლოა, ერთგვარი მარგებელი ჭირი გამოდგეს და ევროპა გამოფხიზლდეს
გადაცემაში „თბილისის დროით“ როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკ პეტრომ ნატოს მომავალსა და ალიანსის დაშლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
05 მაისი 2026, 21:44
მსოფლიო
ნიკ პეტრო: მხარს ვუჭერ ნეიტრალიტეტს, არცერთ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას არ ვემხრობი
„ნატო ერთი შეხედვით დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს გვთავაზობს, ხალხი ძირითადად მეხუთე მუხლზე ისე საუბრობს, თითქოს ეს გარანტიაა. ვინც ამას ამბობს, სჯობს უკეთ გაეცნოს და წაიკითხოს მეხუთე მუხლი. ეს არის კომისიის სხდომის მოწვევის პირობა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს შემდეგი ნაბიჯები. კი ბატონო, ჩათვალონ ეს მუხლი გარანტიად, ვისაც ეს უნდა, ასე ესმოდეს“.


