imedi /  13 სექტემბერი 2017, 19:37 / სანდო წყარო

ესპანეთის მეფე: ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობა კონსტიტუციითაა დაცული

მეფე ფელიპე VI

ესპანეთის მეფე კატალონიელებს კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდებს. მეფე ფელიპე VI-მ კომენატარი პირველად გააკეთა, მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას miamiherald-ი ავრცელებს.

მონარქის თქმით, ესპანეთის ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა კონსტიტუციით არის დაცული, რომლის დარღვევასაც ქვეყნის ხელისუფლება არ დაუშვებს.

Associated Press-ის ინფორმაციით, რეფერენდუმის მომზადების გამო, კატალონიის ქალაქების მერებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების წინააღმდეგ, ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის 700 საქმე აღძრა.

ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი კატალონიაში 1 ოქტომბერს ჩატარდება. ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი ბოლოს 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. თუმცა, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიას კენჭისყრის შედეგების გაუქმება დაავალა, რის გამოც რეფერენდუმი არაფორმალურად გამოცხადდა.

ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულ კატალონიელთა 55% ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა, 39.8% - წინააღმდეგი; 5,3%-ს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

 

კომენტარები ()

არქივი

19 ნოემბერი 2017, 12:16

საქართველო

თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება გრძელდება

კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელთან ერთად, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ვითარებას ადგილზე გაეცნო. დედაქალაქის მერი კერძო მესაკუთრეებსაც შეხვდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები მათთან ერთად განიხილა.

19 ნოემბერი 2017, 12:13

ვიდეო

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი საქართველოშია

19 ნოემბერი 2017, 12:05

მსოფლიო

პეკინში ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა

პეკინში მასშტაბურ ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რვა დაშავდა. ცეცხლი პეკინის გარეუბანში გუშინ ღამით გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა რამდენიმე ადამიანი, მათ ცეცხლის განზრახ გაჩენა ედებათ ბრალად.

19 ნოემბერი 2017, 12:02

ტექნოლოგიები

ყველაზე საიმედო ავტომობილების რეიტინგი გამოქვეყნდა

ამ რეიტინგში მეორე ადგილზეა Volkswagen Golf Sportsvan, დანარჩენი ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: Mercedes-Benz B-Class, Mercedes-Benz GLK, Mercedes-Benz M-Class, Opel Mokka, Audi A1, Audi Q3, Audi Q5, Porsche 911 დაVolvo V40.

19 ნოემბერი 2017, 12:00

ვიდეო

უკრაინამ საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევა

19 ნოემბერი 2017, 11:56

მსოფლიო

საფრანგეთში პოლიციელმა ჯერ შეყვარებული მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი პოლიციელის შეყვარებულის უარი გახდა. მან სამართალდამცველს შემდგომ ურთიერთობაზე უარი უთხრა. მკვლელობის შემდეგ თავი თავად პოლიციელმაც მოიკლა. საფრანგეთში მოხდარი ტერაქტის შემდეგ პოლიციელებს ნება დართეს მორიგეობის შემდეგ სამსახურეობრივი იარაღი თან ატარონ და სახლში შეინახონ.

19 ნოემბერი 2017, 11:55

მსოფლიო

ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა" მეტოქე ანგარიშით 124:116 დაამარცხა

ჩემპიონი გუნდის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შეხვედრის ყველაზე შედგიანი მოთამაშე კი 35 ქულით , 5 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტევ კარი გახდა

19 ნოემბერი 2017, 11:46

მსოფლიო

ბელგიელმა დევიდ გოფინმა როჯერ ფედერერი დაამარცხა

26 წლის ბელგიელი ჩოგბურთის ისტორიაში მეექვსეა, რომელმაც ერთი ტურნირის მსვლელობისას როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის დამარცხება მოახერხა. მან დიდი სლემის ტურნირების 19-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი სამ სეტში ანგარიშით 2:6, 6:3, 6:4 დაამარცხა

19 ნოემბერი 2017, 11:39

მსოფლიო

არგენტინა: გაუჩინარებული წყალქვეშა ნავიდან სიგნალი მივიღეთ

არგენტინის საჰაერო-საზღვაო ძალები უკვე 15 ნოემბრიდან ვერ უკავშირდებიან წყალქვეშა ნავს "სან-ხუანს", რომელიც ატლანტის ოკენეშია. არგენტინამ სამძებრო სამუშაოები დაიწყო, რომელშიც ჩართული გამანადგურებლები, ფრეგატები და თვითმფრინავები.

19 ნოემბერი 2017, 11:32

მსოფლიო

აშშ-ში შესაძლოა "პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია"დახურონ

ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტში ადასტურებენ და იმედოვნებენ, რომ ორგანიზაციის დახურვა მოკლევადიანი იქნება, მანამ სანამ პალესტინასა და ისრაელს შორის, დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყება. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ მსგავსი რიტორიკა სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს უშლის.

19 ნოემბერი 2017, 11:22

ძალოვნები

წალენჯიხაში ახალგაზრდა აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდას მარცხენა ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალგაზრდას ხელში უცხო ნივთიერება აუფეთქდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

19 ნოემბერი 2017, 11:15

ვიდეო

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

19 ნოემბერი 2017, 11:09

საქართველო

დანია საქართველოს რუსეთის აგრესიის დასაძლევად ფინანსურად დაეხმარება

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი სამეზობლო პოლიტიკა უკვე დაამტკიცა, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის 2017-2021 წლებში 860 მილიონი კრონის გამოყოფას ითვალისწინებს. სამუელსენის თქმით, საქართველოს ერთი მეხუთედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მთავრობა ამ ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს.

19 ნოემბერი 2017, 11:08

საქართველო

უკრაინიდან გაძევებული საქართველოს მოქალაქეების კვალი არ ჩანს

დეპორტირებულებს შორის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი და ქართველი მებრძოლები არიან, მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. არადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები 17 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოაძევეს,

19 ნოემბერი 2017, 10:54

კულტურა

მის მსოფლიო 2017-ს ინდოეთში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

მის მსოფლიოს გვირგვინი ინდოელმა ლამაზმანმა სამშობლოში 17-წლიანი პაუზის შემდეგ ჩაიტანა. ბოლო მის ინდოეთი, რომელიც მის მსოფლიოც გახდა, ბოლივუდის მსახიობი პრიანკა ჩოპრა იყო 2000 წელს. ჯამში ინდოეთს მის მსოფლიოს სილამაზის კონკურსი უკვე 6-ჯერ აქვს მოგებული. პირველი ინდოელი ქალი, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა, რეიტა ფაარია იყო 1966 წელს.

19 ნოემბერი 2017, 10:52

კულტურა

საქართველოში ზვიად გამსახურდიას როლის შემსრულებელი ჩამოდის

ფილმის სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. სიუჟეტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს აღწერს.

19 ნოემბერი 2017, 10:39

ძალოვნები

პოლიციამ მანქანის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად ყაჩაღობა ედება. პოლიციის ცნობით, მან მოქალაქეს დანის მუქარით კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

19 ნოემბერი 2017, 10:34

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს. ვიზირის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდება ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებსაც.

19 ნოემბერი 2017, 10:25

საქართველო

სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი თამარ ხმიადაშვილმა მოიგო

თამარ ხმიადაშვილმა ეს ჯილდო უკვე მეხუთედ დაისაკუთრა. ის 1998, 1999, 2003, 2010 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი იყო.იტალიაში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 65 გადაცილებული მოჭადრაკეები ასპარეზობენ.

19 ნოემბერი 2017, 10:20

საქართველო

უელსელი მორაგბეები ქართველებს შეუპოვარ გამოსვლას ულოცავენ

ბორჯღალოსნები პირველად შეერკინენ მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი, უელსის ნაკრების მორაგბეებს. ანგარიში მოწინააღმდეგოს სასარგებლოდ 13:6 დასრულდა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა თამაშის დროს საოცარი თავდადება გამოიჩინეს.