imedi /  23 ოქტომბერი 2017, 23:40 / სანდო წყარო

აშშ-ში ვაინშტეინის კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის განცხადებით, ჰოლივუდის პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინისა და მისი ძმის კუთვნილი კომპანია Weinstein Co-სთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ BBC-ი წერს.

"ნიუ-იორკის არც ერთი მცხოვრები არ უნდა იყოს ვალდებული წავიდეს სამსახურში, სადაც სექსუალური ხასიათის მუქარები მეფობს და სადაც აშინებენ. თუ კომპანიაში სექსუალური შევიწროების ან დისკრიმინაციის ფაქტებია, ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ"- ნათქვამია პროკურრორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის ადამიანის უფლებების დაცვის ბიურომ კომპანიისგან დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა. BBC-ის ცნობით, ამ დოკუმენტებს შორისაა თანამშრომლების პირადი საქმეები, სამსახურში აყვანის კრიტერიუმები, დაწინაურება და თანამდებობიდან გათავისუფლება, სექსუალურ შევიწროებაზე ფორმალური და არაფორმალური საჩივრები და სხვა ინფორმაცია.

თუ გამოძიება თანამშრომლების უფლებების დარღვევას დადგენს, კომპანიას შესაძლოა მრავალმილიონიანი ჯარიმები დაეკისროს. 

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ვაინშტეინის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა. ვაინშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს ცნობილმა მსახიობებმა, მათ შორის გვინეტ პელტროუმ და ანჯელინა ჯოლიმ.

პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, რამდენიმე დღის წინ კი ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. ამასთან ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.

ვრცლად ჰოლივუდის სექს-სკანდალის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

კომენტარები ()

არქივი

17 იანვარი 2018, 13:09

საქართველო

ხურჩა - ნაბაკევის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები აიღეს

ინფორმაცია imedinews ს ხურჩის რწმუნებულმა ბადრი ხუნჯგურუამ დაუდასტურა. მისივე თქმით, უკვე რამდენიმე დღეა ე.წ.საზღვართან მავთულხლართები არ არის და რას უკავშირდება აღნიშნული, მისთვის უცნობია.

17 იანვარი 2018, 13:08

ვიდეო

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებს

17 იანვარი 2018, 13:07

საქართველო

დავით ჭიჭინაძე: გლეხს სწავლა რომ უყვარდეს გლეხი არ იქნებოდა

"სწავლა რომ უყვარდეს ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას.

17 იანვარი 2018, 13:06

ვიდეო

ე.წ „ციანიდის“ საქმეზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

17 იანვარი 2018, 13:04

მსოფლიო

ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიებთან 2,5 მილიარდის კონტრაქტები გააფორმა

ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიებთან 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. შეთანხმებებს ხელი აშშ-ში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს.

17 იანვარი 2018, 13:00

ძალოვნები

მაშველები მდინარე ჭოროხში დაკარგულ კაცს ეძებენ

სამაშველო სამსახურის ცნობით, მათთან თვითმხილველმა დარეკა და განაცხადა, რომ მდინარე ჭოროხის ზედაპირზე ადამიანი შენიშნა. მაშველებმა დაკარგული კაცის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც მონაწილეობენ.

17 იანვარი 2018, 12:59

მსოფლიო

ექიმი: ტრამპის გონებრივი შესაძლებლობები ნორმაშია

სამედიცინო შემოწმების შედეგად დონალდ ტრამპი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მისი გონებრივი შესაძლებლობები ნორმაშია, - ამის შესახებ თეთრი სახლის ექიმმა რონი ჯექსონმა განაცხადა. ჯექსონი ტრამპის პირადი ექიმიცაა, რომელიც მანამდე ბარაკ ობამას ექიმიც იყო.

17 იანვარი 2018, 12:58

საქართველო

სამებაში 21 იანვარს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში 21 იანვარს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კიდევ 708 ბავშვს მონათლავს. დღეისთვის ილია მეორეს 33 894 ნათლული ჰყავს.

17 იანვარი 2018, 12:50

ძალოვნები

პროკურორი: დეკანოზის საქმეზე ანგარების მოტივით მკვლელობის მცდელობას დავადასტურებთ

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის პროცესზე ბრალდება დასკვნით სიტყვას წარადგენს. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, ბრალდება იმ მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს, რომლებიც დეკანოზის მიერ ანგარების მოტივით მკვლელობის მცდელობას ადასტურებს.

17 იანვარი 2018, 12:50

ეკონომიკა

საჯარო შესყიდვებისთვის ევროკავშირის ბაზარი იხსნება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის #536 განკარგულებით.

17 იანვარი 2018, 12:48

ეკონომიკა

ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენებს ავსტრიული და გერმანული ავიაკომპანიები შეასრულებენ

ვსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურისა და მესტიის ზონაში იფრენს, კერძოდ კი 3 AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება.

17 იანვარი 2018, 12:44

ძალოვნები

სტამბოლში ყაჩაღობისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სტამბოლში, საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღი ამოიღეს, მაგრამ იუველირმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.

17 იანვარი 2018, 12:42

ეკონომიკა

IPM: მოსახლეობის 93,3% მიიჩნევს, რომ 2018 წელი შარშანდელთან შედარებით უკეთესი იქნება

კვლევის მიხედვით, ქართველებმა საახალწლო სუფრაზე, საშუალოდ, 200-დან 300 ლარამდე დახარჯეს. ქართული საახალწლო სუფრის პირველი 5 კერძი კი ასე გამოიყურება: გოზინაყი (69%), საცივი (52,4%), ხაჭაპური (33%), გოჭის ხორცი (28,9%) და ქათმის ხორცი (25,5%).

17 იანვარი 2018, 12:40

საქართველო

თურქეთში ყოველდღიურად გადამსვლელებმა საზღვრის კვეთა განაახლეს

ქემალფაშაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიც სამუშაო ადგილებს დაუბრნდნენ. ისინი ამბობენ, რომ აქცია დროებით შეწყვიტეს. მათი თქმით, რეგულაციებს ეწინაღმდეგებიან, თუმცა იძულებული არიან ამ პირობებშიც კი ყოველდღიურად გადალახონ საზღვარი.

17 იანვარი 2018, 12:35

ეკონომიკა

SOCAR-ი წელს საქართველოში ამორტიზებული გაზსადენების რეაბილიტაციას დაიწყებს

SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელის მაჰირ მამედოვის თქმით, 2017 წლის დეკემბერში, SOCAR Georgia Gas-მა ახალი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობაზე წარმატებით დაასრულა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება.

17 იანვარი 2018, 12:34

ეკონომიკა

1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

ელექტრონული სისტემის დანერგვით, გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები, მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში მოსვლა. მას შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოვიდეს სააგენტოში.

17 იანვარი 2018, 12:28

ძალოვნები

ბაზრის ერთ-ერთი დირექტორი ქუთათელაძის მკვლელობის მოტივად წილების გაყიდვაზე კონფლიქტს უარყოფს

ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაინახა როგორ დატოვა მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, სათადარიგო გასასვლელიდან უცნობმა ადამიანმა გენერლის სამუშაო ოთახი.

17 იანვარი 2018, 12:28

ტაბლოიდი

აშშ-ში მეტეორის ვარდნა დააფიქსირეს

ამერიკის შტატ მიჩიგანის მოსახლეობამ 16 იანვარს საღამოს ცაზე ნათება დაინახეს, რაც მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მეტეორის ვარდნის შედეგი იყო. "ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახური ადასტურებს, რომ მიჩიგანის ცაზე კაშკაშა ნათება მეტეორმა გამოიწვია", - აცხადებს ორგანიზაცია ოფიციალურ წერილში.

17 იანვარი 2018, 12:25

ძალოვნები

ნუცუბიძეზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია

26 წლის ახალგაზრდას ცეცხლნასროლი ჭრილობები კიდურების არეში ჰქონდა მიყენებული და გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. ცოტა ხნის წინ მასთან პალატაში საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელიც შევიდა.

17 იანვარი 2018, 12:18

მსოფლიო

მექსიკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს

ლაბირინთების კვლევის შედეგად სპელეოლოგებმა დაადგინეს, რომ Sac Actun - წყალქვეშა მღვიმეთა სისტემა, რომლის სიგრძეც 263 კმ-ის შეადგენს, Dos Ojos-ს 83-კილომეტრიან მღვიმეთა სისტემას უკავშირდება. საკ-აქტუნის სისტემა 1989 წელს ორმა ამერიკელმა მყვინთავმა-სპელეოლოგმა აღმოაჩინა.