imedi /  03 ნოემბერი 2017, 07:43 / სანდო წყარო

ნიუ-იორკის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ნიუ-იორკში მიმხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. 

31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ტერაქტი მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. ნიუ-იორკში ტერაქტი საიფულო საიპოვმა მოაწყო. ის წარმოშობით უზბეკეთიდანაა. მას ბრალდება უკვე წაუყენეს. 

29 წლის საიპოვი აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა. ბოლო დროს ის ცხოვრობდა ფლორიდის ქალაქ ტამპში. დაკავებისას მას აღმოაჩნდა ამ შტატის ავტომობილის მართვის მოწმობა. მან საგანგებოდ მიმართა თავისი სატვირთო მანქანა სასკოლო ავტობუსისკენ, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ისხდნენ. ავტობუსში ორი უფროსი ადამიანი და ორიც ბავშვი დაშავდა. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

საიფულო საიპოვი პოლიციამ დაჭრა. მას სასიკვდილო განაჩენი ემუქრება. 

ყველა სიახლე

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:41

საზოგადოება

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი გამარჯვებას კიდევ ბევრჯერ იზეიმებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 12 აგვისტო ქართველი ერის სიძლიერის და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:41

COVID19

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყაზბეგის ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს

„ყაზბეგში არ შეინიშნება საგანგაშო მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა განაპირობოს რეგიონის ჩაკეტვა. ყაზბეგის ნაწილში არავითარი მსგავსი გეგმა არ არსებობს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

12 აგვისტო 2020, 12:40

COVID19

ბათუმში კორონავირუსი 54 წლის ქალს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი 54 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც ჯამში 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

12 აგვისტო 2020, 12:37

ეკონომიკა

გორში „თიბისის“ დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება

ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების მფლობელია. „თიბისის“ მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს - 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:37

საზოგადოება

წყლის დაბინძურების პრევენციის მიზნით თბილისის ზღვაზე სანიტარული დაცვის არეალები განისაზღვრა

ჰიდროლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეული დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც წყლის დაბინძურებას გამოიწვევს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

12 აგვისტო 2020, 12:35

სპორტი

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. დონეცკის „შახტარმა“, სადაც დავით ხოჭოლავა თამაშობს, საკუთარ მოედანზე „ბაზელი“ 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. მასპინძელთა შემადგენლობაში ბურთი მორაეშმა, ტაისონმა, ალან პატრიკმა და დოდომ გაიტანეს, „შახტარმა“ კი 3-ზე მეტი გოლი ევროპული საკლუბო ტურნირის ერთ შეხვედრაში 4-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

12 აგვისტო 2020, 12:34

საზოგადოება

ქიმიაში ჩაჭრილმა აბიტურიენტებმა განათლების სამინისტროსთან ბარიერის დაწევა მოითხოვეს

ეროვნულ გამოცდებში ქიმიის საგანში ჩაჭრილმა აბიტურიენტებმა განათლების სამინისტროსთან ბარიერის დაწევა მოითხოვეს. მათთან ერთან იმყოფებოდნენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, მაგრამ ტესტების სირთულეზე საუბრობენ და მის გადახედვას მოითხოვენ. მათი თქმით, წლევანდელი ქიმიის გამოცდა რთული იყო და ამას თან პანდემიისგან გამოწვეული პრობლემებიც დაერთო. ქიმიის გამოცდის ჩასაბარებლად მინიმალური ზღვარი 18.75 ქულა იყო განსაზღვრული, მაქსიმალური ასაღები ქულა კი - 75.

მეტროსადგური

12 აგვისტო 2020, 12:31

საზოგადოება

მეტროსადგურების: „ვარკეთილსა“ და „ავლაბარის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

მეტროსადგურების: „ვარკეთილსა“ და „ავლაბარის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე ხელშეკრულებებია გაფორმებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:28

საზოგადოება

თბილისში „ჭკვიანი“ შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაინერგება, რომლებიც ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება

თბილისის მასშტაბით დაინერგება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს გზებზე საცობების რაოდენობა და შეუფერხებლად გადაადგილდეს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო) მანქანები, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:26

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვინც 144-ით ისარგებლა და თქვა რომ სვანეთში იმყოფება, დღის ბოლომდე საკარანტინო სივრცეში გადავა

„144-ზე დარეკეთ, დაფიქსირდით და აღირიცხეთ და ჩვენგან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მიიღებთ შესაბამის ინფორმაციას. ყველას შევეხმიანებით. დღევანდელი მონაცემებით, თითოეული ადამიანი, რომელმაც დარეკა 144-ში, განაცხადა რომ იმყოფება სვანეთში ყველასთან კომუნიკაცია შედგა და დღეს, დღის ბოლომდე ყველა მათგანს საკარანტინო სივრცეში გადავიყვანთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

12 აგვისტო 2020, 12:21

რეგიონი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში COVID-19-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ლარსის საბაჭო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და მათი ნაწილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდანაა, მოსახლეობის ბიოლოგიური მასალის გამოკვლევა გადაწყდა. დილიდან სოფელში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ჯანდაცვის უწყებებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:08

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ და საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ

„ჩვენ ადგილზე შევაფასეთ ის ინფრასტრუქტურა რომელიც განთავსების ობიექტებშია, შევეცადეთ რომ ეს ყოფილიყო ასევე კომფორტული პროცესი დამსვენებლებისთვის და მათი ნაწილი, რომლებიც უკვე ცხოვრობდნენ სასტუმროებში და ისინი აკმაყოფილებდნენ შესაბამის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს გარდაიქმნა საკარანტინო სივრცედ. ადამიანების ნაწილი ორგანიზებულად გამოვიყვანეთ სვანეთიდან და გადავანაწილეთ სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში. ასევე მობილიზებული გვაქვს ტრანსპორტი, იმ ადამიანებისთვის, რომლთაც არ ჰყავთ საკუთარი ავტომანქანა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 12:05

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: რეგულაციების დარღვევის გამო შრომის ინსპექცია ყოველდღიურად 20-მდე ობიექტს აჯარიმებს

არსებული რეგულაციების დარღვევების გამო, ყოველდღიურად შრომის ინსპექციის მიერ დაახლოებით 20-მდე ობიექტი ჯარიმდება, - ამის შეახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, რამდენი ობიექტია ქვეყანაში ჯამურად ისეთი, რომელიც არ ასრულებს დაწესებულ რეგულაციებს.

12 აგვისტო 2020, 12:01

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

12 აგვისტო 2020, 11:56

რეგიონი

„ფრონტერადან“ გათავისუფლებული თანამშრომელი: ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა, რომელსაც დავალიანების ჩარიცხვის იმედი გადაეწურა, თავი მოიკლა

ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში, სადაც კომპანია ნავთობს მოიპოვებს, მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ისევ სახელფასო დავალიანებების დროულ დაფარვასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მოსახლეობამ დღეს კომპანიის კუთვნილი მანქანა, რომელიც ნავთობის გატანას გეგმავდა, რამდენიმე საათით შეაფერხა და ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა. შეკრებილების თქმით, მძიმე ფინანსური კრიზისის გამო, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 11:52

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, გამყარებული უნდა იყოს აუცილებელი კვლევებით

ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, გამყარებული უნდა იყოს აუცილებელი კვლევებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ვაქცინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, გამყარებული უნდა იყოს აუცილებელი კვლევებით. ჩვენ ჯერ დაველოდებით კვლევების მონაცემებს, შემდეგ კი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.“, - განაცხადა ტიკარაძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ლევან დავითაშვილი

12 აგვისტო 2020, 11:48

COVID19

ლევან დავითაშვილი: სვანეთში, მოსახლეობის სურსათით და სხვა პირველადი პროდუქციით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება

სამინისტრო მობილიზებულია, რომ მოსახლეობას სურსათით და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები არ შეექმნათ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

12 აგვისტო 2020, 11:46

რეგიონი

შალვა კერესელიძე: 2021 წლის და შემდგომი ბიუჯეტები აუცილებლად შედგება მოსახლეობიდან წამოსული პრობლემების და ინიციატივების გადასაწყვეტად

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შალვა კერესელიძე წინასაარჩევნო კამპანიას მცხეთაში აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს. ამჯერად დეპუტატობის კანდიდატი სოფლების წოდორეთის, ლისისა და მსხალდიდის მოსახლეობას მხარდამჭერებთან და „ქართული ოცნების“ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად შეხვდა.

12 აგვისტო 2020, 11:45

COVID19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ

„ჩვენ ცენტრში 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება დინამიკაში არ პროგრესირებს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით შსს-დან კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. „მათი მდგომარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და მძიმე პაციენტების სიაში არ მოიაზრება არც ერთი", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 11:44

COVID19

ტიკარაძე: თუ არ დავიცავთ წესებს, სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდება

თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.