imedi /  02 ნოემბერი 2017, 14:35 / სანდო წყარო

ნიუიორკელ ტერორისტს ბრალი წაუყენეს

საიფულო საიპოვი

საიფულო საიპოვი

ნიუ-იორკის ტერაქტში ბრალდებულ უზბეკეთის მკვიდრ საიფულო საიპოვს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. საიპოვი ბრალდებულია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მატერიალურ დახმარებაში, ძალადობასა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებაში. 

ფედერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში ნათქვამია, რომ საიპოვზე გავლენა „ისლამური სახლემწიფოს“ ვიდეორგილებმა მოახდინა, რომლებსაც ის მუდმივად უყურებდა. მის ერთ-ერთ ტელეფონში 90 ასეთი ვიდეო აღმოაჩინეს. 

პოლიციის მონაცემებით, საიპოვმა ტერაქტის დაგეგმვა ერთი წლის წინ დაიწყო. „მან ჰელოუინი სპეციალურად აარჩია, რადგან დღესასწაულზე წუჩებში უფრო მეტი ადამიანია,“- ნათქვამია განცხადებაში. 

31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ტერაქტი მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. ნიუ-იორკში ტერაქტი საიფულო საიპოვმა მოაწყო. ის წარმოშობით უზბეკეთიდანაა. 

29 წლის საიპოვი აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა. ბოლო დროს ის ცხოვრობდა ფლორიდის ქალაქ ტამპში. დაკავებისას მას აღმოაჩნდა ამ შტატის ავტომობილის მართვის მოწმობა. მან საგანგებოდ მიმართა თავისი სატვირთო მანქანა სასკოლო ავტობუსისკენ, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ისხდნენ. ავტობუსში ორი უფროსი ადამიანი და ორიც ბავშვი დაშავდა. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ყველა სიახლე

ბზის ტოტები

10 აპრილი 2020, 13:57

საზოგადოება

სატყეო სააგენტო: ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან სისხლის სამართლის პასუხისგებას ითვალისწინებს

ბზის შეძენისას მოქალაეებმა ადგილწარმოების შესახებ ცნობა უნდა მოითხოვონ და რაიმე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკონ, - ამის შესახებ Imedinews-ს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტრადიციულად, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

თეა წულუკიანი

10 აპრილი 2020, 13:54

COVID19

თეა წულუკიანი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე: დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური არაა

დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური ჯერ არ არის, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე დასმულ კითხვას საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც არსებული საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლის დრო მოახლოვდება, გაგრძელებაზე მსჯელობაც იქნება უფრო აქტიური.

ლინდსი გრემი

10 აპრილი 2020, 13:49

COVID19

სენატორი ლინდსი გრემი: ჩინეთის მთავრობა 16 000 ამერიკელის სიკვდილსა და 17 მილიონი ამერიკელის უმუშევრად დარჩენაზეა პასუხისმგებელი

„რესპუბლიკელი“ სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიაში, რამაც ამერიკელების სიკვდილი და რეკორდული უმუშევრობა გამოიწვია, ჩინეთის მთავრობაა დამნაშავე. ამის შესახებ სენატორმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

10 აპრილი 2020, 13:45

COVID19

ნათია თურნავა ქართული წარმოების პირბადეებზე: ეს არის ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი და მოხდენილი ნივთი

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული წარმოების პირბადეს ყველაზე მოდური აქსესუარი უწოდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე პირველ რიგში არის პირადი დაცვის საშუალება და არა მოდური აქსესუარი

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 13:45

COVID19

პაატა იმნაძე: ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს

ჩვენ ვაქცინებზე სამწუხაროდ, ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ბაბუაძე მუშაობს ახლა კანადაში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს COCID-19-ის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

10 აპრილი 2020, 13:35

სამართალი

პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ნიგერიის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კ.ო. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:34

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ეროვნული ბანკის თანამშრომლები სამსახურში გარკვეული სიმპტომების გამოვლენამდე დადიოდნენ

ეროვნული ბანკის თანამშრომლები იქამდე დადიოდნენ სამსახურში, ვიდრე მათ გარკვეული სიმპტომები არ აღმოაჩნდათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მათთვის სამსახურში სიარულის აკრძალვის საფუძველი არ არსებობდა და ისინი რეკომენდაციებს იცავდნენ.

ნათია თურნავა

10 აპრილი 2020, 13:31

COVID19

ნათია თურნავა: ვეცდებით, რომ პირბადეების მარაგი ძალიან მალე შევავსოთ

„მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღეა, პირველი პარტია - 400 000 პირბადე შევიტანეთ საქართველოს სააფთიაქო ქსელებში, მოთხოვნა მართლაც დიდია“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 13:27

COVID19

პაატა იმნაძემ იხუმრა, რომ დემნა გვასალიამ შეიძლება საქართველოში წარმოებულის მსგავსი პირბადეები გამოუშვას

დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთი პირბადეები გამოუშვას, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები მოსწონს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქართული წარმოების პირბადის დემონსტრირებისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო კვლავ რჩება ერთადერთ ამნაზღაურებლად კოვიდის ინფექციის მატარებელ პაციენტებში

სახელმწიფო კვლავ რჩება ერთადერთ ამნაზღაურებლად კოვიდის ინფექციის მატარებელ პაციენტებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

10 აპრილი 2020, 13:18

COVID19

კორონავირუსის გამო აშშ-ის 16 შტატში სკოლები სასწავლო წლის ბოლომდე დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის 16 შტატში სკოლები სასწავლო წლის ბოლომდე დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. სასწავლო წლის ბოლომდე სკოლები შემდეგ შტატებშიო დაიხურა: ალაბამა, ალასკა, არიზონა, არკანზასი, ჯორჯია, ინდიანა, კანზასი, მიჩიგანი, მისური, ნებრასკა, ნიუ-მექსიკო, ოკლაჰომა, პენსილვანია, ვერმონტი, ვირჯინია და ვაშინგტონი.

10 აპრილი 2020, 13:16

COVID19

სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სამწუხაროდ, საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.პაატა იმნაძის თქმით, ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში გარდაიცვალა და ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:15

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ქართული წარმოების პირბადეები დაცვის კომპონენტს სრულად აკმაყოფილებს

ქართული წარმოების ნიღბებზე რეკომენდაციების კუთხით დავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონსულტაციების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს პირბადემ, სრულად აკმაყოფილებს.

10 აპრილი 2020, 13:14

COVID19

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში ათი ოჯახი თვითიზოლაციაშია

50-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში ვანის კლასტერის გამო მოექცა, - ამის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოს რწმუნებულმა, დავით გოგიბერაშვილმა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ვანში მცხოვრვები ინფიცირებული ქალის სიძე, რომელსაც თავადაც დაუდასტურდა კორონავირუსი, თერჯოლაში იმყოფებოდა. მას შეხება ჰქონდა მეზობლებთან, სწორედ ამის განო ისინი თვითიზოლაციაში მოექცნენ. მათ მედიკოსები აკვირდებიან.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:12

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თუ საჭირო გახდა, საველე ჰოსპიტლებს მომავალშიც მოვაწყობთ

„ჩვენ ვმოქმედებთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. ჩვენ გამოყოფილი გვაქვს სუსტი წერტილები და ასეთი რეგიონი საქართველოში რამდენიმეა. ა რეგიონების გაძლიერება მოხდება როგორც ადგილზე ცხელების ცენტრებად საველე ჰოსპიტლების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობლად მდებარე რეგიონებში, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ლევან რატიანი

10 აპრილი 2020, 13:03

COVID19

ლევან რატიანი: არც ერთი პაციენტის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება

არც ერთი პაციენტის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება, დამძიმების მიზეზს ამ შემთხვევაში წარმოადგენს თვითონ ორგანიზმი , – ამის შესახებ ჟურნალისტებს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კორონავირუსით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი, ვინც სოციალურ დისტანციას არ დაიცავს.

ჰარვი ვაინშტეინი

10 აპრილი 2020, 12:50

COVID19

ციხეში მყოფი ჰარვი ვაინშტეინი კორონავირუსისგან განიკურნა

ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი, რომელსაც სექსუალური ძალადობისა და შევიწროებისთვის 23-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, კორონავირუსისგან განიკურნა. როგორ Fox News-ი მის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, 68 წლის ვაინშტეინი სამედიცინო იზოლატორიდან უკვე გაწერეს. მას ვირუსი მარტის ბოლოს დაუდგინა.

10 აპრილი 2020, 12:47

COVID19

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია: აღდგომას საფლავების მონახულებაზე უარის თქმა არც ცოდვა და არც გარდაცვლილთა ხსოვნის ღალატია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ლეგოიდამ გონივრული უწოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აკრძალოს აღდგომას საფლავებზე გასვლა.

პატრული

10 აპრილი 2020, 12:45

COVID19

ქვეყანაში კარანტინის გამკაცრების შემდეგ ხშირად პატრულის ესკორტი მშობიარეებს სამშობიარომდე აცილებს

მცხეთა-თბილისის გამშვებ პუნქტთან, სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც ორსული ქალბატონი თბილისში გადაჰყავდა, საბურავი დაუზიანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თავდაპირველად მძღოლს საბურავის გამოცვლაში ეხმარებოდნენ, თუმცა ვიდრე ადგილზე მეორე სასწრაფო მანქანა მივიდოდა, საჭირო გახდა ქალის საპატრულო პოლიციის მანქანით კლინიკაში გადაყვანა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საკარანტინო პირობები გამკაცრდა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრულის ესკორტი მშობიარე ქალებს სამშობიარომდე აცილებს.

10 აპრილი 2020, 12:44

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჟურნალისტებისთვის აგრესიული ტესტირების ჩატარება ჯერ არ იგეგმება

აგრესიულ ტესტირებაზე დასმულ შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა. შევლენ თუ არა ასეთი საჭიროების ჯგუფში ჟურნალისტები, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვა კარგად მიმდინარეობს და ჯერ ამის საჭიროება არ დგას. „ისინი ამ ეტაპისთვის არ მოიზრებიან ამ ჯგუფში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში განიხილებიან“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.