სომხეთის საგარეო უწყება: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზად არის
ფოტო: ArmenPress
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით.
„სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ სომხეთი იღებს „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების“ პროექტის შეუთანხმებელ ორ მუხლზე აზერბაიჯანის წინადადებებს და შესთავაზა ერთობლივი განცხადების გაკეთება სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის შეთანხმებისა და პროექტზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. ოფიციალურმა ბაქომ უპირატესობა მიანიჭა ერთპიროვნული განცხადების გაკეთებას. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების“ პროექტი შეთანხმებულია და პროექტზე მოლაპარაკებები დასრულებულია. ამრიგად, სამშვიდობო შეთანხმება მზად არის გასაფორმებლად. სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან ერთად განიხილოს შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის საკითხი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 14:02
რეგიონი
გივი მიქანაძემ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მისი შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო განახლებულ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.
29 სექტემბერი 2026, 14:00
სამართალი
შსს: შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების, ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება, ან მანიფესტაცია მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების, ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება, ან მანიფესტაცია მიმდინარეობს, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
29 სექტემბერი 2026, 14:00
მსოფლიო
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი: თუ თქვენი ქვეყანა ჰიბრიდული თავდასხმის სამიზნე გახდება, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება რუსებს დაანახებს, რომ მათმა სტრატეგიამ ვერ გაამართლა
ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის დივერსიულმა კამპანიამ მთავარ მიზანს - უკრაინის დახმარებაზე დასავლეთის უარს - ვერ მიაღწია. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა.
29 სექტემბერი 2026, 13:52
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ეხებოდა.
29 სექტემბერი 2026, 13:51
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოჩა ქოქოლაძის საქმე განიხილა
სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოჩა ქოქოლაძის საქმე განიხილა
29 სექტემბერი 2026, 13:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ვერსიამ, სხვადასხვა დროს გაიჟღერა და მინდა რამდენიმე შეგახსენოთ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
29 სექტემბერი 2026, 13:46
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არის საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა და მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე - სწორედ ამ პროცესის წინააღმდეგ დამიზნებით იბრძვის დღეს რადიკალური ოპოზიცია
მოვისმინეთ არაერთი უგუნური განცხადება რადიკალური ოპოზიციის არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დავით საყვარელიძის ძალიან სახიფათო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გახდეს გლობალურ ძალთა ჭიდილში სამხედრო-ლოჯისტიკური ჰაბი, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი იქნება საქართველოსათვის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის მიერ 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციის სახით შემოტანაზე საუბრისას.
29 სექტემბერი 2026, 13:41
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია: ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ „ქოცებსო", IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს - ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი „მხარდაჭერა" - 1 პროცენტი
ექსპერტი, ირაკლი ლატარია, IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „ქართული ოცნების" მისამართით გაჟღერებულ მუქარას.
29 სექტემბერი 2026, 13:40
საზოგადოება
ComCom-მა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გამართა
ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა ონლაინ დაცვის, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს დაეთმო. ComCom-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ITU-ს გამოცდილების მნიშვნელობას ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით და გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ITU-სთან ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიისა და შესაბამისი უნარების განვითარების მიმართულებით.
29 სექტემბერი 2026, 13:36
პოლიტიკა
ლიკა შარტავა: დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოხუმის დაცემის დღე -1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეულ თარიღს წარმოადგენს.
29 სექტემბერი 2026, 13:31
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სამხედრო უწყებას ავალდებულებს, დაიცვას აშშ-ის შუალედური არჩევნები უცხოური ჩარევისგან
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სამხედრო უწყებას ავალდებულებს, დაიცვას აშშ-ის შუალედური არჩევნები უცხოური ჩარევისგან, - განაცხადა ორშაბათს პენტაგონმა.
29 სექტემბერი 2026, 13:27
პოლიტიკა
კახა კალაძე: კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შედეგები მათმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განსაზღვრა.
29 სექტემბერი 2026, 13:23
მსოფლიო
ესტონეთმა რუსეთის სპეცსამსახურები თავდაცვის საწარმოზე თავდასხმაში დაადანაშაულა
ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem Robotics-ის შენობაზე აგვისტოში განხორციელებული ცეცხლის წაკიდების უკან რუსული დაზვერვა დგას.
29 სექტემბერი 2026, 13:23
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად
მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში პარალიმპიური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და შემთხვევითი არ არის, რომ მასპინძელ ქვეყნად საქართველო შეირჩა, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
29 სექტემბერი 2026, 13:22
საზოგადოება
გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოში გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
29 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
ლიკა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერზე: ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე
ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება -საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ.
29 სექტემბერი 2026, 13:08
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
29 სექტემბერი 2026, 13:02
პოლიტიკა
გია აბაშიძე: რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს
რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 12:58
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში, ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმის ვ. ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი) შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ასევე, გამოვლინდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
29 სექტემბერი 2026, 12:54
მსოფლიო
Financial Times: გერმანიამ ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით ულტიმატუმი წამოაყენა
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და ევროკავშირის კიდევ ხუთი ლიდერი იმუქრებიან, რომ ბლოკის მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე „ასობით მილიარდი“ ევროს ოდენობის ხარჯების შემცირება არ იქნება უზრუნველყოფილი, - წერს გამოცემა Financial Times-ი.


