ვენაში ახალი მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა
ავსტრია
ვენა
ფოტო: Twitter
ვენის ცენტრალურ მოედანზე სებასტიან კურცის ახალი მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა პოლიეთილენის საწვიმრები დაწვეს, რის გამოც ადგილზე სახანძრო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში მდებარე კანცელარიისა და პრეზიდენტის სასახლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებული იყო სპეცრაზმი.
As Austria's far right #FPÖ sworn into a new government many protesters took to the street infront of #Hofburg palace in #Vienna . pic.twitter.com/dVdhkWYVow
— inna shevchenko (@femeninna) December 18, 2017
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი მთავრობაში ულტრამემარჯვენე პარტიის შესვლას ეწინააღმდეგებიან.
ავსტრიის ახალი მთავრობის ინაუგურაცია დღეს გაიმართა. მთავრობის ფორმირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტიამ“ ულტრა-მემარჯვენე, ნაციონალისტურ „თავისუფლების პარტიასთან“ კოალიცია შექმნა.
ოქტომბერში გამართულ არჩევნებში, კურცის პარტიამ ხმათა 32%, ულტრა-მემარჯვენეებმა კი 26% მოიპოვეს. ინაუგურაციის პარალელურად, ავსტრიაში ახალი მთავრობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქცია მართავენ.
16 ოქტომბერს, ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით, ქვეყნის კონსერვატიული სახალხო პარტიის ხელმძღვანელი, 31 წლის სებასტიან კურცი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა. სახალხო პარტიამ არჩევნებში31.5% მიიღო, სოციალ-დემოკრატებმა 27.1%, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიამ 25.9%.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 11:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ამ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე. დღეს არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა უფრო მეტი გავაკეთოთ
სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და ამ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე, იმ სიახლეზე, რომელიც გავაკეთეთ სან-ფრანცისკოში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
05 ივნისი 2026, 11:08
მსოფლიო
კიევის საფოსტო განყოფილებაში აფეთქება მოხდა. პოლიცია ტერაქტის ვერსიას განიხილავს
კიევის ობოლონის რაიონის საფოსტო განყოფილებაში დღეს დილით აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 11:08
პოლიტიკა
სან ფრანცისკოს მერი ქართული ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის - საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე
ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად, - განაცხადა სან-ფრანცისკოს მერმა დანიელ ლურმა ინოვაციების ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე.
05 ივნისი 2026, 11:07
საზოგადოება
სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა. ჰაბი ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებს და მეცნიერებს დაეხმარება მოიზიდონ ამერიკული კაპიტალი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ღონისძიებას სან-ფრანცისკოს მერი და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ესწრებოდნენ.
05 ივნისი 2026, 11:03
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო - ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება
დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 ივნისი 2026, 10:34
მსოფლიო
POLITICO: პენტაგონმა გერმანიისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე რუსეთის გამო, შესაძლოა, უარი თქვას
პენტაგონი, სავარაუდოდ, უარს იტყვის გერმანიაში Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსების გეგმაზე, რადგან აშშ-ის ოფიციალურ პირებს აშფოთებთ, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი ესკალაციად შეიძლება აღიქვას. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 10:30
რეგიონი
ქობულეთში გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ღონისძიება გურამ თამაზაშვილის დაბადებიდან 73 წლისთავს მიეძღვნა და მასში მუსიკალური ანსამბლები, სოლო შემსრულებლები, გურამ თამაზაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. საღამოზე შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები გურამ თამაზაშვილის რეპერტუარიდან.
05 ივნისი 2026, 10:29
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია
ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.
05 ივნისი 2026, 10:20
სამართალი
აჭარის პოლიციამ 3 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 10:17
რეგიონი
სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
05 ივნისი 2026, 10:17
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 10:16
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
05 ივნისი 2026, 10:14
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მარშრუტის საკვანძო მონაწილის როლზე, ზოგადად, შუა დერეფნის მარშრუტის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მისი განვითარების პროცესში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.
05 ივნისი 2026, 10:14
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს.
05 ივნისი 2026, 10:13
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
2 ივნისი იყო ნამდვილად ისტორიული დღე, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენს სატრანსპორტო ქსელს რეგიონში დაემატა სრულიად ახალი, თანამედროვე სარკინიგზო ქსელი და ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო გავაღრმაოთ კავშირები ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ სტუმრობისას.
05 ივნისი 2026, 10:12
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
05 ივნისი 2026, 10:12
საზოგადოება
ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით გაიმართა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 10:03
პოლიტიკა
მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.
05 ივნისი 2026, 09:54
მსოფლიო
The Hill: 10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს
10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 09:49
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.


