Reuters: ევროკავშირი დათანხმდა, განუსაზღვრელი ვადით გაყინოს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, რომლებიც ევროპაში ინახება
ფოტო: Reuters
ევროკავშირი დათანხმდა, განუსაზღვრელი ვადით გაყინოს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, რომლებიც ევროპაში ინახება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ევროკავშირს სურს, რომ უკრაინა იყოს დაფინანსებული და განაგრძოს ბრძოლა, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრა მის საკუთარ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ამისათვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიზნად ისახავენ გამოიყენონ რუსეთის ზოგიერთი სუვერენული აქტივი, რომელიც მათ გაყინეს მოსკოვის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - წერს Reuters-ი.
პირველი დიდი ნაბიჯი, რომელზეც ევროკავშირის მთავრობები პარასკევს შეთანხმდნენ, არის 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსეთის სუვერენული აქტივების გაყინვა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ ექვს თვეში ხმა მისცენ აქტივების გაყინვის ვადის გაგრძელებას.
აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვა მიზნად ისახავს დაეხმაროს ბელგიის დარწმუნებაში, რომ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის გეგმას, გამოიყენოს გაყინული რუსული ნაღდი ფული, რათა უკრაინას მიეცეს 165 მილიარდ ევრომდე სესხი, მისი სამხედრო და სამოქალაქო ბიუჯეტის საჭიროებების დასაფარად 2026 და 2027 წლებში.
ყველა სიახლე
08 მაისი 2026, 15:24
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „კამიტის საქმეზე“: აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ამბობდნენ, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა
როდესაც პირადად მე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა „კამიტის საქმეზე“, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
08 მაისი 2026, 15:23
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე: სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას
საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარ-კამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები ჩადიოდნენ დანაშაულს პირდაპირ ეთერში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს შეეხებოდა.
08 მაისი 2026, 15:22
სამართალი
პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალდება წარუდგინა
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით, გრძელდება გამოძიება როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
08 მაისი 2026, 15:17
პოლიტიკა
მდინარაძე: მტკიცებულებაც კი არ არის, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, რომ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა
არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ, ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
08 მაისი 2026, 15:11
საზოგადოება
თბილისის მერი 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა
თბილისის მერი კახა კალაძე, „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა.
08 მაისი 2026, 15:10
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მათი ენჯეოები ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს, გუშინდლამდე სხვანაირად პიარკამპანია იყო, თითქოს ფორმალური თანამდებობაა. დღეს დაეწყნენ სხვა მესიჯზე და საუბრობენ გადაჭარბებულ უფლებამოსილებებზე
„ნაცმოძრაობა“ და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყნენ სხვა მესიჯზე, საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
08 მაისი 2026, 15:09
პოლიტიკა
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს
ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს.
08 მაისი 2026, 15:00
მსოფლიო
მარკო რუბიო ჯორჯია მელონის შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რომში ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
08 მაისი 2026, 14:58
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობის მიმართულებით - კევინ ჰამილტონს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა კევინ ჰამილტონს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
08 მაისი 2026, 14:52
პოლიტიკა
პრემიერი: 2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია - საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის
2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 მაისი 2026, 14:52
საზოგადოება
საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა
საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა. მშობლების განცხადებით, მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ და ამ მოთხოვნებზე საპატრიარქოსგან დადებითი პასუხი მიიღეს. მათი თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო დახმარება ფონდის შექმნაში, სადაც მედიკამენტების შესაძენად თანხას ყველა დაინტერესებული მხარე ჩარიცხავს.
08 მაისი 2026, 14:51
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს სარეგისტრაციო მოწმობა გადასცა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა.
08 მაისი 2026, 14:50
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
08 მაისი 2026, 14:49
პოლიტიკა
კობახიძე: სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს 6,47 მილიარდ დოლარს, მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს, მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი
აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შევავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება მაქსიმუმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 მაისი 2026, 14:49
ეკონომიკა
პრემიერი: მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.7%-ით, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდასა და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე
მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.7%-ით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 მაისი 2026, 14:37
სპორტი
პრემიერი: უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს. ასევე, ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში
უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 მაისი 2026, 14:35
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ.
08 მაისი 2026, 14:33
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ბრიუსელს უფრო მეტად ჰქონდა სურვილი საქართველოს ე.წ. მორჩილებაში ყოფნისა, ვიდრე საქართველო - როგორც სუვერენული და თავისუფალი ერი მასთან ყოფილიყო თანამშრომლობაში
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.
08 მაისი 2026, 14:28
საზოგადოება
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში, ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კონფერენცია იმართება
კონფერენციის მონაწილეები პროგრამის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევა“ მიმდინარეობას და სამომავლო გეგმებს განიხილავენ, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.
08 მაისი 2026, 14:27
პოლიტიკა
პრემიერი: მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია, ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის
მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.


